• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საფონდო ბირჟები განვითარებად ქვეყნებში

აგვისტო 2, 2023
in ინვესტიციის ანბანი
საფონდო ბირჟები განვითარებად ქვეყნებში
გაზიარება

განვითარებული და განვითარებადი ბაზრების დიფერენცირებისთვის სტანდარტული მეტრიკა არ არსებობს, თუმცა არსებობს მთელი რიგი იდენტიფიცირებადი მახასიათებლებისა, რომლებიც მათი ერთმანეთისგან განსხვავებაში გვეხმარება.

განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს უფრო განვითარებული ეკონომიკა, უკეთ ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა, უფრო მომწიფებული კაპიტალის ბაზრები, მარეგულირებელი ორგანოები, შინამეურნეობების მაღალი შემოსავლები და ცხოვრების მაღალი სტანდარტები. ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია.

განვითარებადი ბაზრები სწრაფი ზრდისა და განვითარების პროცესშია, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია შინამეურნეობების უფრო დაბალი შემოსავალი და კაპიტალის ბაზრები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად მომწიფებულია. ამასთან, განვითარებადი ქვეყნები პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მაღალ დონეს განიცდის. განვითარებადი ქვეყნების მაგალითებს წარმოადგენს: ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საქართველო და ა. შ.

განვითარებად ქვეყნებში საფონდო ბირჟები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღეს სწორედ ამ თემის შესახებ ვისაუბრებთ და გამოვყოფთ თვისებებს, რომლებიც საფონდო ბირჟას განვითარებად ქვეყნებში ახასიათებს.

  • განვითარებადი ბაზრები: ეს ბაზრები ჯერ კიდევ ვითარდება და ხშირად ავლენს არასტაბილურობისა და რისკის უფრო მაღალ დონეს განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.
  • ზრდის პოტენციალი: განვითარებადი ქვეყნების საფონდო ბირჟები გვთავაზობს ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ისეთი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიც არის სწრაფი ეკონომიკური გაფართოება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ურბანიზაცია და საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა. შედეგად, მათ შეუძლია ინვესტიციების უფრო მაღალი ანაზღაურების შესაძლებლობა უზრუნველყოს.
  • მარეგულირებელი გამოწვევები: განვითარებადი ქვეყნები შესაძლოა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მარეგულირებელი ჩარჩოებისა და კორპორატიული მართვის სტანდარტების თვალსაზრისით. ამ ფაქტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ინვესტორების ნდობაზე და საფონდო ბირჟის საერთო სტაბილურობაზე.
  • ბაზრის ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის განვითარება: განვითარებად ბაზრებს შეიძლება ახასიათებდეს შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებზე ან შეზღუდული ხელმისაწვდომობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის. თუმცა, ბევრი ასეთი ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები, კერძოდ, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გაატარა საჭირო რეფორმები და ბაზრის ხელმისაწვდომობის ხარისხი გააუმჯობესა. განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ხშირად ინვესტიციებს ახორციელებს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის საფონდო ბირჟების ზრდას. ეს მოიცავს სავაჭრო პლატფორმების, ანგარიშსწორების სისტემების და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას ეფექტურობის გასაზრდელად და მეტი ინვესტორის მოსაზიდად.
  • მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები: განვითარებადი საფონდო ბირჟები ხშირად გვთავაზობს საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის კომპანიების ნაზავს, რაც საინვესტიციო შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სექტორები, როგორიცაა ტექნოლოგია, ჯანდაცვა, ფინანსები და სამომხმარებლო საქონელი, ამ ბაზრებზე ხშირად საკმაოდ სწრაფად იზრდება.
  • გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF): განვითარებად ბაზრებზე ETF-ებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ისინი ინვესტორებს აქციების დივერსიფიცირებულ პორტფელზე წვდომით უზრუნველყოფს. ETF-ებს შეუძლია ინვესტორებს შესთავაზოს წვდომა კონკრეტულ სექტორებზე, ინდექსებზე და ა. შ., რაც მათ საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკის გარკვეული სეგმენტების ზრდაში.

1970-იანი წლებიდან ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ დაიწყო უფრო მოწინავე ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბება. აფრიკის ცხრა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ (Agarwal 2001) აჩვენა, რომ საფონდო ბირჟის განვითარებამ ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ოცდაერთი განვითარებადი ქვეყნის კიდევ ერთი კვლევა (Mohtadi and Agarwal 2007) აჩვენებს, რომ საფონდო ბირჟების განვითარება ზრდის კერძო ინვესტიციებს და ეკონომიკური ზრდის ტემპზე პოზიტიურად ზემოქმედებს. ეს კვლევა მიუთითებს, რომ საფონდო ბირჟები ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას პროდუქტიულობისა და ლიკვიდობის შოკების სტაბილიზაციის გზით.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას აგვისტოდან?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას აგვისტოდან?

როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას აგვისტოდან?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved