• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს რესტრუქტურიზაცია?

ოქტომბერი 25, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს რესტრუქტურიზაცია?
გაზიარება

რესტრუქტურიზაცია არის კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ფინანსური და ოპერატიული ასპექტები. როგორც წესი, რესტრუქტურიზაციას მენეჯმენტი მიმართავს მაშინ, როდესაც ბიზნესი ფინანსური წნეხის წინაშე დგას. ეს არის კორპორატიული ქმედების სახეობა, რომელიც კომპანიის ვალის, ოპერაციების ან სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობს.

რესტრუქტურიზაციის გააზრება

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება კომპანიებმა რესტრუქტურიზაციას მიმართონ. მათ შორის არის ფინანსური საფუძვლების გაუარესება, სუსტი შემოსავალი და მოგება, გადაჭარბებული ვალი, ძალიან დიდი კონკურენცია ინდუსტრიაში ან ბაზარზე პოზიციების დასუსტება.

მენეჯმენტმა შეიძლება რესტრუქტურიზაცია აირჩიოს, როგორც გაყიდვის, შერწყმის, საერთო მიზნების ცვლილებისთვის მომზადების საშუალება. მაგალითად, შესაძლოა, კომპანიაში რესტრუქტურიზაცია დაიწყოს მას შემდეგ, რაც ახალი პროდუქტის ან სერვისის გამოშვება წარმატებული არ აღმოჩნდება. შესაბამისად, ფირმა ვერ შეძლებს ხელფასების და ვალის დასაფარად საკმარისი შემოსავლის გამომუშავებას.

შედეგად, აქციონერებისა და კრედიტორების შეთანხმებიდან გამომდინარე, კომპანიამ შეიძლება გაყიდოს თავისი აქტივები, მიმართოს ფინანსური შეთანხმებების რესტრუქტურიზაციას, ვალის შესამცირებლად გამოუშვას ახალი აქციები ან გაკოტრების შესახებ განაცხადოს.

რესტრუქტურიზაციის პროცესი

როდესაც კომპანიაში შიდა რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, შეიძლება ოპერაციები, პროცესები, დეპარტამენტები ან მესაკუთრეები შეიცვალოს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, უფრო ინტეგრირებული და მომგებიანი გახდეს. კომპანიების მმართველი გუნდები, რესტრუქტურიზაციის გეგმებზე მოლაპარაკებებისთვის, ხშირად ფინანსურ და იურიდიულ მრჩევლებს ქირაობენ. კომპანიის ნაწილი შეიძლება ინვესტორებზე გაიყიდოს და დაინიშნოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფირმას ცვლილებების დანერგვაში დაეხმარება.

შედეგები შეიძლება მოიცავდეს ცვლილებებს პროცედურებში, კომპიუტერულ სისტემებში, ქსელებში, ლოკაციებში და იურიდიულ საკითხებში.

რესტრუქტურიზაცია შეიძლება მტკივნეული პროცესი იყოს, რადგან ამ დროს კომპანიის შიდა და გარე სტრუქტურა იცვლება და სამუშაო ადგილები მცირდება. მაგრამ ამ პროცესის დასრულებამ უფრო გამარტივებული, ეკონომიკურად ჯანსაღი ბიზნეს ოპერაციები უნდა გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მოერგებიან ახალ გარემოს, შეიძლება კომპანია უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს თავისი მიზნების მისაღწევად. თუმცა, ყველა კორპორატიული რესტრუქტურიზაცია კარგად არ სრულდება. ზოგჯერ, შესაძლოა, კომპანიას დასჭირდეს მარცხის აღიარება და აქტივების გაყიდვის ან ლიკვიდაციის დაწყება, რათა, სამუდამოდ დახურვამდე, კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები დააკმაყოფილოს.

მაგალითი

2019 წლის მარტის ბოლოს, აშშ-ში დაზოგვის უმსხვილესმა მაღაზიათა ქსელმა — Savers Inc.-მა მიაღწია რესტრუქტურიზაციის შეთანხმებას, რომელმაც მისი ვალის ტვირთი 40%-ით შეამცირა. შედეგად კომპანიის წილების მფლობელები გახდნენ Ares Management Corp. და Crescent Capital Group LP.

რესტრუქტურიზაცია, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა, მოიცავდა $700 მილიონის ოდენობით სესხის რეფინანსირებას და საცალო ვაჭრობის საპროცენტო ხარჯების შემცირებას.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Microsoft-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Microsoft-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Microsoft-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved