• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მცირე თანხით?

ივლისი 17, 2023
in ინვესტიციის ანბანი
როგორ დავიწყოთ ინვესტირება მცირე თანხით?
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება დიდი ხანია, სიმდიდრის დაგროვების ძლიერ ინსტრუმენტად არის აღიარებული. თუმცა, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ინვესტირების დასაწყებად დიდი თანხაა საჭირო. საბედნიეროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სწორი მიდგომით და ფრთხილი დაგეგმვით შეგიძლიათ, საფონდო ბირჟაზე ინვესტირება მცირე ფულადი რესურსებითაც დაიწყოთ. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც მცირე თანხით ინვესტირების დაწყებაში დაგეხმარებათ.

დაისახეთ მკაფიო ფინანსური მიზნები

საფონდო ბირჟაზე შებიჯებამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა მკაფიო ფინანსური მიზნების ჩამოყალიბებას ენიჭება. განსაზღვრეთ თქვენი საინვესტიციო მიზნები და რისკისადმი ტოლერანტობის დონე. ჩამოაყალიბეთ, რისი მიღწევა გსურთ ინვესტირების საშუალებით. მიზნების გააზრება თქვენი საინვესტიციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

შექმენით სარეზერვო ფონდი

იმის გასაგებად, თუ რა მოცულობის სარეზერვო ფონდი უნდა შეადგინოთ, პირველ რიგში თქვენი ყოველთვიური ხარჯები გამოთვალეთ. ამის შემდეგ, თქვენი მიზანი უნდა იყოს 3-დან 6-თვემდე ხარჯების დასაფარად საკმარისი დანაზოგის შექმნა.

თუ მარტო ცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარ საარსებო წყაროზე ხართ პასუხისმგებელი, შესაძლოა, 3 თვეზე ორიენტირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა, თუ ოჯახი გყავთ, მინიმუმ 6 თვის ხარჯებისთვის სამყოფი სარეზერვო ფონდი უნდა შექმნათ.

არასოდეს იცით, როდის შეიცვლება თქვენი ცხოვრება. შესაძლოა, მანქანა გაგიფუჭდეთ, სახლს შეკეთება დასჭირდეს ან მოულოდნელად სამსახური დაკარგოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად ყოფნა შეგეძლოთ, რაც ფინანსურ უსაფრთხოებას მოაქვს. თქვენთვის არახელსაყრელია ისეთ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც ხარჯების დასაფარად აქციების გაყიდვა მოგიწევთ, რადგან, შესაძლოა, თქვენი პოზიციების ზარალით გაყიდვა მოგიწიოთ.

ორიენტირდით განათლებაზე

დაუთმეთ დრო ფინანსურ განათლებას. იკითხეთ წიგნები პერსონალური ფინანსებზე, ინვესტირებაზე; თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ. რაც უფრო მეტი ცოდნა გექნებათ, მით უფრო მომგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას და მუდმივად ცვალებად ფინანსურ ლანდშაფტთან ადაპტირებას შეძლებთ.

დაიწყეთ ბიუჯეტით

მცირე თანხით ინვესტირებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შედგენა, რათა დაადგინოთ, რამდენად კომფორტულად შეგიძლიათ გამოყოთ ინვესტიციებისთვის გარკვეული თანხა ყოველთვიურად. ამასთან, დაადგინეთ, რა მიმართულებით შეგიძლიათ ხარჯების შემცირება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დააბანდოთ თანხის მხოლოდ ის ოდენობა, რომლის დაკარგვაც შეგიძლიათ, რათა თქვენს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.

შეარჩიეთ სწორი საბროკერო ანგარიში

შეარჩიეთ სანდო საბროკერო კომპანია, რომელიც მცირე ინვესტორებს ემსახურება. ორიენტირდით დაბალ საკომისიო გადასახადზე, მოსახერხებელ პლატფორმაზე და საგანმანათლებლო რესურსების არსებობაზე. შეარჩიეთ ისეთი პლატფორმა, რომელიც წილადობრივი (ფრაქციული) აქციების შეძენას გთავაზობთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შეზღუდული ფულადი სახსრებით იწყებთ ინვესტირებას.

Investor

ფოკუსირდით ინდექსებზე

ინდექსებზე ორიენტირებული ინვესტირება პასიური მიდგომაა. ინვესტორები, რომლებიც უპირატესობას ამ მეთოდს ანიჭებენ, მიზნად ისახავენ, გაიმეორონ კონკრეტული ბაზრის ინდექსის წარმადობა, როგორიც არის, მაგალითად, S&P 500, შესაბამის ETF-ებში ან საინდექსო ფონდებში ინვესტირების გზით. ეს სტრატეგია ინვესტორებს უზრუნველყოფს ფართო ბაზარზე წვდომით და დივერსიფიკაციით. ინდექსებზე ორიენტირებული ინვესტირება ცნობილია თავისი სიმარტივით, დაბალი ხარჯებით და რწმენით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანი ბაზარი გაიზრდება.

მიმართეთ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას

ეს არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება გულისხმობდეს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. ინვესტიციებს დებთ როგორც მწვერვალზე, ასევე ფასის ვარდნის დროს, რათა საბოლოოდ საშუალო ღირებულება შეამციროთ.

დაიწყეთ ლურჯი ჩიპის აქციებით

შეზღუდული სახსრებით ინვესტირებისას, ფოკუსირდით კარგად ჩამოყალიბებულ კომპანიებზე, რომლებსაც ძლიერი გამოცდილება და სტაბილური დივიდენდების გაცემის ისტორია აქვს. ლურჯი ჩიპის აქციები, რომლებიც სტაბილურობითა და მყარი ზრდის პოტენციალით არის ცნობილი, დამწყებთათვის შესაფერისი საწყისი წერტილია.

აკონტროლეთ საკუთარი ინვესტიციები

რეგულარულად გადახედეთ თქვენი საინვესტიციო პორტფელის მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეიტანეთ. იყავით ინფორმირებული იმ კომპანიებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ, რომლებშიც ფული დააბანდეთ. რეგულარული კონტროლი დაგეხმარებათ, თქვენი ინვესტიციები მუდმივ შესაბამისობაში იყოს თქვენს მიზნებთან და ბაზრის პირობებთან.

იყავით კონცენტრირებული და იყავით მომთმენი

ინვესტირება არის გრძელვადიანი მოგზაურობა, რომელიც დისციპლინას და მოთმინებას მოითხოვს. იყავით კონცენტრირებული თქვენს საინვესტიციო მიზნებზე, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ბაზრის მოკლევადიანი რყევებიდან გამომდინარე და მუდამ შეინარჩუნეთ გრძელვადიანი მიდგომა. გახსოვდეთ, სიმდიდრის დაგროვებას დრო და თანმიმდევრულობა სჭირდება.

წინა

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved