ტექნოლოგიების განვითარებამდე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკური სახით მიმდინარეობდა, რაც არც ისე კომფორტული პროცესი იყო. დღევანდელი რეალობა კი საშუალებას გვაძლევს, სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად გავხდეთ. ამასთან, დაინგრა მითი, რომ ინვესტირება მხოლოდ გარკვეულ პრივილეგირებულ წრეებთან დაკავშირებული საქმიანობაა — დღეს ეს ისეთი ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.
საბედნიეროდ, ეს რეალობა უკვე არც საქართველოსთვის არის უცხო. საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით საინვესტიციო ანგარიშის გახსნა, სასურველი აქციების შეძენა ძალიან მარტივად და სწრაფად, ღილაკზე თითის სულ რამდენიმე დაჭერით არის შესაძლებელი.
ინვესტირება ქონების დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა. საქართველოს ბანკი კი აქტიურად ცდილობს მომხმარებლებისთვის საფონდო ბირჟაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია, რომელიც ბანკმა 8 სექტემბერს დაიწყო.
სანამ სიახლის დეტალებზე გადავიდოდეთ, მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რა სახის საკომისიო გადასახადები აქვს საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას. საქმე გვაქვს ორი სახის საკომისიოსთან — ტრანზაქციის და ყოველთვიური მომსახურების.
ტრანზაქციის საკომისიო: ყიდვის/გაყიდვის საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის 0.3%-ს. მინ. $0.5; მაქს. $40
მაგ: Tesla-ს $200 ღირებულების აქციის შეძენის შემთხვევაში საკომისიო $0.6 იქნება ($200 x 0.3% = $0.6).
$5 ან ნაკლები ღირებულების აქციის (ე. წ. “Penny” აქცია) ყიდვა/გაყიდვის საკომისიო თითო აქციაზე $0.02-ს თითო შეადგენს (მინ. $0.5; მაქს. ტრანზაქციის 1.5%).
ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: ყოველთვიური მომსახურების საკომისიო არსებული პორტფელის 0.01%-ს შეადგენს (მინ. $0.5).
SOLO და WM სტატუსის მქონე პირებისთვის, სტატუსით სარგებლობის პერიოდში, ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო სრულად ფინანსდება ბანკის მიერ და არის უფასო.
ახლა კი, რაც შეეხება სიახლეს — აქციის ფარგლებში, 31 ოქტომბრამდე შესაძლებლობა გაქვთ, სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა.
აქციაში ჩართვის უფლება აქვთ როგორც საინვესტიციო მოდულის მომხმარებლებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ანგარიშს 8 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გახსნიან. ამ პერიოდში შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი აქცია ან ფონდი (ETF), ამ ტრანზაქციების სანაცვლოდ კი საკომისიოს გადახდა არ მოგიწევთ.
უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია არ ვრცელდება $5-ზე ნაკლები ღირებულების მქონე აქციებზე, ე.წ. Penny Stock-ზე. ასეთი აქციების შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული საკომისიო, რომელიც თითო აქციაზე $0.02-ს შეადგენს, ხოლო ტრანზაქციის მინიმალური საკომისიო $0.5-ს, მაქსიმალური კი – 1.5%-ს შეადგენს. თუმცა, საქართველოს ბანკის SOLO/WM მომხმარებლებისთვის ამ შემთხვევაშიც მოქმედებს 3 ტრანზაქციის უფასოდ განხორციელების პირობა.
სააქციო პერიოდში გალტ & თაგარტს აქვს უფლებამოსილება, მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად, კამპანიიდან გამოთიშოს კონკრეტული მომხმარებელი, რის შემდეგაც ის საინვესტიციო მოდულით სარგებლობას სტანდარტული პირობებით გააგრძელებს.
საქართველოს ბანკის მობილბანკის დახმარებით მთელი უოლ-სტრიტი თქვენს ხელშია – აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში ინვესტიცია ჩადოთ 6,000-მდე განსხვავებულ აქციასა და ფონდში. ახლა კი ეს შესაძლებლობა უფასოდაა ხელმისაწვდომი.