• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

დეკემბერი 18, 2024
in ადამიანები
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
გაზიარება

მილიარდერების წარმატების ისტორიები, როგორც წესი, იწყება განათლებული, ამბიციური და გაბედული ადამიანით, რომელიც უკიდურესად ქარიზმატულია და ცხოვრების შემცვლელ საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებს. დღეს კი მოგითხრობთ დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის შესახებ, რომელსაც ამ სცენართან არაფერი აქვს საერთო.

ბავშვი ნულოვანი მოლოდინებით

ჰერბი ვერტჰაიმი 1939 წელს ფილადელფიაში დაიბადა. მისი მშობლები, ებრაელი ემიგრანტები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფლორიდაში გადავიდნენ და პატარა საცხობი გახსნეს. ჰერბი განსაკუთრებული გონებრივი უნარებით არ გამოირჩეოდა — მას ჰქონდა დისლექსია და ადგილობრივ ინდიელებთან ერთად გასართობად გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. 16 წლის ასაკში იგი, სკოლის გაცდენის ბრალდებით, მოსამართლის წინაშე წარსდგა. არჩევანი რთული იყო — აშშ-ს საზღვაო ფლოტი ან არასრულწლოვანთა გამოსასწორებელი დაწესებულება. ახალგაზრდა ჰერბიმ პირველი აირჩია. თუ მის ამბავში ცხოვრების შემცვლელ მომენტს ეძებთ, ეს სწორედ ის გარდამტეხი წერტილია.

გრძელი გზა წარმატებამდე

საზღვაო ძალებმა სკოლისა და ოჯახური ძალადობის ისტორიის მქონე ბიჭი თავდაჯერებულ ახალგაზრდად აქცია და მასში გარკვეული ამბიცია გამოავლინა. იგი კლასში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, დაიწყო ქიმიის, ფიზიკისა და მექანიკის შესწავლა. პირველად სწორედ საზღვაო ძალებში მსახურებისას გაუჩნდა მას ფულის ინვესტირების იდეა. ცივი ომის პერიოდში ამერიკის ავიაკოსმოსური კომპანიების აქციების ფასები იზრდებოდა, ჰერბიმ კი თავისი საზღვაო ძალების სტიპენდია Lear Jet-ის აქციების შესაძენად გამოიყენა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისთვის ყველაფერი.

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, ჰერბი სხვადასხვა ნივთების გაყიდვით იყო დაკავებული და ცდილობდა გაეგო, თუ რა უნდა გაეკეთებინა შემდეგში. 1963 იგი კოლეჯში ჩაირიცხა ოპტომეტრიის შესასწავლად და შექმნა კერძო პრაქტიკა, რომელსაც მომდევნო 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, მან გამოიგონა ქიმიური ნეიტრალიზატორი სათვალეებისთვის, რომელიც შეფერადებულ ლინზებს თავდაპირველ გამჭვირვალე მდგომარეობას უბრუნებდა. სწორედ ამან გაამდიდრა (თითქმის) ჰერბი.

დიდ ინვესტიციებში შებიჯება

ჰერბერტ ვერტჰაიმმა, თვალის მოვლის საშუალებებზე ექსპერიმენტების გასაგრძელებლად და მათი სათანადო მონეტიზაციისთვის, Brain Power Inc. (BPI) დააარსა. საბოლოოდ, მან კომპანიის პროდუქტების Bausch & Lomb-ზე, Zeiss-სა და Polaroid-ზე გაყიდვა დაიწყო. დროთა განმავლობაში, ჰერბიმ, BPI-ის საშუალებით, ფულის გამომუშავება შეძლო.

BPI არ იყო ძალიან დიდი კომპანია — ჰერბერტს არც სურდა გიგანტური ბიზნესის მართვა. მას უნდოდა, საკმარისი ფული ჰქონოდა ინვესტირებისთვის და BPI ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. წლების განმავლობაში, ჰერბი გამომუშავებულ ფულს აბანდებდა თავისთვის ნაცნობ ინდუსტრიებში — ტექნოლოგია, ქიმია, ავიაცია და ა. შ. იგი გახდა ადამიანი, რომელმაც შეიძინა Apple-ის, IBM-ის, 3M-ის, Microsoft-ისა და Intel-ის აქციები ბევრად ადრე, ვიდრე სხვები გაიგებდნენ, რომ ეს კომპანიები ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენდა. საბოლოოდ, ამან ჰერბის $2.3 მილიარდის ოდენობით ქონება მოუტანა.

გაკვეთილები

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე პრინციპს, რომელსაც ჰერბერტ ვერტჰაიმი ინვესტირებისას იყენებდა.

ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რისიც გჯერათ

თუ გჯერათ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების, ანუ თუ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ის კარგ პროდუქტს ყიდის, უნდა დარჩეთ თქვენი არჩევანის ერთგული მაშინაც კი, თუ აქციების ღირებულება ეცემა. „თუ აქცია 13 დოლარად მოგწონთ, ის 12, 11 ან 10 დოლარამდე შემცირების შემთხვევაშიც უნდა მოგეწონოთ“ — ამბობს ჰერბი.

ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაშიც ერკვევით

მაგალითად, ჰერბიმ იცოდა, როგორ მუშაობს პატენტები და იგი ინვესტიციებს კომპანიების შთამბეჭდავი პატენტების პორტფელებზე დაყრდნობით აკეთებდა. თუ არსებობს ინდუსტრიები, რომლებსაც იცნობთ, ეს შეიძლება თქვენი ცოდნის მონეტიზაციის კარგი გზა იყოს.

ორიენტირდით მეტზე

რთული პროცენტის ძალა არის ზუსტად ის, რამაც ჰერბი ვერტჰაიმი გაამდიდრა. მისი საინვესტიციო პორტფელი ძალიან მრავალფეროვანია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ბიზნესებსა და პროექტებზე, რომლებშიც ის მონაწილეობს. მაშინაც კი, თუ უზარმაზარი ინვესტიციების განხროციელება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ თქვენი საშუალო შემოსავლით რამდენიმე განსხვავებული ინვესტიცია ჩადოთ და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ.

წინა

ინვესტირების განსხვავებული მიდგომები

შემდეგი

თუ დამწყები ინვესტორი ხართ, შეგიძლიათ ეს გზა აირჩიოთ

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
ვინ იყო ჯონ ბოგლი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ იყო ჯონ ბოგლი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
თუ დამწყები ინვესტორი ხართ, შეგიძლიათ ეს გზა აირჩიოთ

თუ დამწყები ინვესტორი ხართ, შეგიძლიათ ეს გზა აირჩიოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved