• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის კენეთ გრიფინი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ნოემბერი 24, 2023
in ადამიანები
ვინ არის კენეთ გრიფინი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

1987 წელს ჰარვარდის ახალგაზრდა, 19 წლის სტუდენტმა დააარსა საკუთარი პირველი ჰეჯ-ფონდი თავის საერთო საცხოვრებელ ოთახში, ბებიისგან, მეგობრებისა და ნაცნობებისგან მიღებული თანხებით. დღეს სწორედ ამ ინვესტორის — კენეთ გრიფინის შესახებ ვისაუბრებთ.

ადრეული ცხოვრება და განათლება

კენ გრიფინი 1968 წელს დეიტონა ბიჩში, ფლორიდაში დაიბადა. მისი მამა General Electric-ის პროექტის მენეჯერი იყო.

გრიფინი სკოლის საშუალო და უმაღლეს საფეხურებზე ბოკა რატონში სწავლობდა, სადაც მათემატიკის კლუბის პრეზიდენტიც კი იყო.

კენეთმა ჰარვარდის კოლეჯში სწავლა 1986 წლის შემოდგომაზე დაიწყო. იმ წელს იგი პირველად ჩაერთო ინვესტირებაში მას შემდეგ, რაც, მისი აზრით, შენიშნა არაეფექტიანობები კონვერტირებადი ობლიგაციების ბაზარზე, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ობლიგაციები აქციებად გარდაქმნან. კენმა დაარწმუნა სკოლის ადმინისტრატორები, მისთვის ნება მიეცათ, დაეყენებინა სატელიტური ანტენა აქციების ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამასთან, მან სთხოვა ტერენს ჯ. ო’კონორს, კონვერტირებადი ობლიგაციების მენეჯერს Merrill Lynch-ში, ბოსტონში, მისთვის გაეხსნა საბროკერო ანგარიში $100,000-ით, რომელიც კენეთმა ბებიისგან, მეგობრებისგან და სხვებისგან მიიღო. 1987 წელს დაფუძნებული მისი პირველი ფონდის საწყისი კაპიტალი $265,000-ს შეადგენდა. ფონდმა ფუნქციონირება შესანიშნავ დროს დაიწყო და 1987 წლის 19 ოქტომბრის საფონდო ბირჟის კრახის პერიოდში კენის მიერ დაკავებული მოკლე პოზიციებისგან1 სარგებლის მიღება შეძლო. გრიფინმა ჰარვარდი 1989 წელს ეკონომიკის ხარისხით დაამთავრა.

კარიერა

1989 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, კენეთ გრიფინი გადავიდა ჩიკაგოში, რათა Glenwood Capital Investments-ის დამფუძნებელთან, ინვესტორ ფრენკ მეიერთან ერთად ემუშავა. ფრენკმა გრიფინს სავაჭროდ Glenwood Capital-დან $1 მილიონი გამოუყო.

1990 წელს კი კენმა მეიერის შენატანებით დააარსა Citadel, რომელიც იმ დროისთვის $4.6 მილიონის ღირებულების აქტივებს მართავდა.

Kenneth Griffin & Citadel

1998 წლისთვის Citadel-ის თანამშრომელთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა, ხოლო საინვესტიციო კაპიტალი — $1 მილიარდს შეადგენდა.

2022 წელს Citadel-მა ინვესტორებს $16 მილიარდის ოდენობით მოგება მოუტანა. 1990 წლიდან კი მისმა წმინდა მოგებამ $65.9 მილიარდი შეადგინა, რაც Citadel-ს ყველაზე მაღალშემოსავლიან ჰეჯ-ფონდად აქცევს.

კენეთ გრიფინის საინვესტიციო სტილი

სხვა ცნობილი ინვესტორებისგან განსხვავებით, გრიფინი თავის საინვესტიციო სტრატეგიებსა და გადაწყვეტილებებს არ ამჟღავნებს. მიუხედავად ამისა, საიდუმლო არ არის, რომ გრიფინს აქვს მიდრეკილება რაოდენობრივი საინვესტიციო ტექნიკის2 მიმართ, რაც მათემატიკისადმი მისი სიყვარულიდან გამომდინარეობს.

ასევე ცნობილია, რომ კენი საკუთარ თავს საინვესტიციო ვარიანტებში არ ზღუდავს, რადგან მისი მართვის ფილოსოფია გულისხმობს სტრატეგიების შექმნას, რომელიც მოიცავს აქციებს, ობლიგაციებს, ვალუტებს და ა. შ.

გრიფინს არ ეშინია საკუთარ თავზე რისკების აღების, მით უმეტეს, თუ მას ზურგს მათემატიკური მონაცემები უმაგრებს. ამიტომ იგი ნასესხები ფულით ვაჭრობასაც არ ერიდება.


[1] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.

[2] ფინანსური ბაზრების ქცევის გასაგებად მათემატიკური და სტატისტიკური მოდელირების, საზომებისა და კვლევის გამოყენება.

წინა

ჩინეთის დასტურის შემდეგ, Broadcom-მა Vmware-ის შესყიდვის გარიგება დახურა

შემდეგი

შესაძლოა, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგებამ ევროკავშირისგან უპირობო თანხმობა მიიღოს

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგებამ ევროკავშირისგან უპირობო თანხმობა მიიღოს

შესაძლოა, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგებამ ევროკავშირისგან უპირობო თანხმობა მიიღოს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved