• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

მარტივი გზა საფონდო ბირჟის ვარდნისას ფულის შესანარჩუნებლად

ივნისი 16, 2022
in ინვესტიციის ანბანი
მარტივი გზა საფონდო ბირჟის ვარდნისას ფულის შესანარჩუნებლად
გაზიარება

როდესაც საფონდო ბირჟის მდგომარეობა უარესობისკენ მიემართება, ინვესტირება, შესაძლოა, ძალიან შემაშფოთებელი იყოს. ასეთ დროს, როგორც წესი, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება მცირდება და, აქციების ფასების მეტად შემცირებით გამოწვეული კიდევ უფრო დიდი ზარალის თავიდან ასაცილებლად, ბაზრიდან ფულის გამოტანა, შეიძლება, მაცდური ვარიანტი იყოს.

თუ ბაზრის ვარდნის დროს ფულის დაკარგვის შესაძლებლობა გაწუხებთ, თქვენ ერთადერთი არ ხართ. თუმცა, არსებობს ერთი მარტივი და ეფექტური გზა თქვენი დანაზოგების დასაცავად, მიუხედავად იმისა, გაუარესდება თუ არა მდგომარეობა: დატოვეთ ფული ბაზარზე.

რატომ შეიძლება თქვენი ინვესტიციების გაყიდვა სარისკო იყოს?

ბაზრის ვარდნის დროს აქციების ფასები უფრო დაბალია. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული აქციების ფასი, შესაძლოა, 20%-ით, 30%-ით, 40%-ით ან უფრო მეტად შემცირდეს.

თუ ფულს ბაზრიდან ახლავე გაიტანთ, თქვენი ინვესტიციების ფასდაკლებით გაყიდვა მოგიწევთ. ეს გამოიწვევს თქვენი ზარალის განაღდებას და იმის მიხედვით, თუ რა თანხა გადაიხადეთ თავდაპირველად ინვესტირებისას, შესაძლოა, ასობით ან თუნდაც ათასობით დოლარი დაკარგოთ.

გარდა ამისა, თუ ახლა ყიდით პოზიციებს, სავარაუდოდ, გარკვეულ მომენტში ფულის რეინვესტირება მოგიდნებათ, მაგრამ იმის გამო, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბაზარი არაპროგნოზირებადია, შეიძლება რთული იყოს იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა ჩადოთ ინვესტიცია.

მაგალითად, განვიხილოთ კოვიდ-19-ის პანდემიის ადრეულ ეტაპზე, 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ბაზრის კრახი. როდესაც აქციების ფასები შემცირდა, ბევრ ინვესტორს სჯეროდა, რომ ბაზარი ხანგრძლივი bear market-სკენ მიემართებოდა, თუმცა ბაზარი თითქმის მაშინვე აღდგა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეკორდების დამყარება განაგრძო.

S&P 500 Performance March 2020 – January 2022

თქვენ რომ ბაზრის ვარდნის დროს ინვესტიციები გაგეყიდათ, არა მხოლოდ მათი ფასდაკლებით გაყიდვისა და ზარალის განაღდების პრობლემის წინაშე დადგებოდით, არამედ, გაცილებით მაღალი ფასების პირობებში რეინვესტირება მოგიწევდათ.

უფრო უსაფრთხო და მარტივი ვარიანტი

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს პარადოქსულად ჟღერდეს, თქვენი ფულის ბაზრის ცვალებადობისგან დასაცავად საუკეთესო გზა არაფრის გაკეთებაა. არ გაყიდოთ იმ კომპანიების აქციები, რომელთა მყარი საფუძვლები არ შეცვლილა და ნუ ეცდებით ბაზართან სინქრონიზებას.

ამ სტრატეგიის მუშაობის მიზეზი არის ის, რომ, თუ აქციებს არ გაყიდით, ტექნიკურად, ფულს არ კარგავთ. თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა, შესაძლოა, ღირებულება დაკარგოს, მაგრამ ღირებულების დაკარგვა ფულის დაკარგვისგან განსხვავდება.

წარმატებული ინვესტირების გასაღები

საუკეთესო გზა, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი ბაზრის ვარდნისადმი გამძლე იყოს, არის სწორ კომპანიებში ინვესტირება.

როდესაც აქციების ფასები ეცემა, თქვენი ინვესტიციების ღირებულება მცირდება, მაგრამ ბაზრის აღდგენის შემდეგ, აქციების ფასებიც აღდგება და განაგრძობს გზას. თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ბაზრის ვარდნას ყველა კომპანია ვერ უძლებს, ამიტომ აუცილებელია, რომ პირველ რიგში ინვესტიციები სწორად შეარჩიოთ. კარგად შეისწავლეთ კომპანიები და მათ ძლიერ საფუძვლებზე ორიენტირდით. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის დროს ყველაზე ძლიერი კომპანიების აქციებიც კი განიცდის ზარალს, მათ აღდგენის ბევრად უკეთესი შანსი აქვს.

დანამდვილებით არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვარდნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის არ უნდა მოემზადოთ. აქციების ფრთხილად, გააზრებულად შერჩევით და მათი გრძელვადიან პერსპექტივაში ფლობით, შეგიძლიათ, რომ თქვენი ფულის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოთ.

წინა

რომელია უკეთესი ტექნოლოგიური დივიდენდური აქცია ? Oracle vs. HP

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?

რატომ შემცირდა გუშინ Mastecard-ის, PayPal-ისა და StoneCo-ს აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved