რას ისწავლით:
- თქვენი პორტფელისთვის საინვესტიციო გადაწყვეტილებები გეგმითა და პერსონალური მიზნით უნდა დაიწყოთ.
- იმის გაგება, თუ როგორ ხდება ინვესტიციების კლასიფიცირება რისკისა და შესაძლებლობების მიხედვით, დაგეხმარებათ, არჩევანთა რაოდენობა შეამციროთ.
- საჯარო ვაჭრობის კომპანიების (კომპანიები, რომლებიც საფონდო ბირჟაზეა ჩამოთვლილი) საფუძვლების შესწავლა პოტენციური ინვესტიციების შეფასებაში დაგეხმარებათ.
- საჯარო კომპანიების ფინანსური ანგარიშგება, ჩვეულებრივ, SEC EDGAR მონაცემთა ბაზაში ან კომპანიის საკუთარ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ინვესტიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან ჰგავს მანქანის ყიდვის პროცესს. თუმცა, რეალურად, მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგიძლიათ პირადი საჭიროებებისა და სტილის გაანალიზებით დაიწყოთ და ამის შემდეგ სხვადასხვა მოდელს გადახედოთ, მათი ფასისა და მახასიათებლების შესადარებლად. საინვესტიციო გადაწყვეტილებები ნამდვილად იმსახურებს მსგავს, მაგრამ კიდევ უფრო საფუძვლიან ანალიზს. ბევრისათვის ინვესტიციის შეფასება, შესაძლოა, ისეთი ბუნებრივი პროცესი არ ჩანდეს, როგორც მანქანის ყიდვაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას პირველად აკეთებთ. თუმცა საფუძვლების შესწავლით გაარკვევთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რისი არიდებაა საჭირო.
არ აქვს მნიშვნელობა ერთ აქციას ყიდულობთ თუ დივერსიფიცირებულ პორტფელს ქმნით… ჭკვიანური შენაძენი, სავარაუდოდ, დიდ გავლენას იქონიებს საბოლოო წარმადობაზე. საინტერესოა, როგორ უნდა განვასხვავოთ გონივრული ინვესტიცია უსარგებლო და არაფრის მომტანისგან? მართალია, არ არსებობს გარანტიები, მაგრამ არსებობს რამდენიმე გზა თქვენი ინვესტიციის შანსების გასაზრდელად. სტატიაში მოცემულია ოთხი ნაბიჯი, რომელიც პოტენციური კაპიტალის ინვესტიციების გაანალიზებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
- შეადგინეთ გეგმა
ისევე, როგორც მანქანის არჩევისას, რომელიც თქვენი ცხოვრების წესს შეესაბამება, ინვესტიციამ მხარი უნდა დაუჭიროს თქვენს მიზნებს. თქვენი გეგმები იმაზე მიუთითებს, თუ რამდენ ხანს გსურთ ინვესტიციის შენარჩუნება და რამხელა რისკისთვის ხართ მზად. გარკვეულმა საინვესტიციო მიზნებმა, შესაძლოა, ზოგიერთი მეტად არასტაბილური ინვესტიცია გამორიცხოს. მაგალითად, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში გჭირდებათ ფული (მაგალითად, კრედიტის დასაფარად ან სწავლის საფასურის გადასახდელად), არასტაბილურ აქტივებში ინვესტირება ამ ფულს ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენებს. მოსალოდნელია საფონდო ფასების სწრაფი ვარდნა, რაც ავტომატურად გააჭინაურებს თქვენს გეგმებს. თუმცა (მიუხედავად იმისა, რომ წარსული მაგალითი არ არის გარანტია), აქციები, გრძელვადიანი ზრდისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. ინვენტარის უფრო ხანგრძლივად შენახვა (10+ წელი) ჩვეულებრივ ამცირებს დანაკარგის რისკს. ეს კი, დიდი ალბათობით, სასარგებლო აღმოჩნდება გრძელვადიანი მიზნების მხარდასაჭერად – როგორიცაა სახლის ყიდვა, ბაშვისთვის განათლების მიცემა, მშობლებზე ზრუნვა ან პენსიაზე გასვლა… იმისათვის, რომ ამ სტრატეგიამ იმუშაოს, ბაზრის ვარდნას უნდა გაუძლოთ, რაც ყოველთვის ადვილი არ არის.
როდესაც გადაწყვეტთ, რა რისკის გასამკლავებლად ხართ მზად, შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ, თუ რამდენად დაბალანსებულია თქვენი ინვესტიცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი პორტფელის რამდენი პროცენტია გამოყოფილი თითოეული ტიპის ინვესტიციისთვის? ყველა ინვესტიცია შეიცავს რისკს, მაგრამ ეს რისკი ზოგადად პოტენციური შემოსავლის ზრდისას მატულობს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ინვესტორი თავის პორტფელში ადგილს ტოვებს ნაკლებად ანაზღაურებადი ინვესტიციისთვის, როგორიცაა ობლიგაციები, რათა მაღალი რისკის მქონე (აქციები) და პოტენციურად მეტად ანაზღაურებადი ინვესტიციების დაბალანსება შეძლოს.
- იცოდეთ ფულის გამომუშავების სხვადასხვა ტიპი და მოდელი
კომპანიაში, სხვადასხვა მანქანის მსგავსად, ყველა აქცია ერთმანეთისგან განსხავვებულია. ისინი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს მოცულობით, დანიშნულებით და, რა თქმა უნდა, ფასით. თქვენზეა დამოკიდებული უბრალო ფურგონი გსურთ თუ სპორტული მანქანა, ან რაიმე შუალედური. როდესაც აქციას ყიდულობთ უნდა გაითვალისწინოთ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია და სექტორი, რომელსაც იგი ეკუთვნის და ასევე ის, თუ სად შეიძლება ამ კონკრეტული აქციის თქვენს პორფელში მოთავსება.
ალბათ გაინტერესებდეთ, რა ხდის კონკრეტულ აქციას მიმზიდველს. იხდის თუ არა კომპანია დივიდენდებს? მზად არის თუ არა ის გასაზრდელად? ქვემოთ რამდენიმე ძირითადი ფილტრია მოცემული, რომელიც აქციების კლასიფიკაციასა და მათი პოტენციალის შეფასებაში დაგეხმარებათ:
ზომა: მანქანის ყიდვისას არჩევანს სედანსა და ჯიპს შორის აკეთებთ. ანალოგიურად, ბევრი ინვესტორი ფიქრობს კომპანიის ზომაზე.
კომპანიის სიდიდის ერთ-ერთი საერთო ინდიკატორი მისი საბაზრო კაპიტალიზაციაა. ეს არის კომპანიის ღირებულება, თუ აქციების საერთო რაოდენობას კომპანიის მიმდინარე აქციების ფასზე გაამრავლებთ. მაგალითად, თუ Eric’s Electronics-ს 30 აქცია ჰქონდა და საბაზრო ფასი $4 იყო, კომპანიის საბაზრო კაპიტალი $120-ს შეადგენს (30 აქცია x 4 $ თითო აქციაზე = $120 საბაზრო კაპიტალი).
მცირე კაპიტალის კომპანიები, ჩვეულებრივ, 250 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე ფასდება, ხოლო საშუალო კაპიტალის კომპანიები – 2-დან 10 მილიარდ დოლარამდე. რაც შეეხება მსხვილი კაპიტალის კომპანიებს, მათი ღირებულება 10 მილიარდ დოლარს ან მეტს შეადგენს. თუმცა ზოგჯერ საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მეტად ემყარება აღქმას, ვიდრე კომპანიის საფუძვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ინვესტორი აქციებს მათი შინაგანი ღირებულებიდან გამომდინარე აფასებს. ზოგიერთი კი მათ აშკარა პოპულარობის ან საბაზრო მდგომარეობის საფუძველზე ირჩევს. ამის გათვალისწინებით, ზრდის სხვადასხვა ეტაპზე კომპანიაში გარკვეული მსგავსებები არსებობს.
ხშირად მცირე კაპიტალი არ არის დაკონკრეტებული – ბევრი აჩვენებს პოტენციურ ან შესაძლო შენაძენებს, მაგრამ ისინი მუდმივი ზრდის პარალელურად არსებული გამოწვევების წინაშე იმყოფებიან. მაგალითად, გასათვალისწინებელია, რამდენად შესაძლებელია არსებული ბაზრის მიღმა გაფართოება. მცირე ზომის კომპანია, შესაძლოა, საშუალო ან მსხვილი კაპიტალის კომპანიად ჩამოყალიბდეს, თუმცა მოსალოდნელია წარუმატებლობაც. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ მცირე კაპიტალის კომპანია კვლავ იმ დონეზე დარჩეს. ამის საპირისპიროდ, მსხვილი კაპიტალის კომპანიები მეტად სტაბილურია, აქვს მენეჯერული გამოცდილება და ნაღდი ფული. ზოგადად, მსხვილი კაპიტალის კომპანიები უფრო მეტად იხდის დივიდენდებს. შეგიძლიათ, ბევრი დიდი კაპიტალის აქციები S&P 500-ში იპოვოთ, რომელიც შეერთებულ შტატებში უმსხვილესი საჯარო ვაჭრობის კომპანიების გაეთიანებას წარმოადგენს.
სექტორი: თუ ყველა ბიზნესს იმ ინდუსტრიების მიხედვით დაყოფთ, რომლებსაც ისინი ეკუთვნის, სექტორებს მიიღებთ. მაგალითად, ბანკები ფინანსური სექტორის ნაწილია; ინტერნეტ კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების ან საკომუნიკაციო სერვისების ნაწილად განიხილება; მედიკამენტების მწარმოებლები ჯანდაცვის სექტორში არიან და ა. შ. გლობალური ინდუსტრიული კლასიფიკაციის სტანდარტის მიხედვით, ბაზარზე 11 სექტორია.
პოტენციური კაპიტალის ინვესტიციების შეფასებისას, უმეტესწილად, სასარგებლოა მათი შედარება იმავე სექტორის სხვა მაგალითებთან. ბევრ სხვადასხვა სექტორში ინვესტირება თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ.
სტილი: გსურთ ახალი, ცეცსლოვანი მანქანა შეიძინოთ? ან ვიზუალურად უბრალო მოდელი ამჯობინოთ? სტილი კომპანიას იმდენად არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ როგორ ანაწილებს ინვესტორი თავის ინვესტიციებს. “ზრდის ინვესტორებს” შეუძლიათ, ისეთი კომპანიები მოძებნონ, რომლებიც სწრაფად ფართოვდება. ამავდროულად, “მაღალი ღირებულების ინვესტორები”, ხშრად ისეთ კომპანიებს ეძებენ, რომლებიც, მათი აზრით, არ არის სათანადოდ დაფასებული. ცხადია, ორივე საინვესტიციო სტილს საკუთარი უპირატესობები და რისკები გააჩნია, რის გამოც ბევრი ინვესტორი ფლობს როგორც მაღალი ღირებულების, ისე მზარდ აქციებს.
დივიდენდები (თუ არა): როგორც აქციონერი, თქვენი ინვესტიცია შეიძლება ორი გზით ანაზღაურდეს: 1) კომპანიის აქციების ფასი – შეგიძლიათ, ინვესტიცია იმაზე მეტ ფასად გაყიდოთ, ვიდრე ის შეიძინეთ, ან 2) მიიღებთ დივიდენდებს, მოგების ნაწილს, რომლის გადახდაც კომპანიას შეუძლია. თავის მხრივ, ყველა კომპანია არ იხდის დივიდენდებს, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს, პერიოდულად, ხშირად კვარტალურად (ანუ დაახლოებით სამ თვეში ერთხელ) ამჯობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არის გარანტირებული და შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაუქმდეს ან შემცირდეს, დივიდენდები ხშირად ინვესტორების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ტერმინი „დივიდენდის სარგებელი“ გულისხმობს გასული ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიის მიერ დივიდენდებში გადახდილი თანხის აქციების ფასზე გაყოფას. ეს მეტრიკა ინვესტორებს დაეხმარება, კომპანიის ზრდის ტემპი გააცნობიერონ. ხშირად განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებში საერთოდ არ უხდიან ინვესტორებს დივიდენდებს – ისინი ამჯონინებენ, თავიანთი ბიზნესის განვითარება და ახალი პროდუქტების შემუშავება განაგრძონ.
შედარებისთვის, მეტად “მომწიფებული” კომპანიები უფრო ხშირად სთავაზობენ ინვესტორებს დივიდენდებს. ასევე, მაღალი დივიდენდები მოდის კომპანიებისგან, რომლებიც ძირითად პროდუქტებს ან მომსახურებას აწარმოებენ.
როგორც ინვესტორი, შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ მიღებული დივიდენდებით. ზოგიერთი ინვესტორი ამჯობინებს, თავისი დივიდენდები ამ კომპანიის დამატებითი აქციების ან ფრაქციული აქციების შესაძენად გამოიყენოს. ეს ცნობილია როგორც დივიდენდის რეინვესტირების გეგმა (DRIP). ამ გეგმებს ხშირად საბროკერო ფირმები და ზოგჯერ პირდაპირ კომპანიები სთავაზობენ აქციონერებს.
ინდივიდუალური შენაძენი ან ფონდი: თუ აქციებს შორის არჩევანის გაკეთება გიჭირთ, არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთი შეიძინოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, საბირჟო ვაჭრობის ფონდის (ETF) ან ურთიერთდახმარების ფონდის მეშვეობით, აქციების კოლექცია შეიძინოთ. შედეგად, ერთდროულად ბევრი აქციის ფლობის საშუალება გექნებათ.
თავის მხრივ, ეს დაგეხმარებათ, მხოლოდ ერთი აქციის შეძენის რისკი შეამციროთ და ამავდროულად, ეს გარკვეულ დივერსიფიკაციას მოგცემთ. ETF-ებითა და ურთიერთდახმარების ფონდებით, სახსრების მოძიების პოტენციალიც არსებობს, რომლებიც კონკრეტული სექტორების ან რისკის დონეებისკენაა მიმართული.
მიუხედავად იმისა, ინვესტიციას ინდივიდუალურ აქციებში თუ წინასწარ შეთანხმებულ ფონდებში დებთ, ინსტრუმენტი, სახელწოდებით აქციების სკრინინგი, დაგეხმარებათ, თქვენი საინვესტიციო ვარიანტები ზომის, სექტორის, ფასის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დაალაგოთ. ამის პარალელურად, ზოგიერთი ინვესტორი იმ კომპანიებით იწყებს, რომელთა შესახებაც საკმაო ინფორმაციას ფლობს.
- შეამოწმეთ საფარის ქვეშ
აქციების ყიდვა ნიშნავს, რომ ამ კომპანიის ნაწილობრივი მფლობელი ხდებით. როგორც მყიდველი, ეძებთ პროდუქტს, რომელიც კარგად არის მართული და ამასთანავე, მომგებიანია. ბუნებრივია, გსურთ, მასში ადეკვატური თანხა გადაიხადოთ. ამ ინფორმაციის მოსაძიებლად საჭიროა, კომპანიის ფინანსური ანგარიშგება იხილოთ. კომპანიების წარმომადგენლები თავიანთ ფინანსურ ინფორმაციას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) და საზოგადოებას აწვდიან. ეს ინფორმაცია, რომელიც, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ EC-ის EDGAR-ის ან კომპანიის ინვესტორებთან ურთიერთობის გვერდებზე იპოვნოთ, მოიცავს 10000 წლიურ ანგარიშს, კვარტალური მოგებისა და სხვა განცხადებებს, რომლებიც მარეგულირებელ ორგანოებშია შეტანილი. ასევე, ისინი ხშირად არის წარმოდგენილი საფონდო პროფილების საბროკერო პლატფორმებზე, როგორიცაა Robinhood. ქვემოთ მათი შინაარსის ინტერპრეტაციის რამდენიმე გზაა მოცემული:
იზრდება თუ არა კომპანია? შეამოწმეთ მისი შემოსავალი.
შემოსავალი არის მთლიანი თანხა, რომელსაც კომპანია საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან იღებს. თუ ის წლიდან წლამდე მატულობს, ეს ზრდის ნიშანია. კიდევ უკეთესი მაჩვენებელი შეიძლება იყოს წმინდა შემოსავლის ზრდა, რაც კომპანიის ხარჯებს გარეთ არსებულ მთლიან შემოსავალს წარმოადგენს.
რამდენს შოულობს კომპანია? გაზომეთ მოგება თითო აქციაზე.
მოგება თითო აქციაზე (EPS) არის კომპანიის მოგება გაყოფილი ბაზარზე არსებული აქციების საერთო რაოდენობაზე. მაღალი EPS, შესაძლოა, იმის ნიშანი იყოს, რომ აქცია მომგებიანია და ინვესტორებისთვის პოტენციურ შემოსავალს წარმოადგენს. თუმცა, ფრთხილად იყავით, EPS შეიძლება ნაკლებად მწვავე მიზეზების გამო შემცირდეს, როგორიცაა აქციების საპირისპირო გაყოფა.
არის თუ არა აქციები “სამართლიანად შეფასებული”? შეისწავლეთ მისი P/E და P/S თანაფარდობები.
თუ ორ აქციას ადარებთ, ფასი-მოგების თანაფარდობა (P/E) გეტყვით, თუ რას იხდიან ინვესტორები აქციაში კომპანიის მოგებასთან მიმართებით. ამავდროულად, ფასი-გაყიდვის თანაფარდობა (P/S) კომპანიის აქციების ფასს მის მოგებასთან ადარებს.
P/E კოეფიციენტი არის აქციის მიმდინარე ფასი გაყოფილი ერთი აქციის მოგებაზე. მაგალითად, P/E თანაფარდობა 20-დან 25-მდე ნიშნავს, რომ ინვესტორები ყოველი დოლარის მოგებაზე $20-დან $25-მდე გადაიხდიან. მაღალი P/E კოეფიციენტი, როგორც წესი, ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები უფრო მაღალ შემოსავალს ელიან, მაგრამ ეს, ასევე, შეიძლება გადაჭარბებული წილის ნიშანი იყოს. დაბალი P/E კოეფიციენტი, რიგ შემთხვევებში მიუთითებს, რომ აქციები დაბალ ფასადაა შეფასებული ან შეიძლება, შეზღუდული პერსპექტივის მქონე კომპანიის ზუსტი ასახვა იყოს.
ზოგიერთი ინვესტორი P/E-ს კომპანიის მომავალი წლის მოსალოდნელი ზრდის ტემპზე ყოფს. ეს უზრუნველყოფს ფასი-მოგება-ზრდის თანაფარდობას (PEG) და დაგეხმარებათ განსაზღვროთ, აქცია პოტენციურად ზედმეტად არის შეფასებული თუ პირიქით.
ამავდროულად, ფასი-გაყიდვის თანაფარდობა (P/S), რომელიც ასევე ცნობილია როგორც “გაყიდვების მულტიპლიკატორი” ან “შემოსავლის მულტიპლიკატორი”, შეიძლება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მის შემოსავლებზე ან მოცემულ პერიოდში ან წელიწადში მთლიან გაყიდვებზე გაყოფით მოიძებნოს. ასევე, შეგიძლიათ, P/S თანაფარდობა კომპანიის აქციების ფასის კომპანიის გაყიდვებზე გაყოფით გამოთვალოთ. P/S კოეფიციენტების შედარება იმავე ინდუსტრიის სხვა კომპანიის მონაცემებთან, დაგეხმარებათ, გაიგოთ, რომელი შეიძლება იყოს ნაკლებ ან გადაჭარბებულად შეფასებული.
მაგალითად, დავუშვათ, რომ სამ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას ადარებთ. პირველის P/S თანაფარდობა არის 6, ხოლო დანრჩენი ორის 4 და 2.
ამ მაგალითში ყველაზე დაბალი P/S თანაფარდობის მქონე კომპანია შეიძლება იყოს დაუფასებელი, რადგან მისი გაყიდვები, მისი აქციების ფასთან შედარებით, მაღალია. (შეიძლება ასევე შეგხვდეთ P/S თანაფარდობა, რომელიც ეფუძნება მიმდინარე წლის გაყიდვების პროგნოზს, რომელიც ცნობილია როგორც „წინასწარი თანაფარდობა“.)
რა შეიძლება ითქვას “წითელ დროშებზე”? დააკვირდით ვალი-კაპიტალის თანაფარდობას.
ზოგიერთი დავალიანება კარგია, მაგრამ თუ კომპანია გადატვირთულია ვალით, ეს ზოგჯერ გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს. ვალის კაპიტალთან (D/E) თანაფარდობა დაგეხმარებათ, აქციები შეადაროთ ერთმანეთს. იგი კომპანიის მთლიანი ვალდებულების ან დავალიანების აქციონერის ღირებულებაზე გაყოფით იზომება. ერთი ან ნაკლები D/E კოეფიციენტი მოასწავებს, რომ კომპანიას ვალის დაფარვა მაშინაც შეუძლია, თუ ცუდი წელი აქვს. მაღალი D/E კოეფიციენტი, დიდი ალბათობით, იმის ნიშნანია, რომ კომპანია კონტროლის გარეშეა. ყველა ეს კოეფიციენტი და მეტრიკა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ გახსოვდეთ, ერთი მეტრიკის გამოყენება ხშირად ცუდ ანალიზს ან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს განაპირობებს. ასევე, იყავით ფრთხილად, რადგან კომპანიებმა, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში კარგად იმოქმედონ გარკვეული მეტრიკის მიხედვით, მაგრამ ყოველთვის ვერ შეინარჩუნონ ეს მეტრიკა – შეზღუდული დროის ფარგლებში, ინვესტიციები შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის.
რამდენად არასტაბილურია აქციები?
აქციის არჩევამდე სასარგებლოა იმის გაგება, თუ რამდენად არასტაბილურია ისინი. მეტრიკა, რომელსაც ბეტა ეწოდება, აქციების არასტაბილურობის რიცხვითი შეფასებაა. ბეტა აქციების რყევებს ბაზრის უფრო ფართო ცვლილებებს ადარებს – ეს კი აჩვენებს, რამდენად მგრძნობიარეა აქცია ბაზრის ცვლილებების მიმართ. რაც უფრო არასტაბილურია აქცია ან სხვა ინვესტიცია, მით უფრო მაღალი იქნება მისი ბეტა – შესაბამისად, რაც უფრო დაბალია არასტაბილურობა, მით უფრო დაბალი იქნება ბეტა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ბეტას მქონე ინვესტიციები ზოგადად ნაკლებად სარისკოდ ითვლება, იგი, შესაძლოა, ნაკლებ მომგებიანობაზეც მიუთითებდეს.
ეს კარგი გარიგებაა? კაპიტალის დაბრუნება დაგეხმარებათ
ყველამ უნდა იცოდეს დებს თუ არა სწორ გარიგებას. Return on Equity (ROE), საზომი იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რამდენად კარგად გარდაქმნის კომპანია კაპიტალს მოგებაში. ინვესტორისთვის ეს არის ერთგვარი გზა, გაზომოს მოგება, რომელსაც ის თავისი ინვესტიციის სანაცვლოდ მიიღებს. კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი არის წმინდა შემოსავალი გაყოფილი კაპიტალზე. ის აჩვენებს წმინდა მოგებას, რომელსაც კომპანია აქციონერების მიერ კომპანიაში ინვესტირებულ დოლარზე იღებს. კომპანიის კაპიტალზე ანაზღაურების შეფასებისას, მნიშვნელოვანია მისი ანალოგიურ კომპანიასთან შედარება. ასევე, სასარგებლოა კომპანიის უახლესი შემოსავლის კაპიტალის წინა წლის მონაცემებთან შედარება, რათა ნახოთ, უმჯობესდება თუ უარესდება მომგებიანობა.
მაგალითად, დავუშვათ, რომ ბანკს, სახელად Earnest Pig, გასულ წელს კაპიტალზე 10% ანაზღაურება ჰქონდა და მისი აქციონერების საკუთრებაში არსებული ყოველი დოლარის სანაცვლოდ 10 ცენტის გამომუშავება შეძლო. იმის გასაგებად, ეს კარგია თუ ცუდი, შეგიძლიათ, სხვა ბანკების მაგალითი ან წინა წლების მონაცემები განიხილოთ.
როგორ ჰგავს ეს კონკურენციას? შეისწავლეთ ანალიტიკოსების კვლევა.
ანალიტიკოსთა ანგარიშები დაგეხმარებათ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის შესაძენად, როგორიცაა კომპანიის კონკურენტულად ძლიერი და სუსტი მხარეების, ახალი პროდუქტებისა და მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ტენდენციების შეფასება. ასევე, ანალიტიკოსები რეგულარულად განიხილავენ მმართველობის საკითხებს, მათ შორის, სტაბილურობას, გამოცდილებასა და ბიზნესის მართვის ღირებულებას.
თუ თქვენ ინვესტირებას ახორციელებთ ETF-ში ან საერთო ფონდში, შეგიძლიათ, კვლევა აწარმოოთ უმსხვილესი ფონდის ინვესტიციების შესწავლით, რომლებიც ცნობილია როგორც ჰოლდინგები. თქვენ ასევე შეგიძლიათ, ფონდი მსგავსი აქტივების მქონე აქციების ინდექსს შეადაროთ, რომელიც ცნობილია როგორც საორიენტაციო ნიშანი. მაგალითად, S&P 500 არის საორიენტაციო მაჩვენებელი დიდი კაპიტალის აქციებისთვის.
თუ ინვესტიციას ჩადებთ აქტიურად მართულ ურთიერთდახმარების ფონდში, ფონდის მენეჯერის გრძელვადიანი შედეგები და გამოცდილება დაგეხმარებათ ფონდის წარმატება დროთა განმავლობაში შეაფასოთ. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფონდში ინვესტირებასთან დაკავშირებულ საფასურებს. ხარჯების კოეფიციენტი არის ფონდში ინვესტირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაზომვის ერთ-ერთი გზა. ეს ხარჯები მოიცავს, მაგალითად, გადახდებს ფონდის მენეჯერისთვის, ტრანზაქციის საკომისიოებს, გადასახადებს და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს. იგი გამოიქვითება თქვენი სახსრებიდან, როგორც თქვენი მთლიანი ინვესტიციის პროცენტი.
- გაიარეთ ტესტირება
აქციების შეფასების ერთ-ერთი შესანიშნავი გზა, ინვესტორად ჩამოყალიბებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი დაკვირვებაა.
წარსული მოგების მონაცემების გაცნობა აქციების ქცევის გარკვეული კონტექსტის აღქმაში დაგეხმარებათ. თუმცა ზოგჯერ ყველაფრის უკეთ გასაგებად, უშუალოდ აქციონერის პოზიციის დაკავებაა საჭირო. მაშინაც კი, თუ ყველა ამ მოსაზრებას გაითვალისწინებთ, შესაძლოა, მაინც დაზარალდეთ. ასე რომ, გახსოვდეთ, დივერსიფიკაცია, აქტივების განაწილება და კვლევა ყოველთვის ვერ დაგიცავთ ფულადი დანაკარგისგან.