ფასები ისევ ისეთი ტემპით იზრდება, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
დეკემბერში აშშ–ში სამომხმარებლო ფასები 7%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი ტემპია 1982 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ინფლაციამ 7.1% შეადგინა. თუ თქვენ ფულს აგროვებთ, მკვეთრი ინფლაცია გავლენას მოახდენს თქვენს დანაზოგზე. საბედნიეროდ, უორენ ბაფეტს, ლეგენდარულ ინვესტორს, უამრავი რჩევა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ შევხვდეთ სამომხმარებლო ფასების ზრდას.
1981 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ბაფეტმა ხაზი გაუსვა ორ მახასიათებელს, რომლებიც კომპანიებს ეხმარება მაღალი ინფლაციის პირობებში: ფასის მარტივად გაზრდის უნარი და მეტი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა ზედმეტი დანახარჯის გარეშე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განახორციელეთ ინვესტიცია მსუბუქ აქტივებში.
წარმოგიდგენთ Berkshire ჰოლდინგის სამ კომპანიას, რომელიც შეესაბამება აღწერილობას:
American Express
American Express-მა აჩვენა თავისი ფასების ძალა სულ ახლახან, რადგან მან გაზარდა წლიური გადასახადი თავის Platinum Card-ზე $550-დან $695-მდე. American Express თანხის უმეტეს ნაწილს იღებს ფასდაკლების საკომისიოს მეშვეობით – სავაჭრო ობიექტებს ეკისრებათ პროცენტი ყოველი Amex ბარათის ტრანზაქციისგან. საქონლისა და მომსახურების ფასის მატებასთან ერთად, კომპანია იღებს უფრო დიდ გადასახადებს.
ფაქტობრივად, ეს ბიზნესი უკვე ყვავის, რადგან კომპანიის შემოსავალი 25%-ით გაიზარდა წლიურიდან 10,9 მილიარდ დოლარამდე მესამე კვარტალში. American Express არის სიდიდით მესამე ჰოლდინგი Berkshire Hathaway-ში, მხოლოდ Apple-ისა და Bank of America-ს შემდეგ.
American Express ვაჭრობს 170 დოლარზე მეტს აქციაზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის უფრო მცირე ნაწილი საინვესტიციო აპლიკაციების გამოყენებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ აქციების ფრაქციები იმდენი ფულით, რამდენის დახარჯვასაც გსურთ.
American Express-ის აქციები ამჟამად გვთავაზობენ დივიდენდების შემოსავალს 1%.
Coca-Cola
Coca-Cola არის ე.წ. “რეცესიისადმი მდგრადი” ბიზნესის კლასიკური მაგალითი. მიუხედავად იმისა, ეკონომიკა ყვავის თუ უჭირს, უბრალო კოლა–კოლას ქილა მაინც ხელმისაწვდომია ადამიანების უმეტესობისთვის. კომპანიის გამყარებული პოზიცია ბაზარზე ასევე აძლევს მას გარკვეულ ფასწარმოქმნის ძალას. მისი პროდუქცია იყიდება 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე.
ბაფეტი კოკა–კოლას 80-იანი წლების ბოლოდან ფლობდა. დღეს Berkshire აქვს კომპანიის 400 მილიონი აქცია, რაც დაახლოებით $23,1 მილიარდია.
ამჟამინდელ ფასებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ დივიდენდური შემოსავალი 2,8%-ით Coca-Cola-ს აქციებზე.
Apple
მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები გვთავაზობენ უფრო იაფ მოწყობილობებს, ბევრ მომხმარებელს არ სურს Apple-ის ეკოსისტემის გარეთ ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის დროსაც, Apple-ს შეუძლია უფრო მაღალი ხარჯები გადაიტანოს თავის გლობალურ სამომხმარებლო ბაზაზე, ისე რომ არ ინერვიულოს გაყიდვების მოცულობის შემცირების შესახებ.
დღეს Apple არის ბაფეტის უმსხვილესი საჯარო ვაჭრობის ჰოლდინგი, რომელიც წარმოადგენს Berkshire-ის პორტფელის 40%-ზე მეტს საბაზრო ღირებულებით. ამის ერთ–ერთი მიზეზი არის ტექნიკური გიგანტის აქციების ფასის მკვეთრი ზრდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Apple-ის აქციები 500%-ზე მეტი გაიზარდა.
Apple ამჟამად სთავაზობს დივიდენდულ შემოსავალს 0.5%.
წყარო: finance.yahoo