• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

არის თუ არა ახლა ინვესტირება უსაფრთხო?

მაისი 19, 2022
in ინვესტიციის ანბანი
არის თუ არა ახლა ინვესტირება უსაფრთხო?
გაზიარება

S&P 500 წლის დასაწყისიდან თითქმის 16%-ით შემცირდა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოკეთებამდე, ბაზარი კიდევ უფრო დაეცემა და თქვენი ინვესტიციების ღირებულების ვარდნის ყურება, შეიძლება, რთული იყოს.

რამდენად უსაფრთხო დროა ახლა ინვესტირებისთვის? უნდა იფიქროთ თუ არა პაუზაზე ან თუნდაც თქვენი ფულის ბაზრიდან გატანაზე? აი, რა უნდა იცოდეთ.

არის თუ არა საფონდო ბირჟა ახლა უსაფრთხო?

ბაზრის ვარდნა შემაძრწუნებელია მაშინაც კი, თუ გამოცდილი ინვესტორი ხართ. კიდევ უფრო არასასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ვერავინ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ან რამდენად მძიმე იქნება ეს ვარდნა. ექსპერტებსაც კი არ შეუძლიათ იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებს ბაზარი და ეს გაურკვევლობა ძალიან რთული ასატანია.

თუმცა, საფონდო ბირჟა იმაზე უსაფრთხოა ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა და მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მოკლევადიანი მოქმედება ხშირად არაპროგნოზირებადია, გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გამოკეთება თითქმის გარანტირებულია.

ბაზრის ისტორია ათობით კორექციასა და კრახს მოიცავს. მხოლოდ ბოლო 20 წლის განმავლობაში მან გადალახა dot-com-ის ბუმი, დიდი რეცესია და 2020 წლის პანდემიასთან დაკავშირებული კრახი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ვარდნა იმ მომენტში საგანგაშო იყო, ბაზარმა გაუმჯობესება და დროთა განმავლობაში დადებითი საშუალო ანაზღაურების დაფიქსირება მოახერხა.

S&P 500 Performance Since 2000

რაც არ უნდა ცუდი იყოს ვარდნა, ძალიან სავარაუდოა, რომ ბაზარი საბოლოოდ მას გადალახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს, შეიძლება, რთული პროცესი იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულობა მოკლევადიან არასტაბილურობასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ფული?

იქიდან გამომდინარე, რომ ვარდნა დროებითია, თქვენ ინვესტიციების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი ფულის ბაზარზე შენარჩუნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ეს სტრატეგია არაინტუიციურად ჟღერდეს, გახსოვდეთ, რომ ტექნიკურად, პოზიციების გაყიდვამდე, ფულს არ კარგავთ. თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ბაზრის აღდგენისას თქვენი ინვესტიციები უნდა გაუმჯობესდეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს რთული პროცესი, შეიძლება, ზოგიერთმა კომპანიამ ვერ გადაიტანოს და აღდგენა ვერ მოახერხოს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია, თუ მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე არ იქნებით დამოკიდებული, თქვენი ინვესტიციები და რისკები სწორად გექნებათ გადანაწილებული, დიდი შანსია, რომ ბაზრის ვარდნის შემდეგ თქვენი პორტფელიც აღდგება.

ასევე, აუცილებელია საგანგებო ფონდი იქონიოთ. ვარდნის დროს აქციების გაყიდვამ, შეიძლება, ფულის დაკარგვა გამოიწვიოს. თუ მოულოდნელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდებით, საგანგებო ფონდი თქვენი პოზიციების გაყიდვის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ბაზრის მერყეობის გაძლება ადვილი არ არის, მაგრამ ეს ნორმალური და დროებითი მოვლენაა. გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებითა და სწორი სიფრთხილის ზომების მიღებით, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ინვესტიციები მაქსიმალურად დაცულია.

წინა

2 მეთოდი, რომელიც საზრიანად ინვესტირებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

როგორ შევინარჩუნოთ ინვესტიციები ბაზრის რთულ პირობებში?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შევინარჩუნოთ ინვესტიციები ბაზრის რთულ პირობებში?

როგორ შევინარჩუნოთ ინვესტიციები ბაზრის რთულ პირობებში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved