ოფიციალურად კვლავ bear market-ის ტერიტორიაზე დავბრუნდით. გასული კვირის წყალობით, S&P 500 ახლა დეკემბრის ბოლოს დაფიქსირებულ პიკს 23%-ზე მეტით ჩამორჩება. Dow Jones Industrial Average, იანვრის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, ახლა 20%-ით არის შემცირებული და ინდექსმა პარასკევს წლის ახალ დაბალ ნიშნულს მიაღწია. არც Nasdaq Composite არის უკეთეს მდგომარეობაში. თითქმის ყველა გრძნობს, რომ ფასების დაბალი დონე არ არის მკაფიო შესაძლებლობა ახლა, როდესაც გაყიდვამ გარკვეული იმპულსი მოიპოვა. ასეთ პირობებში აქციების ყიდვაზე ფიქრიც კი რთულია – თუ შესყიდვის დრო იდეალურია, მაშინ ეს ჭკვიანური ხრიკია, ხოლო თუ აქციებს არასწორ დროს შეიძენთ, შესაძლოა, ძალიან დაზარალდეთ.
საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ დროს უნდა იყიდოთ აქციები, თუნდაც იცოდეთ, რომ ბაზარს ფსკერისთვის ჯერ არ მიუღწევია.
ისტორიულად, კალენდარი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს
ბაზარი ეცემა, საპროცენტო განაკვეთები იზრდება და, როგორც ჩანს, ცოტა რამ აფერხებს მძლავრ ინფლაციას. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსალოდნელი მომავალი სავალალოდ გამოიყურება.
თუმცა, ინვესტირების სამყაროს ლეგენდა, უორენ ბაფეტი ამბობს: „იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და გამოიჩინე სიხარბე, როდესაც სხვებს ეშინიათ“.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ ნათლად დაინახოთ S&P 500-ის bear ბაზრების ისტორია.
არ გამოტოვოთ აღდგენის დასაწყისი
მოსალოდნელი აღდგენის შესახებ აქციები რაიმე გაფრთხილებას ან შეტყობინებას არ გვაძლევს. როგორც წესი, ისინი უბრალოდ და საკმაოდ მოულოდნელად ხდება.
საქმე იმაშია, რომ აღდგენის არც ერთი ნაწილი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, რადგან ახალი bull market-ის პირველი დღეები ხშირად ფეთქებადი ზრდით ხასიათდება. საბროკერო ფირმის – Edward Jones-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ bear market-დან bull market-ზე ხუთი უახლესი გადასვლიდან S&P 500 პირველი სამი თვის განმავლობაში საშუალოდ 25%-ით გაიზარდა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე თვალსაჩინოდ არის ასახული, თუ რამდენად შეიძლება დაგაზარალოთ ბაზრის საუკეთესო დღეების გამოტოვებამ.
ორიენტირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე
ნებისმიერი მცდელობა ბაზრის ყველა მაღალი და დაბალი დონის განსაზღვრისთვის დიდი ალბათობით წარუმატებელი იქნება. შესაძლოა, ეს თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინვესტირებისას გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება. ბაზრის მოკლევადიანი რყევების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ დოლარის გაშუალედების სტრატეგია გამოიყენოთ. ეს არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი.
უორენ ბაფეტი 100%-ით მართალია, როდესაც სხვა ინვესტორები პანიკის საფუძველზე პოზიციებს ყიდიან, თქვენ ხარისხიანი აქციების იაფად შეძენაზე უნდა ორიენტირდეთ.