• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

თქვენი ინვესტიციები vs Bear Market – როგორ უნდა გაიმარჯვოთ ამ ბრძოლაში?

სექტემბერი 22, 2022
in ინვესტიციის ანბანი
თქვენი ინვესტიციები vs Bear Market – როგორ უნდა გაიმარჯვოთ ამ ბრძოლაში?
გაზიარება

როდესაც ბაზარი ისე მკვეთრად ეცემა, როგორც ეს 2022 წლის პირველ ნახევარში მოხდა, შესაძლოა, ინვესტირება ძალიან რთული ჩანდეს. როცა ხედავთ, როგორ მცირდება თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს თქვენი სამომავლო მიზნები თქვენს თვალწინ ქრება. მიუხედავად ამისა, არსებობს გონივრული სტრატეგია, რომელიც ამ ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარებათ.

მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა

Bear ბაზრები ხშირად იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას. მაშინაც კი, თუ სამსახურს შეინარჩუნებთ, შესაძლოა, მოულოდნელი ხარჯები გამოგიჩნდეთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, შექმნათ საგანგებო ფონდი, რომელიც გარკვეული ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში თქვენი ინვესტიციების გაყიდვას აგარიდებთ თავიდან.

საგანგებო ფონდის გარდა, ვალის კონტროლი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ვალის არსებობს შემთხვევაში ინვესტირება გსურთ, ამ ვალს სამი ძირითადი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს: დაბალი საპროცენტო განაკვეთი; მისი დაფარვა თქვენი ცხოვრების სტილს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს; ის თქვენს მომავალში საკვანძო როლს უნდა თამაშობდეს.

გაიაზრეთ, რას ნიშნავს აქცია რეალურად

აქციები სხვა არაფერია თუ არა კომპანიის წილობრივი საკუთრება. ეს აქცია ღირებულებას დროთა განმავლობაში კომპანიის წარმადობისა და პერსპექტივის მიხედვით იღებს.

როდესაც bear market-ის დროს კომპანიის აქციების ფასი ეცემა, საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ რატომ ხდება ეს. მიზეზი შეიძლება იყოს კომპანიის პერსპექტივის გაუარესება ან ბაზარზე არსებული პანიკა. თუ კომპანიის მომავალი კვლავ მყარად გამოიყურება, მაგრამ მისი აქციების ფასი დაბალია, შესაძლოა, ეს ინვესტირებისთვის შესანიშნავი შანსი იყოს.

Investor

გააცნობიერეთ, რომ ყოველთვის სწორი ნაბიჯის გადადგა შეუძლებელია

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სიმდიდრის დასაგროვებლად ინვესტირება შესანიშნავი გზაა, ვერცერთი ინვესტორი ვერ მოქმედებს ბაზარზე იდეალურად, უორენ ბაფეტიც კი. ამიტომ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ შესაძლოა შეცდომები დაუშვათ. გარდა ამისა, მაშინაც კი, თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეიძლება, კომპანიების პერსპექტივები მოულოდნელად გაუარესდეს.

შედეგად, მნიშვნელოვანია თქვენი ინვესტიციებისადმი დივერსიფიცირებული მიდგომა. დივერსიფიკაცია უარყოფითი შედეგებისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ თქვენს პორტფელზე კონკრეტული კომპანიის მდგომარეობის გაუარესების ეფექტს შეამცირებს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში, რომ bear market-ის დროს ინვესტიციებში დარჩენა შეძლოთ.

გრძელვადიანი პერსპექტივა

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ხედვა შეინარჩუნოთ, რადგან ბაზარს აღსადგენად დრო სჭირდება, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის საბაზრო ფასი მის ფუნდამენტურ ბიზნეს სიძლიერეს უნდა პასუხობდეს და არა ბაზრის სენტიმენტებს. ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებთან ერთად, bear market-ის დროს მოთმინების გამოჩენით და გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნებით შეძლებთ, რომ ეს რთული პერიოდი გადალახოთ.

წინა

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

Dell Technologies წინ მიიწევს, მაგრამ ბაზარს მაინც ჩამორჩება – რა უნდა იცოდეთ?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Dell Technologies წინ მიიწევს, მაგრამ ბაზარს მაინც ჩამორჩება – რა უნდა იცოდეთ?

Dell Technologies წინ მიიწევს, მაგრამ ბაზარს მაინც ჩამორჩება - რა უნდა იცოდეთ?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved