• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ შეიძლება აქციების კლასიფიცირება?

აგვისტო 7, 2023
in ინვესტიციის ანბანი
როგორ შეიძლება აქციების კლასიფიცირება?
გაზიარება

აქცია არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრებას კომპანიაში ან კორპორაციაში და პროპორციულ მოთხოვნას მის აქტივებსა და მოგებაზე. აქციებს ასევე კაპიტალსაც უწოდებენ. აქციის ფლობა ნიშნავს, რომ აქციონერი კომპანიის ნაწილის მესაკუთრეა.

თუ ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია ფლობს იმ კომპანიის 100,000 აქციას, რომელსაც მთლიანობაში 1,000,000 აქცია აქვს გამოშვებული, მისი წილი 10% იქნება.

აქციების ორი ძირითადი ტიპი არსებობს — ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ჩვეულებრივი აქციების საბაზრო ღირებულება და ვაჭრობის მოცულობა პრივილეგირებული აქციებისას ბევრად აღემატება.

ჩვეულებრივ აქციები აქციონერს უზრუნველყოფს ხმის მიცემის უფლებით, რაც მას საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს კორპორატიულ შეხვედრებსა და არჩევნებში, ხოლო პრივილეგირებული აქციები, როგორც წესი, ხმის მიცემის უფლებას არ ითვალისწინებს. პრივილეგირებული აქციონერები, ჩვეულებრივი აქციების მფლობელებთან შედარებით, დივიდენდების მიღებისა და აქტივების ლიკვიდაციის დროს პრივილეგიით სარგებლობენ.

ჩვეულებრივი აქციები, თავის მხრივ, შეიძლება ხმის მიცემის უფლების მიხედვით კლასიფიცირდეს. ზოგიერთი ორი ან უფრო მეტი კლასის აქციებს უშვებს და თითოეულ კლასს ხმის მიცემისას განსხვავებული „წონა“ გააჩნია. მაგალითად, ორკლასიან სტრუქტურაში, A კლასის თითო აქცია შეიძლება 10 ხმის უფლებით სარგებლობდეს, ხოლო B კლასის — მხოლოდ ერთით. ორი ან რამდენიმე კლასის აქციების სტრუქტურები შექმნილია იმისთვის, რომ კომპანიის დამფუძნებლებს საშუალება ჰქონდეთ, გააკონტროლონ ორგანიზაციის ბედი, სტრატეგიული მიმართულება და ინოვაციების უნარი.

გარდა ამ ძირითადი ტიპებისა, სხვა სახის აქციებიც არსებობს. მაგალითად, ღირებულებითი აქციები1, მზარდი პოტენციალის აქციები2, შემოსავლიანი აქციები3, ლურჯი ჩიპის აქციები4, ციკლური აქციები5, არაციკლური აქციები6, თავდაცვითი აქციები7, IPO აქციები8, Penny აქციები9, ESG აქციები10 და ა. შ.

მიუხედავად იმისა, რომ აქციების კლასიფიკაცია კიდევ მრავალი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება, ორი ყველაზე გავრცელებული კრიტერიუმი საბაზრო კაპიტალიზაცია და სექტორია. საბაზრო კაპიტალი გულისხმობს კომპანიის მოქმედი აქციების მთლიან საბაზრო ღირებულებას და გამოითვლება მოცემულ მომენტში საფონდო ბირჟაზე კონკრეტული კომპანიის აქციების რაოდენობის მიმდინარე საბაზრო ფასზე გამრავლებით.

სხვადასხვა საბროკერო კომპანიებში კაპიტალიზაციის მიხედვით აქციების დახარისხება შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა ამ მომენტისთვის არსებული მიახლოებითი დაყოფა ასე გამოიყურება:

  • მეგა კაპიტალი (Mega-cap): $200 მილიარდი და მეტი
  • დიდი კაპიტალი (Big-cap): $10 მილიარდი და მეტი
  • საშუალო კაპიტალი (Mid-cap): $2-დან $10 მილიარდამდე
  • მცირე კაპიტალი (Small-cap): $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
  • მიკრო კაპიტალი (Micro-cap): $50 მილიონიდან $300 მილიონამდე
  • ნანო კაპიტალი (Nano-cap): $50 მილიონზე ნაკლები

აშშ-ში სექტორების მიხედვით აქციების კლასიფიკაციის სტანდარტს GICS (გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი) წარმოადგენს, რომელიც MSCI-ისა და S&P Dow Jones Indices-ის მიერ 1999 წელს შემუშავდა. GICS არის ოთხსაფეხურიანი ინდუსტრიის კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც 11 სექტორისა და 24 ინდუსტრიული ჯგუფისგან შედგება. აშშ-ის 11 სექტორი კი ასე გამოიყურება:

  • ენერგეტიკა
  • მასალები
  • მრეწველობა
  • დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი
  • ძირითადი სამომხმარებლო საქონელი
  • ჯანდაცვა
  • ფინანსები
  • საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
  • საკომუნიკაციო მომსახურება
  • კომუნალური მომსახურება
  • უძრავი ქონება

სექტორის ასეთი კლასიფიკაცია ინვესტორებს დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელის შექმნას უადვილებს. კონსერვატიულმა ინვესტორებმა, რომლებსაც შემოსავლის საჭიროება გააჩნიათ, შეიძლება თავიანთი პორტფელები დატვირთონ იმ სექტორების აქციებით, რომლებსაც მეტი სტაბილურობა და, ამასთან, მიმზიდველი დივიდენდები გააჩნია. ასეთი შეიძლება იყოს ე. წ. თავდაცვითი სექტორები, როგორიც არის ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტები, ჯანდაცვა და კომუნალური მომსახურება. რისკისადმი მეტი ტოლერანტობის მქონე ინვესტორებმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ უფრო არასტაბილურ სექტორებს, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსები და ენერგეტიკა.


[1] ასეთ აქციებს კომპანიის წარმადობასთან შეესაბამისზე ნაკლები ფასი გააჩნია. მათ, ფართო ბაზართან შედარებით, უფრო მიმზიდველი ღირებულება ახასიათებს.

[2] ეკუთვნის ისეთ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გაყიდვებსა და შემოსავალს ბაზრის საშუალო მაჩვენებელზე სწრაფად გაზრდის.

[3] უზრუნველყოფს რეგულარულ შემოსავალს კომპანიის მოგების ან ჭარბი ფულადი სახსრების დივიდენდების სახით განაწილებით.

[4] ეკუთვნის ბაზარზე მყარად დამკვიდრებულ კომპანიებს, რომლებიც დიდ საბაზრო კაპიტალს ფლობს.

[5] მათზე ეკონომიკის წარმადობა პირდაპირ ზემოქმედებს. ამ აქციების წარმადობა, როგორც წესი, ეკონომიკის ზრდის, პიკის, კლებისა და აღდგენის ციკლებს მიყვება.

[6] რეცესისადმი გამძლე ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებს ეკუთვნის, რომლებსაც, ეკონომიკის მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, კარგი წარმადობა ახასიათებს.

[7] ძირითადად, ნებისმიერ ეკონომიკურ მდგომარეობასა და საბაზრო გარემოში, სტაბილური წარმადობით ხასიათდება.

[8] როდესაც კომპანია საჯარო ხდება, ის აქციებს პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) საშუალებით უშვებს. ასეთი აქციების განთავსება ხდება დისკონტით, მანამ სანამ ისინი საფონდო ბირჟის სიაში (listing) მოხვდება. IPO აქციებს შეიძლება თან ახლდეს „ჩაკეტვის“ პერიოდი, რათა, ვაჭრობის დაწყებისას, ინვესტორების მიერ ყველა აქციის გაყიდვა თავიდან იქნას აცილებული.

[9] ისეთი აქციები, რომელთა ფასიც $5-ზე ნაკლებს შეადგენს და ისინი ძალიან სპეკულაციურად ითვლება.

[10] წარმოადგენს წილობრივ საკუთრებას ისეთ კომპანიებში, რომლებიც ყურადღებას გარემოს დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და ეთიკურ მმართველობით პრაქტიკებზე ამახვილებს.

წინა

7 ყველაზე ეფექტური ფინანსური ჩვევა, რომელიც ახლავე უნდა დანერგოთ

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved