• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

მაისი 11, 2023
in ადამიანები
უორენ ბაფეტის ოქროს წესი წარმატების მისაღწევად
გაზიარება

უორენ ბაფეტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება. მიუხედავად უზარმაზარი სიმდიდრისა და სტატუსისა, ბაფეტი თავის წარმატებას უნიკალური გზით — შინაგანი თვისებების საფუძველზე აფასებს. ეს არის იმ პიროვნული ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელიც მის გადაწყვეტილებებსა და ქცევებს განსაზღვრავს.

ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც თავის წარმატებას აფასებს ისეთი გარეგანი ფაქტორებით, როგორიცაა ფული ან დიდება, ბაფეტი თვლის, რომ ნამდვილი წარმატება საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მოდის.

ბაფეტი მიიჩნევს, რომ გარეგან ფაქტორებზე ფოკუსირების შედეგად ადამიანი უფრო მეტად კონცენტრირდება სხვების აზრზე და მისი ჭეშმარიტი ფასეულობები უკანა პლანზე იწევს. თავის ღირებულებებსა და პრინციპებზე ორიენტირებით, ბაფეტმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ემთხვევა წარმატების შესახებ მის ხედვას და არა საზოგადოების აღქმებს.

ჩამოაყალიბეთ საკუთარი ღირებულებები

ბაფეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია კეთილსინდისიერება, გულწრფელობა და ხელგაშლილობა. მას სჯერა, რომ ეს თვისებები აუცილებელია წარმატების მისაღწევად და მათ მტკიცე პირადი, ასევე პროფესიული რეპუტაციის საფუძვლის შექმნა შეუძლია. მოდით, თითოეულის შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

კეთილსინდისიერება

კეთილსინდისიერად ცხოვრებასა და მუშაობას უამრავი სარგებელი მოაქვს, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. როდესაც კეთილსინდისიერად მუშაობთ, ხალხი გენდობათ. ეს თვისება დაგეხმარებათ უფრო ძლიერი ურთიერთობების დამყარებაში კოლეგებთან, კლიენტებთან და მომხმარებლებთან. ამასთან, როდესაც კეთილსინდისიერად მუშაობთ, უფრო სავარაუდოა, რომ კარგი რეპუტაცია გექნებათ, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. უორენ ბაფეტმა ერთხელ თქვა: „კადრების ძებნისას თქვენთვის მნიშვნელოვანია სამი თვისება: კეთილსინდისიერება, ინტელექტი და ენერგია. თუ მათ არ ექნებათ პირველი, დანარჩენი ორი მოგკლავთ“.

 

გულწრფელობა

როდესაც გულწრფელი ხართ, იცით, რომ სხვებს არ ატყუებთ, რაც საკუთარი თავის პატივისცემასა და თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. გარდა ამისა, უფრო მეტად ხართ ორიენტირებული საკუთარ სამუშაოზე. არ გჭირდებათ შეცდომების დამალვა და ტყუილში გამოჭერის საშიშროებაც არ გემუქრებათ, რაც დაგეხმარებათ, უფრო პროდუქტიული იყოთ. დაბოლოს, გულწრფელობა იწვევს უკეთეს კომუნიკაციას. როდესაც ურთიერთობაში გულწრფელი ხართ, შეგიძლიათ გაუგებრობები და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

ხელგაშლილობა

ხელგაშლილობამ შეიძლება პირდაპირ არ გამოიწვიოს თქვენი გამდიდრება, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას სხვადასხვა გზით. საზოგადოების მიერ ხელგაშლილ ადამიანად აღქმას შეუძლია შექმნას კეთილგანწყობა თქვენ მიმართ, ახალი ბიზნეს ან კარიერული შესაძლებლობები. ეს თვისება მყარი კონტაქტების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Axon Enterprise-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Triumph Group-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Triumph Group-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Triumph Group-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved