თქვენ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ინვესტიციას თან ახლავს რისკები. მაგრამ ასევე უნდა ითქვას ის, რომ როდესაც საქმე ინდივიდუალური აქციების შეძენას ეხება, საკმაოდ დიდი რისკები არსებობს.
თუ თქვენ კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირებას გადაწყვეტთ და ამ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება, მისი აქციების ფასი შემცირდება და თქვენ – როგორც აქციონერმა, შეიძლება, ბევრი ფული დაკარგოთ. ეს მაშინაც ხდება, როდესაც ინვესტორი, საინვესტიციო პორტფელში კონკრეტული აქციის დამატებამდე უამრავ კვლევას ატარებს.
თუ აქციების სათითაოდ შერჩევის იდეა არ მოგწონთ, კერძოდ იმიტომ, რომ რისკისადმი მიდრეკილი ხართ, თქვენთვის შეიძლება არსებობდეს უკეთესი გზა გრძელვადიანი პორტფელის შესაქმნელად. სინამდვილეში, ერთი სტრატეგია შესაძლებელს ხდის დროთა განმავლობაში სიმდიდრე დააგროვოთ და ამასთან თავიდან აირიდოთ სტრესი.
დაეყრდენით ფართო ბაზარს
არასოდეს იცით, როდის შეიძლება კონკრეტული კომპანია უარესობისკენ წავიდეს, ამიტომ უკეთესი ნაბიჯი იქნება თქვენი ფულის ფართო საფონდო ბირჟაზე ინვესტირება. საინდექსო ფონდებში ინვესტიციის ჩადება ამის კარგი გზაა.
საინდექსო ფონდები პასიურად იმართება და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამის წყალობით მათ დაბალი საინვესტიციო საფასური აქვთ.
ასევე, საინდექსო ფონდების სტრატეგია არის ისეთი კარგი წარმადობის ჩვენება, როგორიც მათთან დაკავშირებულ საფონდო ინდექსებს ახასიათებს. თუ თქვენ, მაგალითად, S&P 500-ის საინდექსო ფონდის აქციებს ყიდულობთ, ამ ფონდის მიზანი თავად S&P 500-ის წარმადობასთან შესაბამისობა იქნება. თუ S&P 500-ს მყარი წელი აქვს, თქვენი საინდექსო ფონდის აქციებიც, სავარაუდოდ, ღირებულებას მოიპოვებს. თუ S&P 500 არასახარბიელოდ ხურავს წელს, შეგიძლიათ თქვენს პორტფელშიც ანალოგიურ შედეგს ელოდოთ.
საინდექსო ფონდებში ინვესტირების სარგებელი არის საინვესტიციო პროცესიდან თითოეული აქციის ანალიზის გამორიცხვა. იმის ნაცვლად, რომ ინდივიდუალურად შეარჩიოთ აქციები და შემდეგ გამუდმებით იფიქროთ იმაზე, მიაღწევს თუ არა კონკრეტული კომპანია წარმატებას, შეგიძლიათ ეფექტურად ჩადოთ ინვესტიცია მთელ საფონდო ბირჟაზე და დაელოდოთ, თუ სად მიგიყვანთ ეს (იდეალურ შემთხვევაში, ძალიან მდიდარ ადგილას).
ასევე, ფართო ბაზრის საინდექსო ფონდები საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ მრავალფეროვანი პორტფელი ისე, რომ ბაზრის სხვადასხვა სექტორში თქვენი ექსპოზიციის შესახებ არ იდარდოთ. ისევ და ისევ, მიზეზი ის არის, რომ თქვენ უბრალოდ დებთ ფულს მთელ საფონდო ბირჟაში.
როდესაც სიმშვიდე გსურთ
ზოგიერთ ადამიანს უყვარს საკუთარი საინვესტიციო პორტფელის კონტროლი და ისეთი აქციების შერჩევა, რომლებიც, მისი აზრით, წარმატებას მიაღწევს. თუმცა თქვენ, შეიძლება, თავი განსხვავებულად იგრძნოთ. აქციების არჩევის იდეამ, შესაძლოა, თავი დაძაბულად და გადატვირთულად გაგრძნობინოთ იქამდე, სანამ ინვესტირებაზე საერთოდ ხელს ჩაიქნევთ.
ეს არ არის კარგი. ასე რომ, თუ აქციების ინდივიდუალურად შერჩევა არ არის თქვენთვის შესაფერისი, განიხილეთ ფართო ბაზარზე ინვესტირება.
არ არსებობს გარანტია, რომ საინდექსო ფონდში ინვესტირებით, თქვენ ფულს არ დაკარგავთ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ვერ შეძლებთ თქვენს ყველაფერი ცუდ არჩევანს გადააბრალოთ.
ისტორიული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ფართო ბაზარმა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი მოგება მოუტანა. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ საინდექსო ფონდებში ინვესტირება და ამ პოზიციების დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება, დიდი შანსია, რომ თქვენც ანალოგიურად დაჯილდოვდეთ.