აქტივთა კლასების ჩაშლა გვიჩვენებს პროცენტულ წილს ძირითადი აქტივების კლასებისა, რომლებიც გაერთიანებულია ურთიერთდახმარების ფონდში, ETF-ში ან სხვა საინვესტიციო პორტფელში. აქტივთა კლასები (მიკროეკონომიკაში და მის ფარგლებს გარეთ) ზოგადად მოიცავს ფართო კატეგორიებს, როგორიცაა აქციები, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და ფართო მოხმარების საგნები. ხშირად, ყურადღება ექცევა აქტივთა ქვეკლასებსაც კონცენტრირებული პორტფელის შემთხვევაში ან უფრო მეტი დეტალიზაციისთვის.
აქტივთა კლასების ჩაშლის გააზრება
კონკრეტული აქტივთა კლასის წილი გამოითვლება მისი საბაზრო ღირებულების გაყოფით ფონდის მთლიან აქტივებზე. აქტივების კლასების ყოვლისმომცველი ჩაშლა, როგორც წესი, ინვესტორს ფონდის საინვესტიციო მიზნისა და რისკის მართვის სტრატეგიის გააზრებაში ეხმარება.
აქტივთა კლასების მიხედვით ინვესტირება ინვესტორებისა და პორტფელის პროფესიონალი მენეჯერებისთვის რისკის მართვის ძირითადი გზაა. აქტივთა კლასები შეიძლება მოიცავდეს ნაღდ ფულს, ფიქსირებული შემოსავლის მქონე საინვესტიციო ინსტრუმენტებს, აქციებს, საქონელს და უძრავ ქონებას. თითოეულს თავისი რისკის მახასიათებლები და ანაზღაურების პოტენციალი გააჩნია. ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდები და აქციები, როგორც წესი, პორტფელის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
აქტივთა ქვეკლასებად დაყოფა
აქტივთა ქვეკლასებად დაყოფა შეიძლება განსაკუთრებით გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც ფონდი კონკრეტული აქტივის კლასის მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივთა ქვეკლასები შეიძლება მოიცავდეს სესხების ფართო სპექტრს, სახელმწიფო, კორპორატიულ და მუნიციპალურ ობლიგაციებს. აქციების ქვეკლასები შეიძლება შედგებოდეს მცირე, საშუალო და დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციებისგან, ასევე მზარდი პოტენციალის და ღირებულებითი აქციებისგან.
მნიშვნელოვანი საკითხები
აქტივთა კლასების ჩაშლა ხშირად გამოიყენება ინვესტორებისთვის ფონდის თვალსაჩინოდ წარმოჩენის მიზნით, რადგან ეს ფონდის სავარაუდო რისკის პროფილის წარმოდგენის მარტივი გზაა. ფონდები შეიძლება განსხვავებული იყოს აქტივთა განაწილების მიხედვით — კონსერვატიული, ზომიერი ან აგრესიული.
აქციების მაღალი წილი, როგორც წესი აგრესიული ზრდის ფონდებში გვხვდება. ზომიერ ფონდებს აქვს აქტივების განაწილების დაბალანსებული მიდგომა, რომელიც აქციებისა და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების თანაბარი წილების ფლობას გულისხმობს. საერთო ჯამში, საინვესტიციო პორტფელის თანამედროვე თეორია ვარაუდობს, რომ აქტივთა განაწილება შეიძლება მთლიანი შემოსავლის პოტენციალისა და რისკის მახასიათებლების გადამწყვეტი განმსაზღვრელი ფაქტორი იყოს.