• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

საინტერესო ფაქტები Shark Tank-ის თანაწამყვანის — ბარბარა კორკორანის შესახებ

მარტი 27, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები Shark Tank-ის თანაწამყვანის — ბარბარა კორკორანის შესახებ
გაზიარება

Shark Tank-ის თანაწამყვანი — ბარბარა კორკორანი ცნობილია 2001 წელს თავისი ბიზნესის — The Corcoran Group-ის $66 მილიონად გაყიდვით. შესაძლოა, ტელევიზიიდან მას ბევრი ადამიანი იცნობდეს, მაგრამ დღეს ლეგენდარული ანტერპრენერის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს შემოგთავაზებთ.

  • ბარბარამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, ბიზნეს სამყაროში მოღვაწეობა მცირე თანხით დაიწყო. მან 1973 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების კომპანია — Corcoran Group მხოლოდ $1,000-ით დააარსა და ნელ-ნელა ის $6 მილიარდიან ბიზნესად აქცია.
  • მას ყოველთვის ანტერპრენერობა არ სურდა. ბარბარამ 1971 წელს წმინდა თომას აქვინელის კოლეჯი დაამთავრა განათლების სფეროში ხარისხით. ერთწლიანი სწავლების შემდეგ იგი ნიუ-იორკში, ახალი შესაძლებლობების საძიებლად, გადავიდა .
  • ბარბარამ თავიდანვე გააცნობიერა მომხმარებლისთვის კონკურენტებზე მეტი ღირებულების შეთავაზების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, 1970-იანი წლებიდან, მან დაიწყო საინფორმაციო გაზეთის — Corcoran Report-ის გამოქვეყნება, რომელიც მკითხველებს აცნობდა ინფორმაციას უძრავი ქონების ტენდენციების შესახებ.
  • ბარბარა წარმატებული მწერალია, მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია Redbook-ში, The Daily Review-სა და More Magazine-ში. გარდა ამისა, ის არის New York Daily News-ის რეგულარული კონტრიბუტორი. ბარბარას წიგნების ავტორიცაა, მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი — Shark Tales: How I Turned $1000 into a Billion Dollar Business.
  • ბარბარაზე დიდი გავლენა იქონია მამამ, რომელმაც ურჩია, საკუთარი თავისთვის ემუშავა, რადგან თავად მთელი ცხოვრება სხვისთვის მუშაობდა და ამით სიამოვნება ერთი წუთითაც არ მიუღია.
  • იგი ერთ-ერთ ყველაზე მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს დედას, რომელსაც ბიზნეს სამყაროსთან არასოდეს ჰქონია შეხება, მაგრამ ოროთახიან სახლში 10 შვილის გაზრდა მოახერხა.
  • ბარბარა შესანიშნავად იაზრებს კარგი განათლების მნიშვნელობას, მაგრამ ხშირად განიხილავს იმ ფაქტს, რომ ფორმალური განათლების სისტემა ბუნებრივ ტალანტს კლავს.
  • 23 წლის ასაკში მას უკვე 20-ზე მეტი სამუშაო ჰქონდა გამოცვლილი.
  • როდესაც საქმე Shark Tank-ში მონაწილე კომპანიებში ინვესტირებას ეხება, ბარბარა „დისკრიმინაციას“ არ მიმართავს. მისი ინვესტიციები მოიცავს ფირმებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, მათ შორისაა Cousins ​​Maine Lobster, Daisy Cakes, Grace & Lace და Hold Your Haunches.
  • ბარბარა ყველა საუკეთესო გარიგებას მხოლოდ თავისთვის არ ინახავს. იგი სხვებსაც აძლევს შესაძლებლობას, ჩადონ ინვესტიციები სხვადასხვა კომპანიებში მისი ფირმის — Barbara Corcoran Venture Partners-ის მეშვეობით.
  • გაყიდვის დროისთვის, ბარბარას ფირმის — Corcoran Group-ის წლიური შემოსავალი დაახლოებით $100 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, კომპანიაში დასაქმებული იყო 850 აგენტი.
  • ბარბარას 80-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია ჩადებული.
  • მისი ქონება ამჟამად დაახლოებით $100 მილიონს შეადგენს.
  • ბარბარა ბევრ ადამიანს დაეხმარა თავიანთი ფინანსური მიზნების მიღწევაში. მან ერთხელ თქვა, რომ 150 ბიზნეს პარტნიორი ჰყავს და თითოეულს გააჩნია წარმატებული ბიზნესი, რომელიც არაფრით დაიწყო. მილიარდერებად ქცევაში მათ სწორედ ბარბარა დაეხმარა.
წინა

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში KB Home-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved