• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორი ტიპის ინვესტორები სარგებლობენ აქციების ფასების ვარდნით? — უორენ ბაფეტი

დეკემბერი 24, 2024
in ინვესტიციის ანბანი
როგორი ტიპის ინვესტორები სარგებლობენ აქციების ფასების ვარდნით? — უორენ ბაფეტი
გაზიარება

უორენ ბაფეტს, საფონდო ბირჟის ვარდნასთან დაკავშირებით, უმრავლესობისგან განსხვავებული პერსპექტივა აქვს. ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებსა და ყველაზე წარმატებულ ინვესტორებს შორის ერთ-ერთია, ამიტომ მისი ხედვების გათვალისწინება ყოველთვის ღირს.

მოდით ვნახოთ, თუ რას ამბობს ბაფეტი აქციების ფასების დაცემასთან დაკავშირებით და როგორ შეგვიძლია მისი ტაქტიკის უსაფრთხოდ გამოყენება.

აქციების „წმინდა მყიდველები“

2020 წელს CNBC-სთან ინტერვიუში ბაფეტმა განაცხადა, რომ აქციების „წმინდა მყიდველები“ სარგებლობენ, როდესაც საფონდო ბირჟა ეცემა. „წმინდა მყიდველებში“ ის გულისხმობს ინვესტორებს, რომლებიც უფრო მეტ აქციებს ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან.

ყველა, ვინც აქციებს ყოველთვიურად ყიდულობს, შეიძლება „წმინდა მყიდველი“ იყოს. გარდა ამისა, ინვესტორები რომლებიც „იყიდე და შეინარჩუნე“ სტრატეგიას მიჰყვებიან, როგორც წესი, „წმინდა მყიდველები“ არიან.

წმინდა მყიდველებისთვის აქციების დაბალმა ფასებმა, შეიძლება, უფრო დიდი მოგების მიღების პოტენციალი გამოიწვიოს, თუ ვივარაუდებთ, რომ ინვესტირებას განაგრძობთ მაშინაც, როდესაც ბაზარი ეცემა. ბაფეტის აზრით, წმინდა მყიდველებისთვის ბაზრების დაცემა სასიხარულო ამბავია.

თუ ინვესტიციებს რეგულარულად დებთ და აქციებს იშვიათად ყიდით, ლოგიკურია აქციების ფასებზე ფოკუსირება, რადგან ისინი დაკავშირებულია ყიდვასთან და არა გაყიდვასთან. მყიდველებისთვის კი აქციების დაბალი ფასები კარგია.

Investor

როგორ ზეიმობს ბაფეტი აქციების დაბალ ფასებს?

ბაფეტი ამ პერსპექტივებს პრაქტიკაშიც იყენებს. როდესაც საფონდო ბირჟა ეცემა, ის ხშირად აძლიერებს ყიდვის აქტივობას – სარგებლობს აქციების დაბალი ფასებით მანამ, სანამ ეს შესაძლებლობა გაქრება.

ეს არის ზუსტად ის, რაც 2022 წლის პირველ ნახევარში მოხდა, როდესაც S&P 500 დაახლოებით 20%-ით დაეცა. Berkshire Hathaway-მა, კონგლომერატმა, რომელსაც ბაფეტი მართავს, ბაზრის დაღმასვლისას $44 მილიარდის მოცულობის ინვესტიციები ჩადო. ბაზრის აღდგენის შემდეგ კომპანიამ ამ შესყიდვებიდან დიდი სარგებელი მიიღო.

როგორ უნდა ჩადოთ ბაზრის ვარდნისას ინვესტიცია უსაფრთხოდ?

ბაზრის ვარდნის პერიოდებში ინვესტირებამ შესაძლოა თქვენი საინვესტიციო პორტფელის გრძელვადიანი შემოსავლის პოტენციალი გაზარდოს, მაგრამ ეს ყველასთვის მართალი არ არის. ბაფეტს აშკარად შეუდარებელი რესურსები და ათწლეულების გამოცდილება აქვს, რაც დიდი უპირატესობაა. სხვა ბევრი ინვესტორისთვის, ვარდნის პირობებში ინვესტირება, შეიძლება, ძალიან სტრესული იყოს.

აქედან გამომდინარე, ჭკვიანურია შემდეგი მითითებების გათვალისწინება:

  • ინვესტიციებში ნუ ჩადებთ იმ ფულს, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაგჭირდებათ. უკეთესი იქნება, თუ თქვენს ინვესტიციებს, მოგების მოსატანად, 10 ან 20 წლიან ვადას მისცემთ.
  • შეიძინეთ მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომლებშიც ერკვევით.
  • ჩადეთ მცირე ინვესტიცია ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად.

შეცვალეთ პერსპექტივა

მაშინაც კი, თუ ბაზრის ვარდნის დროს ინვესტიციებს არ ჩადებთ, შეგიძლიათ სცადოთ ექსპერიმენტები წმინდა მყიდველის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად შემცირდა თქვენი პორტფელის ღირებულება, მოძებნეთ შესაძლებლობა. დააკვირდით, როგორ რეაგირებენ თქვენი საყვარელი აქციები და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება აღდგეს ისინი. შეგიძლიათ იმიტირებული საინვესტიციო პორტფელიც კი შექმნათ.

ასეთი სავარჯიშოს შესრულებამ ბაზრის რთული მდგომარეობა ფსიქოლოგიურად უნდა შეამსუბუქოს. იმ დროისთვის კი, როდესაც შემდეგი bear market გამოჩნდება, თქვენ მის გადასალახად სტრატეგია გექნებათ.


  ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

Bear Market – როგორც დიდი შესაძლებლობა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის

შემდეგი

რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved