• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია

ივნისი 2, 2023
in ადამიანები
ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

1949 წლის 8 აგვისტოს ქუინსში, ნიუ-იორკში, რაიმონდ თომას დალიო, ან უბრალოდ, რეი დალიო დაიბადა. ჯაზ მუსიკოსისა და დიასახლისის შვილი, სკოლაში ყველაზე ბეჯითი არ ყოფილა, თუმცა ის ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა.

ადრეული ასაკიდანვე მას შემოსავლის გამომუშავების სურვილი ჰქონდა, ამიტომ რეიმ სამეზობლოში გაზეთების გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ეს სამუშაო მას უზრუნველყოფდა საკმარისი შემოსავლით, რათა პირველი აქციები (ავიაკომპანიის) შეეძინა. რეი დალიომ პირველი ინვესტიცია 12 წლის ასაკში განახორციელა და Northeast Airlines-ის $300-ის ღირებულების აქციები იყიდა.

როგორც დამწყები ინვესტორი, ის აღფრთოვანებული იყო ფაქტით, რომ მისი გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა და პირველმა ინვესტიციამ სარგებელი მოუტანა. შედეგად, რეიმ იფირა, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება მარტივი ფულის გამომუშავების საშუალება იყო მანამ, სანამ წინასწარი ანალიზის გარეშე ჩადებული ინვესტიცია თითქმის მთლიანად დაკარგა. ამ გამოცდილებიდან ინვესტორმა გაიაზრა, რომ საფონდო ბირჟაზე გარანტირებული არაფერია.

ცოტა ხნის შემდეგ მან გოლფის კლუბში მოთამაშეების დამხმარედ დაიწყო მუშაობა, სადაც ინვესტორები და საფონდო ბირჟის ბროკერები იყრიდნენ თავს. მოვალეობის შესრულების პარალელურად რეი საინვესტიციო საუბრებს უსმენდა და კლუბის მოთამაშეებისგან რჩევებსაც იღებდა.

განათლება და კარიერა

რეი დალიომ ბაკალავრის ხარისხი მოკრძალებულ ლონგ აილენდის უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ მას შესანიშნავი შეფასებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაბარების საშუალება მისცა. რეიმ ინვესტორის უნარები სწორედ აქ გამოავლინა — იგი ზოგიერთი თანაკლასელის ფინანსებს განაგებდა და სწავლის საფასურს სწორედ ამის წყალობით იხდიდა.

სწავლის დასრულების შემდეგ, იგი შეუერთდა ფირმას, რომელიც რესურსებს სასაქონლო გადაწყვეტებზე დაყრდნობით მართავდა. რეი დარწმუნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საინვესტიციო პროდუქტის საინვესტიციო პორტფელში არსებობა — მისი თქმით, კრიზისის დროს ეს რისკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

რეი ძალიან კარგად მუშაობდა და ამ კომპანიაში მენეჯერულ პოზიციასაც კი მიაღწია, თუმცა უფროსთან უთანხმოება სამსახურის დაკარგვად დაუჯდა.

Bridgewater-ის დაბადება

1975 წელს სამსახურის დაკარგვის შემდეგ საკუთარი კომპანიის შექმნა სახლიდან დაიწყო. იგი შეუდგა კაპიტალის მართვას თავისი ყოფილი კლიენტებისთვის, შემდეგ ყიდდა ფინანსურ საანგარიშო მოხსენებებსა და რეკომენდაციებს, საბოლოოდ კი კაპიტალის დიდი ნაკადების მართვით დაასრულა.

მარცხი და ცხოვრების გაკვეთილები

80-იანი წლების შუა ხანებში საკუთარ თავში და ფინანსურ შესაძლებლობებში ძალიან დარწმუნებულმა რეი დალიომ მიიღო გადაწყვეტილებების სერია, რომელმაც იგი გაკოტრებამდე და ყველა თანამშრომლის გათავისუფლების აუცილებლობამდე მიიყვანა.

რეიმ გააცნობიერა, რომ სწორედ საკუთარმა ეგომ და ამპარტავნობამ მიიყვანა ამ სიტუაციამდე. ინვესტიციის ჩასადებად და ყველაფრის გამოსასწორებლად კი მან მამისგან $4,000 ისესხა.

1983 წელს ინვესტორმა დააარსა Bridgewater Associates, მსოფლიოში უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის, რომელიც სხვადასხვა მსხვილი კომპანიის კაპიტალს განაგებს.

საინვესტიციო პრინციპები და სტილი

წარუმატებლობის გამოცდილებამ, მისგან სწავლისა და შეცდომების გამოსწორების ძალამ რეი დალიოს წიგნის — Principles — დაწერისკენ უბიძგა, რომელიც მან თავდაპირველად უფასოდ, ელექტრონული ფორმით გამოაქვეყნა Bridgewater-ის ვებგვერდზე. მაგრამ ნაშრომმა დიდ წარმატებას მიაღწია და ინვესტორმა გადაწყვიტა, წიგნი ბეჭდური სახით გამოეცა. დღემდე Principles-ის მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

Principles არის გაკვეთილი იმ პრინციპებზე, რომლებიც უნდა მართავდეს ადამიანების ცხოვრებას მინიმუმ სამ ფუნდამენტურ ასპექტში: ცხოვრების პრინციპები, სამუშაო პრინციპები და საინვესტიციო პრინციპები.

Ray Dalio Principles
 

ამ უკანასკნელის ირგვლივ რეი დალიომ შეიმუშავა „რისკის პარიტეტის“ თავისი პრინციპი, რომელიც, როგორც ის განმარტავს, „ეხება რისკის დაბალანსებას და არა დოლარების ოდენობას“.

ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო პორტფელი უნდა ჩამოყალიბდეს იმ აქტივების საფუძველზე, რომლებიც ერთმანეთთან კორელაციაში არ არის და გათვალისწინებული იყოს ეკონომიკური ზრდის, ასევე ინფლაციის პერიოდები. შედეგად, პორტფელში ყოველთვის გვექნება აქტივები, რომლებიც მოგვიტანს დადებით ანაზღაურებას, მიუხედავად ეკონომიკური ციკლისა.

რეი დალიომ განსაზღვრა თავისი საინვესტიციო სტრატეგია, როგორც „ყველა ამინდის პორტფელი“, ამ ტერმინის განმარტებისას კი იგი ამბობს, რომ მიუხედავად დროისა, რისკი ყოველთვის დაბალანსებულია.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved