• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

შესაძლოა, ინვესტირებისთვის Bear Market შესანიშნავი დასაწყისი იყოს

აგვისტო 15, 2022
in ინვესტიციის ანბანი
შესაძლოა, ინვესტირებისთვის Bear Market შესანიშნავი დასაწყისი იყოს
გაზიარება

უორენ ბაფეტი ლეგენდარული ინვესტორია. მის წარმატებაში ერთ-ერთი საუკეთესო რამ ის არის, რომ ბაფეტს აქამდე არნახული ან არაჩვეულებრივი საინვესტიციო სტრატეგია არ გამოუყენებია.

ომაჰას ორაკულმა (ბაფეტს ხშირად ასე მოიხსენიებენ) საარსებო წყარო ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირებით გამოიმუშავა. ეს სტრატეგია გულისხმობს ისეთი კომპანიების პოვნას, რომელთა აქციების ფასიც მათ შინაგან ღირებულებაზე ნაკლებია. ასეთ დაუფასებელ კომპანიაში ინვესტირებით, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ საფონდო ბირჟა ერთ მშვენიერ დღეს მათ სათანადოდ დააფასებს.

შესაძლოა Bear Market საჩუქარი იყოს

Bear ბაზრები გარკვეულწილად აუცილებელია. აქციების ფასები რომ მხოლოდ იზრდებოდეს, ეს ინვესტირების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს დაარღვევდა: უფრო მაღალი რისკი უფრო მაღალ მოსალოდნელ მოგებას უნდა ნიშნავდეს. თუ ინვესტორები იფიქრებენ, რომ აქციების ფასები მხოლოდ აღმავალი მიმართულებით მოძრაობს, ისინი ფულს ჩადებენ არც თუ ისე დიდ ბიზნესში, რადგან, მიუხედავად კომპანიის სიდიდისა, ისინი ფულის გამომუშავებას მაინც შეძლებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ფასებს, რაც აქციების გადამეტებულ შეფასებას გამოიწვევს და, სავარაუდოდ, სამომავლო შემოსავლებს შეამცირებს.

Investor

Bear market-ის უარყოფით მხარეებზე ორიენტირების ნაცვლად, ინვესტორებმა ეს მოვლენა უნდა განიხილონ, როგორც შანსი – შეიძინონ ძლიერი კომპანიების აქციები შემცირებულ ფასებად. 2020 წლის დასაწყისის ხანმოკლე bear market-ის დროს S&P 500 30%-ზე მეტით დაეცა. ზოგიერთი ინვესტორი პანიკაში ჩავარდა და გაყიდა თავისი აქციები, ზოგი კი ამ პერიოდს შესაძლებლობად მიიჩნევდა. 2020 წლის მარტის დაბალი მაჩვენებლების შემდეგ, 9 აგვისტოს მდგომარეობით S&P 500 78%-ზე მეტით გაიზარდა.

უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: „იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ.“ მას კარგად ესმის, რომ ინვესტორები ხშირად ჰყვებიან მასებს და საკუთარ გრძელვადიან ინტერესებსაც კი ივიწყებენ. საზრიანი ინვესტორები კი რთულ პერიოდებში დიდ შესაძლებლობებს ხედავენ.

ფასი ღირებულებაში ნუ აგერევათ

აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ერთ ფაქტი: შესაძლოა $10-ად შეფასებული აქცია რეალურად უფრო ძვირი იყოს, ვიდრე – $100-ად.

უკეთესი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა აქციები დაუფასებელი არის მისი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების იმავე მაჩვენებელთან შედარება. ამ კოეფიციენტის პოვნა მარტივია, უბრალოდ ერთი აქციის ამჟამინდელი ფასი მის EPS-ზე (მოგება თითო აქციაზე) უნდა გაყოთ. თუ მიღებული სიდიდე შესადარებელი კომპანიების იმავე მაჩვენებელზე საგრძნობლად მაღალია, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ის გადაჭარბებულად არის შეფასებული. თუ P/E კოეფიციენტი დაბალია, მაშინ პირიქით, ეს აქცია დაუფასებელია.

გაიაზრეთ დროისა და რთული პროცენტის მნიშვნელობა

თუ თქვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, ბაზრის მოკლევადიან რყევებს თქვენს სტრატეგიაზე ზემოქმედების ნება არ უნდა მისცეთ. თქვენ მიერ კომპანიაში ინვესტირების გადაწყვეტილება მის გრძელვადიან პოტენციალს უნდა ეყრდნობოდეს.

უორენ ბაფეტი არის „იყიდე და შეინარჩუნე“ ტიპის ინვესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რადგან მას ესმის დროისა და რთული პროცენტის მნიშვნელობა. საინვესტიციო სიბრძნე ამბობს, რომ ბაზარზე დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზართან სინქრონიზება. უნდა გაიაზროთ, რომ საფონდო ბირჟაზე განვითარებული მოკლევადიანი მოვლენები ხშირად მხოლოდ პატარა დაბრკოლებებია, რომლებსაც თქვენი გრძელვადიანი კურსის შეცვლის უფლება არ უნდა მისცეთ.

წინა

რამდენად უსაფრთხოა ახლა საფონდო ბირჟა?

შემდეგი

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved