• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რაში ჩავდოთ ინვესტიცია? – აქტივების მიმოხილვა

იანვარი 4, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რაში ჩავდოთ ინვესტიცია? – აქტივების მიმოხილვა
გაზიარება

ჩადო ინვესტიცია, ნიშნავს გაიღო საკუთარი აქტივები სამომავლოდ, მოგების მიღების მიზნით. იდეაც სწორედ ესაა, ამუშაოთ ფული თქვენს სასარგებლოდ. ინვესტირება რაღაცით ალპინისტების გუნდის სამთო მოგზაურობაში გაშვებას ჰგავს – მთაზე უამრავი ბილიკია. ზოგიერთი სხვებზე ბევრად ციცაბოა, სხვები – უფრო გრძელია და კარგად დამუშავებული. ზოგ გზას მიზნამდე მიყავხართ, ზოგს – არა. თუმცა, კარგად გათვლილი სტრატეგიით, რისკების ანალიზით, სასურველ შედეგზე შეგიძლიათ გახვიდეთ.

საინვესტიციო ნაბიჯი ერთგვარი ბალანსია, რისკსა და შემოსავლიანობას შორის. საერთო ჯამში რაც უფრო მაღალია შედეგიანობა, მით რისკიანია თქვენი ინვესტიცია.

რა რისკებთან არის დაკავშირებული ინვესტირება?

იმის მსგავსად, როგორ მოქმედებს ალპინისტი თქვენს გუნდში – მასაც შეიძლება დაუცდეს ფეხი – ინვესტიციაც რისკიანია. თქვენი აქტივების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, კომპანიებმა შეიძლება გამოაცხადონ დეფოლტი ან გაკოტრდნენ. ექსტრემალური სიტუაცია მრავალნაირია.

გახსოვდეთ, თქვენ ირჩევთ ალპინისტებს იმ გუნდში, რომელსაც მწვერვალის დასაპყრობად გზავნით. ამავდროულად, შეგიძლიათ ეს გუნდი ორად გაყოთ და სხვადასხვა მარშრუტით გაუშვათ.

რა სახის საინვესტიციო ანგარიში შეგიძლიათ აირჩიოთ?

ინდივიდუალური საბროკერო ანგარიში

ეს ინვესტორებს ინდივიდუალურად აძლევს აქციებში, ბონდებში, საბირჟო ფონდებში ინვესტირების საშუალებას.

ანგარიში, პენსიაზე გასასვლელად

პენსიაზე გასვლის ანგარიში ადამიანს სამსახურიდან წასვლისთვის მომზადების საშუალებას აძლევს. მსგავს ანგარიშზე შესაძლებელია დანაზოგებისა და ინვესტიციების თავმოყრა. თუმცა, ამ შემთხვევაში, დააკვირდით, რა შეზღუდვებთან და რეგულაციებთან არის დაკავშირებული ეს გზა.

რა ტიპის აქტივში ჩავდო ინვესტიცია?

ფულადი საშუალები და მათი ექვივალენტი

არა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ფული ქილებში ან მუთაქებში უნდა შეინახოთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ ის მიმართოთ სხვადასხვა ანგარიშზე – მაგალითად, გრძელ ან მოკლევადიან დანაზოგად აქციოთ. ზოგიერთი ბანკი მიმზიდველ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საპროცენტო განაკვეთი იცვლება.

შეგიძლიათ ნაღდი ფული დეპოზიტური სერტიფიკატით (CD) შეინახოთ. ეს თანხის დაზოგვის კიდევ ერთი გზაა, რაც ჩვეულებრივზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა ხოლმე. თუმცა, აქაც, გაითვალისწინეთ ის წესები და რეგულაციები, რაც ამ საშუალებას ახლავს.

აქციები

აქცია კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივია, რომელიც მისი შემოსავლების ნაწილს წარმოადგენს. ბევრი ადამიანისთვის საფონდო ბაზარზე ინვესტირება ფულადი რესურსების დაგროვების საკმაოდ ეფექტური გზაა. ამავდროულად, ეს საკმაოდ არასტაბილური გზაა – აქტივების ფასი ხშირად იცვლება და სხვაობა საკმაოდ დიდია ხოლმე. აქციის ფასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ეკონომიკური მოვლენებით დაწყებული, ინვესტორების განწყობით დასრულებული.

ერთ-ერთი გამოსავალია, დივერსიფიკაციისთვის, ისეთ ფონდებში ჩადოთ რესურსი, რომლებიც სხვადასხვა აქტივს აერთიანებენ და ამგვარად გაუმკლავდეთ დივერსიფიკაციის გამოწვევას.

ბონდები

ბონდი IOU-ს ჰგავს კომპანიასთან, მთავრობასთან ან რომელიმე ინსტიტუციასთან. რომელიმე ამ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, მომხმარებელი უნდა იღებდეს შემოსავალს, ფიქსირებული ინტერვალით. აქციების მსგავსად, ბონდების უმეტესობა ფინანსურ ბაზარზე ივაჭრება.

ბონდები მრავალგვარია. ფედერალური მთავრობა უშვებს სახაზინო ბონდებს, ცალკეული ქალაქები და მოქალაქეები – მუნიციპალურ ბონდებს, კომპანიები – კორპორაციულ ბონდებს. ინვესტორებისთვის, ბონდები ნაკლებრისკიანია, აქციებთან შედარებით. ვინაირან კომპანიებმა ობლიგაციები უნდა დააკმაყოფილონ თავიანთი ბონდის მფლობელებთან და მეწილეებთან. ამასთან, ბონდების საპროცენტო გადასახადი ბევრად უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე მოგება ან კაპიტალური მონაპოვარი, რაც კომპანიის პერფორმანსზეა დამოკიდებული.

უძრავი ქონება

ქონების შეძენა ხშირად განიხილება შედარებით სტაბილურ ინვესტიციად, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც საკუთარი საცხოვრებლის დეფიციტია. ქონების საბაზრო ღირებულების ცვლილების მიუხედავად, შეგიძლია კვლავ განაგრძოთ მასში ცხოვრება. ისინი, ვისაც არ შეუძლია წინასწარ გადახდა ან იპოთეკით სარგებლობა, მიმართავენ უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიებს (REIT).

პროდუქტი

აქ იგულისხმება ფიზიკური პროდუქტი – ოქრო, ნავთობი, საქონლის ხორცი თუ ფორთოხლის წვენი… ასეთი ტიპის პროდუქტებით, როგორც წესი, ისეთი ტრეიდერები ვაჭრობენ, რომლებსაც კარგად ესმით მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი.

საკოლექციო ნივთები

არსებობს, ასევე, არაფინანსური აქტივები. ზოგიერთი მათგანი სამახსოვრო ნივთების, ხელოვნების ნიმუშების ან სხვა ტიპის კოლექციონირებას ეხება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს იშვიათი მარკები ან ბენქსის სურათები. ასეთი პორტფელის შესაქმნელად დროა საჭირო. თუმცა, ამავდროულად, მკაფიო ხედვა და შესაბამისი ბაზრის ღრმა ცოდნაც გამოგადგებათ. მათ გარეშე, დილეტანტს ძალიან გაუჭირდება განსაზღვროს, რა ტიპის ხელოვნების ნიმუშებს აქვთ საკოლქციო პერსპექტივა.

როგორ დაიწყოთ ინვესტირება?

ინვესტირების მთავარი არსი არის, თუ რამდენად დიდი სამუშაოს შესასრულებლად ხართ მხად და რა რისკზე შეგიძლიათ წასვლა. როგორც წესი, ახალგაზრდა ინვესტორებს დიდი რისკის გაწევა შეუძლიათ, რადგან მათი დროითი რესურსი ბევრად დიდია, რაც სავარაუდო დანაკარგის ანაზღაურების შანსებს ზრდის.

როდესაც ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკთან საკუთარ ტოლერანტობას განსაზღვრავთ, შესაძლოა მთაზე ალპინისტების ჯგუფის ერთი ან რამდენიმე მარშრუტით გაგზავნაზე იფიქროთ, იმ იმედით, რომ მწვერვალს მიაღწევენ.

წინა

რატომ უნდა იფიქროთ ინვესტირებაზე, ანუ რა სარგებლობა მოაქვს ინვესტიციას?

შემდეგი

ინვესტიციის არჩევა: როგორ მივუდგეთ აქციების ანალიზს

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ინვესტიციის არჩევა: როგორ მივუდგეთ აქციების ანალიზს

ინვესტიციის არჩევა: როგორ მივუდგეთ აქციების ანალიზს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved