თუ ეძებთ წიგნებს, რომლებიც თქვენი საინვესტიციო უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, სწორ ადგილას ხართ. დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე წიგნს, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს.
The Little Book that Beats the Market (ავტორი — ჯოელ გრინბლატი)
ეს წიგნი ყურადღებას ამახვილებს ინვესტირების სიმარტივეზე. ჯოელ გრინბლატი ძალიან წარმატებულია ინვესტორია, რომლის უნარების წყალობითაც, 1988-1994 წლებში მისი საინვესტიციო ფონდი — Gotham Capital ინვესტორებს 30%-იანი წლიური ანაზღაურებით (გადასახადებისა და მოსაკრებლების გამოკლების შემდეგ) უზრუნველყოფდა. ამ წიგნში კი ჯოელი ინვესტირებას მე-6 კლასის მათემატიკისა და მარტივი ენის გამოყენებით განმარტავს.
The Black Swan: The Impact of the Highly Improbable (ავტორი — ნასიმ ნიკოლას ტალები)
რისკ მენეჯმენტი საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ამ წიგნში ტალები იყენებს სხვადასხვა აზროვნების სავარჯიშოებს, რათა აჩვენოს, თუ რამდენად არასაკმარისად აფასებენ ადამიანები (ინვესტორების ჩათვლით) უკიდურესად არაპროგნოზირებადი მოვლენების — ეგრეთ წოდებული „შავი გედების“ მოვლენების უკიდურეს ზეგავლენას.
Poor Charlie’s Almanack (ავტორი — ჩარლი მანგერი)
ეს წიგნი წარმოადგენს ინვესტორის გამოსვლებისა და მოხსენებების კრებულს. მანგერის შესანიშნავი საინვესტიციო უნარებისა და სიბრძნის ამოცნობა წიგნის თითოეულ გვერდზე შეგიძლიათ. Poor Charlie’s Almanack აზროვნებისა და გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
The Intelligent Investor (ავტორი — ბენჟამინ გრეჰემი)
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ გსურთ, კარგი ინვესტორი გახდეთ, ბენჟამინ გრეჰემის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.
წიგნში მრავალ საინტერესო ციტატას აღმოაჩენთ, რომლებიც დაფიქრებისა და არსებული მოსაზრებების გადაფასებისკენ გიბიძგებთ. The Intelligent Investor მარტივი წასაკითხი არ არის, ადამიანები მას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში სწავლობენ. თუმცა როდესაც საბოლოოდ გაიაზრებთ მას, თქვენს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება.
Bull: A History of the Boom and Bust, 1982-2004 (ავტორი — მეგი მაჰარი)
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც ბაზრის ისტორიულ პერსპექტივაშია დაწერილი (1982 წლიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე). ავტორი მკითხველს ახსენებს, რომ ეიფორია და სიბრმავე bull maket-ის ჩვეული ნაწილია — ეს არის გაკვეთილი, რომელიც ისტორიის შესწავლიდან უნდა მივიღოთ.
One Up On Wall Street (ავტორი — პიტერ ლინჩი)
ამ წიგნში პიტერ ლინჩი ადვილად წასაკითხი და იუმორისტული ტონით განმარტავს საკუთარ სტრატეგიებს ინვესტირების შესახებ და გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ინვესტიციები წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად.
წიგნში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაგაჩნიათ. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს რთული პროცესი, საჭიროებდეს საათობით მუშაობას ან განსაკუთრებულ უნარებს. დააკვირდით პროდუქტებს, რომლებსაც უკვე იყენებთ, კომპანიებს, რომლებსაც უკვე იცნობთ. წიგნში დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
Security Analysis (1951 Edition) (ავტორი — ბენჟამინ გრეჰემი)
ბენჟამინ გრეჰემისა და დევიდ დოდის Security Analysis ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინვესტიციო წიგნია. მასში განხილულია კომპანიის შეფასების უფრო მეცნიერული მიდგომა. წიგნი მოუწოდებს მკითხველებს, ფოკუსირდნენ არა აქციების ფასზე, არამედ რეალურ კომპანიაზე, რომლის უკანაც შემოსავალი დგას.
Why Stocks Go Up And Down (ავტორი — უილიამ პაიკი)
გსურთ იცოდეთ, რა იწვევს აქციებისა და სხვა აქტივების ფასების მოძრაობას? ეს წიგნი განმარტავს ტერმინებს (ფულადი ნაკადები, ღირებულება, კაპიტალი და ა. შ.), რომელთა ცოდნაც ინვესტორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ წიგნის სათაური შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს, რადგან მასში არა მხოლოდ აქციები, არამედ აქტივთა სხვა კლასებიც არის განხილული, მაგალითად, ობლიგაციები.