• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

საინტერესო ფაქტები ჯიმ ქენოსის შესახებ

ივნისი 19, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები ჯიმ ქენოსის შესახებ
გაზიარება

ჯიმ ქენოსმა, ცნობილმა ინვესტორმა და ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, ფინანსურ სამყაროში ფარული ჭეშმარიტებების გამოვლენით შესანიშნავი კარიერა შეიქმნა. მოკლე გაყიდვებში (short selling — საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს მომავალში მათი უფრო დაბალ ფასად შეძენის იმედით) თავისი გამოცდილებით, კორპორატიული თაღლითობისა და ფინანსური სკანდალების იდენტიფიცირების საოცარი უნარით, ჯიმმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება შეძლო. დღეს კი მის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

ადრეული კარიერა და Kynikos Associates-ის დაბადება

ჯიმ ქენოსმა თავისი საინვესტიციო კარიერა საბროკერო ფირმაში ანალიტიკოსად მუშაობიდან დაიწყო, დახვეწა თავისი უნარები და ფინანსურ სამყაროში ღირებული ცოდნა დააგროვა. 1985 წელს მან გადადგა გაბედული ნაბიჯი და დააარსა საკუთარი საინვესტიციო პარტნიორობა — Kynikos Associates. “Kynikos” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ცინიკურს, დამცინავს ნიშნავს. ჯიმი თვლის, რომ ნამდვილი საინვესტიციო წარმატება მდგომარეობს გაბატონებული ნარატივების ეჭვქვეშ ქვეშ დაყენებაში და შესაძლებლობების ძიებაში იქ, სადაც სხვები რისკებს ხედავენ.

მოკლე გაყიდვების ოსტატი

ჯიმ ქენოსი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მოკლე გაყიდვების მიმდევარი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი. მან დიდი აღიარება მოიპოვა Enron-ის სკანდალის ზუსტი პროგნოზის წყალობით. მოკლე პოზიციის დაკავებით, კორპორატიული თაღლითობის გამოვლენის შემდეგ ჯიმმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ამ გახმაურებულმა წარმატებამ მისი, როგორც გამჭრიახი ინვესტორის რეპუტაცია კიდევ უფრო განამტკიცა.

ჩინეთისადმი სკეპტიციზმი და გაფრთხილებები

ჯიმის საინვესტიციო მიდგომის კიდევ ერთი თვალსაჩინო ასპექტია მისი სკეპტიციზმი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მიმართ. ინვესტორმა გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის ეკონომიკური მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებით და ხალხი გააფრთხილა იმ  პოტენციური რისკების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ვალებით გამყარებულ ექსპანსიასთან არის დაკავშირებული. ჩინეთის მიმართ მისმა პოზიციამ საინვესტიციო საზოგადოებაში ყურადღება მიიპყრო, გავლენა იქონია ბაზრის განწყობაზე და ქვეყნის ეკონომიკური მომავლის შესახებ დისკუსიებზე.

განმანათლებელი და ქველმოქმედი

ჯიმ ქენოსს თავისი ცოდნის საზოგადოებისთვის გაზიარების გამოცდილებაც გააჩნია. ის ასწავლიდა კურსებს მოკლე გაყიდვებისა და სასამართლო ფინანსური ანალიზის შესახებ ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა იელის უნივერსიტეტი. თავისი სიბრძნისა და გამოცდილების გაზიარებით, ინვესტორი ხელს უწყობს ამ სფეროს მომავალი პროფესიონალების აღზრდას.

საინვესტიციო კარიერის გარდა, ქენოსი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. მან მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები გაიღო ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის სამედიცინო კვლევები, განათლება, ხელოვნება და ა. შ. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ფინანსურ განათლებას და ეკონომიკურ გაძლიერებას.

გავლენა და აღიარება

როგორც გამოჩენილი ინვესტორი, ჯიმ ქენოსი ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. მის მოსაზრებებს და საინვესტიციო პოზიციებს დიდი ყურადღება ექცევა, რაც ხშირად ბაზარზე რეაქციას იწვევს. ჯიმმა მოიპოვა აღიარება საინვესტიციო სამყაროში შეტანილი წვლილისთვის და Time-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშიც მოხვდა.

წინა

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Nasdaq-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Rivian Automotive-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Rivian Automotive-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Rivian Automotive-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved