• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია გაურკვევლობის პერიოდში?

აგვისტო 9, 2023
in ინვესტიციის ანბანი
როგორ ჩავდოთ ინვესტიცია გაურკვევლობის პერიოდში?
გაზიარება

სამყარო სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება. თუ ფინანსურ ახალ ამბებს ადევნებთ თვალყურს, დიდი ალბათობით გეცოდინებათ, თუ როგორ მოქმედებს ერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.

გლობალიზაციის ზოგიერთი ასპექტი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, მაგრამ ფინანსური კრიზისი, ომი, გლობალური რეცესია, სავაჭრო დისბალანსი და ა.შ. ხშირად იწვევს საუბარს ფულის უსაფრთხო ინვესტიციებში გადატანაზე და სამთავრობო დეფიციტის ზრდაზე. ამ მზარდმა გაურკვევლობამ შეიძლება კარგად ინფორმირებული ინვესტორიც კი დააბნიოს.

გაურკვევლობის გავლენა ინვესტირებაზე

ნებისმიერ დროს, როდესაც, მოგების მიღების მცდელობისას, ფულს რისკის ქვეშ აყენებთ, გაურკვევლობის თანდაყოლილი დონე არსებობს. როდესაც წარმოიქმნება ახალი საფრთხეები, როგორიცაა ომი ან რეცესია, გაურკვევლობის ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან კომპანიების მმართველ გუნდებს მომავლის განსაზღვრა უჭირთ.

შედეგად, ინსტიტუციონალური ინვესტორები ამცირებენ თავიანთ წილებს იმ აქციებში, რომლებიც სახიფათოა და ფულადი სახსრები გადააქვთ სხვა აქტივთა კლასებში, როგორიცაა ძვირფასი ლითონები, სახელმწიფო ობლიგაციები და ფულის ბაზრის ინსტრუმენტები. ასეთმა მოქმედებებმა კი შესაძლოა, საფონდო ბირჟის ვარდნა გამოიწვიოს.

გაურკვევლობა მომავალი მოვლენების პროგნოზირების შეუძლებლობაა. ადამიანებს წინასწარ ვერ საზღვრავენ შესაძლო რეცესიის მასშტაბებს, როდის დაიწყება/დამთავრდება ის, რამდენად დიდი იქნება ზარალი ან რომელი კომპანიები შეძლებს მასთან გამკლავებას.

მიკრო და მაკრო რისკები

თავად გაურკვევლობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

მიკრო რისკები

მაგალითად, მოხმარება შეიძლება დაეცეს რეცესიის საფრთხის გამო, რადგან ინდივიდები თავს შეიკავებენ ახალი ავტომობილების, მოწყობილობებისა და სხვა მსგავსი ნივთების შეძენისგან.

ამ გაურკვევლობამ შეიძლება კონკრეტულ სექტორებში მოღვაწე კომპანიებს სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლებისკენ უბიძგოს, რათა დაბალი გაყიდვების გავლენის ნეგატიური ეფექტი გააბათილოს. გაურკვევლობის დონე, რომელიც კომპანიის გაყიდვებს ეხება, საფონდო ბირჟაზეც ვრცელდება. შესაბამისად, გაურკვევლობის ზრდასთან ერთად მცირდება ისეთი კომპანიების აქციების ფასები, რომლებიც ძირითადი მოხმარების საქონელს არ აწარმოებს.

მაკრო რისკები

მაკრო დონეზე, გაურკვევლობა ძლიერდება, თუ ომის მონაწილე ქვეყნები საქონლის ძირითადი მიმწოდებლები ან მომხმარებლები არიან. კარგი მაგალითია ქვეყანა, რომელიც მსოფლიოსთვის ნავთობის დიდი ნაწილის მომწოდებელია. თუ ეს ქვეყანა ომში ჩაერთვება, მსოფლიო ნავთობის მარაგების დონესთან დაკავშირებით  გაურკვევლობა გაიზრდება. იმის გამო, რომ ნავთობზე მოთხოვნა მაღალი იქნება, ხოლო მიწოდება — გაურკვეველი, ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ საზღვრებში საკმარისი ნავთობი აწარმოოს, ნავთობის მარაგის გაკეთება მოუწევს. საბოლოოდ ნავთობის ფასი გაიზრდება.

საინვესტიციო სტრატეგიები გაურკვეველი პერიოდებისთვის

გაურკვეველი სიტუაციების წარმოქმნისას საუკეთესო თავდაცვა მაქსიმალურად ინფორმირებულობაა. თვალი ადევნეთ სიახლეებს, რომლებიც ბაზრებზე ზემოქმედებს და შეისწავლეთ ცალკეული კომპანიები. გაანალიზეთ, რომელი სექტორები მიიღებს სარგებელს, რომელი დაზარალდება და გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავეთ.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობის პერიოდებში ბაზრის დიდი ნაწილი პანიკაში ვარდება და პოზიციების გაყიდვით არის დაკავებული, გამოცდილი ინვესტორები ამ მდგომარეობას სათავისოდ იყენებენ. ისინი ძლიერი ბიზნეს საფუძვლის მქონე ხარისხიანი კომპანიების აქციებს ფასდაკლებით ყიდულობენ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ.

დივერსიფიკაცია საკვანძო საინვესტიციო ტაქტიკაა და არა მხოლოდ გაურკვევლობის დროს. თქვენი ფულის გადანაწილება სხვადასხვა აქტივებზე, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები და ა. შ. დაგეხმარებათ შეამსუბუქოთ დარტყმა საინვესტიციო პორტფელზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მისი შემადგენელი ნაწილი დაზარალდება.

გარდა ამისა, ინვესტიციების სხვადასხვა რეგიონებში, სექტორებსა და ინდუსტრიებში ჩადება ასევე გაზრდის დივერსიფიკაციის ხარისხს. მაგალითად, თუ მთელი თქვენი პორტფელი ნავთობკომპანიების აქციებს მოიცავს და ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების გამო ნავთობის ფასები შემცირდება, მნიშვნელოვანი დანაკარგის რისკის წინაშე აღმოჩნდებით. ხოლო თუ თქვენი ინვესტიციები სათანადოდ არის დივერსიფიცირებული, რისკები დაბალანსდება.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved