ინვესტორი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ცვლის კაპიტალს იმ იმედით, რომ ინვესტიცია ფინანსურ ანაზღაურებას მოუტანს. უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტორი არის ადამიანი, ფონდი ან ორგანიზაცია, რომელიც, მეტის გამომუშავების მიზნით, ფულს გასცემს ან სესხულობს.
მოდით, განვიხილოთ ინვესტორთა რამდენიმე ტიპი.
პასიური ინვესტორები
პასიური ინვესტორები, ფასიანი ქაღალდების ან სხვა პროდუქტების ყიდვისას მიჰყვებიან სტრატეგიას „იყიდე და შეინახე“. იმის ნაცვლად, რომ შემდეგი შესაძლებლობისთანავე გაყიდონ თავიანთი პოზიციები, ასეთი ინვესტორები წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი იცდიან.
პასიური ინვესტორები ეთანხმებიან პასიური ინვესტიციის ძირითად დაშვებას იმის შესახებ, რომ ბაზარი, საბოლოოდ, ყოველთვის იმუშავებს.
პასიური ინვესტორების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ ინვესტიციის ხარჯები და რისკები, ხოლო ანაზღაურება მაქსიმუმამდე გაზარდონ. ბაზრის საფუძვლიანად გამოკვლევის ნაცვლად, ასეთი ინვესტორები ირჩევენ კარგად დივერსიფიცირებულ პორტფელს, რომელიც ანაწილებს როგორც რისკს, ასევე ზრდას. ასეთი პორტფელი, ცალკეულ აქციებთან ერთად, ხშირად მოიცავს გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) და ურთიერთდახმარების ფონდებს.
ასეთი ინვესტორები, ხშირად უგულებელყოფენ ტექნიკურ ინდიკატორებს, როგორებიც არის ფუნდამენტური მაჩვენებლები და ამის ნაცვლად გრძელვადიან ტენდენციაზე ორიენტირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის მოკლევადიანი მოგება შეიძლება მცირე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მას დიდი მოგების მოტანა შეუძლია.
აქტიური ინვესტორები
აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი ფულის მოპოვებისკენ ისწრაფვიან. თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს, თუ აქტიურად მართულ ფონდებში გაერთიანებულ აქციებს ყიდულობენ. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო შემოსავლებს. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველია მოკლევადიანი რყევებით და ასევე გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა.
აქტიური ინვესტირება დროისა და შრომის ინტენსიური სტრატეგიაა, რომელიც ბაზრისა და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ინვესტორების შემთხვევაში, რომლებიც აქტიურად მართულ ფონდებში გაერთიანებულ ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ, პორტფელის მენეჯერი ზედამხედველობს ანალიტიკოსთა კლასტერებს, რომლებიც სხვადასხვა ფინანსურ მაჩვენებლებსა და ხელმისაწვდომ მონაცემებს იკვლევენ. ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსებს შეუძლიათ გამოიკვლიონ აქციებს საფუძვლები, ისტორიული წარმადობა, დაგეგმონ მომავალი პერსპექტივა ან ყველა არსებული მონაცემის შესამოწმებლად გამოიყენონ, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი (AI).
ინდივიდუალური ინვესტორები, რომლებიც აქტიურ სტრატეგიას ამჯობინებენ, ამ სამუშაოს თავად ასრულებენ. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აქტიური ინვესტორი ყოველდღიურად არ ვაჭრობს (რადგან ბევრ აქტიურ ინვესტორს სურს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება) ყველა დღიურად მოვაჭრე ინვესტორი დეფინიციით აქტიური ინვესტორია.
დღიურად მოვაჭრეები ცდილობენ, თავიანთი სტრატეგიის ფარგლებში, რაც შეიძლება მალე იყიდონ და გაყიდონ აქციები მოგების მისაღებად. ზოგიერთმა მოვაჭრემ შეიძლება წამებშიც კი გაყიდოს თავისი პოზიცია (მათ “scalp“ მოვაჭრე ეწოდება) სულ მცირე მოგების მიღების მიზნით. სხვა მოვაჭრეები ყიდულობენ ან ყიდიან ასეთივე ფასიან ქაღალდებს და ტრანზაქციებს შორის რამდენიმე დღიან ან კვირიან შუალედს იჭერენ, მათ “swing” მოვაჭრეებს უწოდებენ.
ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები
ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს მაღალი ზრდის პოტენციალი მქონე ფასიანი ქაღალდების პორტფელის შექმნას. ხშირად, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები ამ მეთოდს იმ აქტივებისთვის იყენებენ, რომლებსაც, მათი აზრით, ძლიერი საფუძვლიანი ღირებულება გააჩნია. ასეთი ინვესტორები ხშირად ატარებენ უამრავ კვლევას მათ მიერ არჩეული კომპანიის შესახებ. ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის კომპანიის მიმდინარე და მომავალი სიჯანსაღე, ინდუსტრია და კომპანიის კონკურენტები.
ბევრი ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორი ბაზარზე გრძელვადიან მოგებას ეძებს. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიის ზრდის პოტენციალი გრძელვადიან პერსპექტივაში იმალება. თუმცა ისინი შეიძლება მოკლევადიანი ინვესტორებიც იყვნენ. როგორც წესი, ამ ინვესტორებს აინტერესებთ ინდუსტრიები, რომლებიც მკვეთრ აღმავალ იმპულსს ავლენს სანამ უმაღლეს წერტილს მიაღწევს ან ვარდნას განიცდის. ასეთი ფასიანი ქაღალდები გავრცელებულია ისეთ განვითარებად ინდუსტრიებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექნოლოგიური და სამედიცინო სექტორი.
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც, მათი აზრით, მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით, უფრო ნაკლებად არის შეფასებული. როდესაც ბაზარი ასეთი აქციის ფასს დააკორექტირებს, ინვესტორებს შეეძლებათ სწრაფად გაანაღდონ თავიანთი ანაზღაურება.
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ირწმუნებიან, რომ ბაზარი ირაციონალურია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ფასდაკლებულად შეძენილი აქციებისგან მომავალში ინვესტორმა სარგებელი მიიღოს.
შედეგად, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორების უმეტესობა, გრძელ თამაშს თამაშობს, რადგან ბაზარმა შეიძლება ფასები წლების განმავლობაში არ დააკორექტიროს. იმისათვის, რომ წარმატებული ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყოთ, მნიშვნელოვანია უამრავი კვლევა ჩაატაროთ. არა მხოლოდ აქციებზე, რომელთა შეძენაც გსურთ, არამედ მთლიანად დიდი ბაზრებზე. შესაბამისად, ბევრი, ვინც ამ სტრატეგიას ამჯობინებს, პროფესიონალ პორტფელის მენეჯერებს მიმართავს. მათ შეუძლიათ ასეთ ინვესტორებს დიდი დახმარება გაუწიონ, რადგან მსგავსი კვლევების ჩატარება დიდ დროსა და სხვა რესურსებს მოითხოვს.