აქცია კომპანიაში საკუთრების ერთეულს წარმოადგენს. აქციების ფლობის შემთხვევაში, თქვენ აქციონერი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დივიდენდების მიღების უფლება გქონდეთ – იმ შემთხვევაში, თუ კომპანია წარმატებას მიაღწევს. ასევე, შეიძლება, კომპანიის ზოგიერთ გადაწყვეტილებაში მიიღოთ მონაწილეობა.
რა არის აქციები?
აქციები გaილეგირებულის შემთხვევაში, უმეტესწილად გარანტირებულია ფიქსირებული დივიდენდების განუსაზღვრელი ვადით მიღება.
მაგალითი
თუ კომპანიას 100 აქცია აქვს და თქვენ მათგან ერთს ფლობთ, გამოდის, კომპანიის 1%-ის მფლობელი ხართ. თქვენი აქციების ღირებულება უხეშად შეესაბამება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის პროცენტს (1%) ან ყველა გამოშვებული აქციის ღირებულებას.
რა ვისწავლეთ აქიდან?
წარმოიდგინეთ, რომ ნამცხვრების მაღაზიის გახსნა გსურთ. საწყის ეტაპზე კი მხოლოდ 1000 დოლარი გაქვთ. შეგიძლიათ, ფული მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან ითხოვოთ, რათა ყველაფერი იყიდოთ, რაც გჭირდებათ (მაგ., ფქვილი, ნამცხვრის ფორმები, დეკორაციები). დავუშვათ, თქვენი ოთხი მეგობრიდან თითოეული 1000 დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს – შედეგად, $5000 გიგროვდებათ და საკუთარი ბიზნესის ნულიდან დაწყების საშუალება გეძლევათ. ასევე, ინვესტიციის სანაცლოდ, შესაძლებელია ბიზნესისა და მოგების 20%-ის მათთვის შეთავაზება. სწორედ ასე მუშაობს აქციები. თუ არ ჩავთვლით გაცილებით მაღალი დონის შემთხვევებს.