• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

საინტერესო ფაქტები მაიკლ ბერის შესახებ

აპრილი 3, 2023
in ადამიანები
საინტერესო ფაქტები მაიკლ ბერის შესახებ
გაზიარება

მაიკლ ჯეიმს ბერიმ, ცნობილმა ინვესტორმა, რომელიც 1971 წელს დაიბადა, ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა დაამთავრა. მან დააარსა Scion Capital ჰეჯ-ფონდი და წარმატებით მართავდა მას რვა წლის განმავლობაში. შემდეგ, 2008 წელს, გააუქმა ეს ფონდი, რათა კერძო ინვესტიციებით დაკავებულიყო. მაიკლ ბერიმ აშშ-ში 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა და ამ მოვლენისგან დიდი სარგებელი მიიღო — პირადად მან $100 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო თავისი ინვესტორებისთვის — $700 მილიონი. დღეს კი მის შესახებ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

მაიკლ ბერის რეზიდენტურა არ დაუმთავრებია

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი სამედიცინო სკოლაში სწავლობდა და ლიცენზირებული ექიმი გახდა, მას რეზიდენტურა არასოდეს დაუმთავრებია. მან დაასრულა რეზიდენტურის პირველი ნახევარი, ზუსტად მეორე ნაწილის შუა პერიოდში კი გადაწყვიტა ფინანსების სფეროში შეექმნა კარიერა.

მისთვის ინვესტირება ჰობი იყო

მაშინაც კი, როდესაც მაიკლი სამედიცინო სკოლაში სწავლობდა, იგი ინვესტირებას ჰობიდ მიიჩნევდა. იმ დროს მაიკლი საინვესტიციო რჩევებს სხვა სტუდენტებზეც გასცემდა. ადამიანების უმეტესობას აინტერესებდა, როგორ ახერხებდა იგი ამდენი დროის გამონახვას, რათა სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კვლევები ჩაეტარებინა, როდესაც რეზიდენტურის სხვა სტუდენტებს სრულფასოვანი ძილისთვისაც კი არ რჩებოდათ დრო. როგორღაც მაიკლმა ეს მოახერხა და ამ პროცესში სახელიც გაითქვა.

იგი სამედიცინო ლიცენზიას ინარჩუნებს

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს სამედიცინო რეზიდენტურა არ დაუსრულებია და ექიმად არასოდეს უმუშავია, მან ლიცენზია შეინარჩუნა. მისთვის ეს წარმოადგენს შრომისმოყვარეობისა და თავდადების წლების ერთგვარ გამოხატულებას, რომლის დათმობაც არ სურს.

აშშ-ის იპოთეკურ კრიზისში მაიკლ ბერი მთავრობას ადანაშაულებს

2007-2010 წლების იპოთეკურმა კრიზისის შემდეგ მაიკლ ბერი მედიაში ანტიგმირად შეირაცხა, თუმცა მისი განაცხადების თანახმად, მთავრობამ უარი თქვა იმ ადამიანების მოსმენაზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს კრიზისი დადგებოდა. ინვესტორის თქმით, მთავრობას რომ საჭირო ზომები მიეღო, შედეგიც შეიცვლებოდა. მისი აზრით, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც კრიზისის დროს სახლები (და ყველაფერი დანარჩენი) დაკარგეს.

მან თავისი ჰეჯ ფონდი დახურა, შემდეგ კი კვლავ აღადგინა

იპოთეკური კრიზისის შედეგად მან, 2008 წელს, Scion Capital გააუქმა. მაიკლმა მაშინ განაცხადა, რომ საკუთარ ფინანსებზე ფოკუსირება სურდა. თუმცა, 2011 წელს მან მსგავსი სახელწოდების კერძო საინვესტიციო ფირმა — Scion Asset Management დააფუძნა, რომლის საქმიანობაც წინა კომპანიის მსგავსია.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იგი ლოკდაუნის წინააღმდეგი იყო

მაიკლი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ლოკდაუნს საჯაროდ აპროტესტებდა. იგი ამბობდა, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს კარანტინში ყოფნა აიძულოს. მისი აზრით ასეთი ქმედება დანაშაულებრივია. მაიკლი მიიჩნევდა, რომ ადამიანებს თავის ნებაზე ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ მიუხედავად ისეთი ვირუსის გავრცელებისა, რომელიც მთელ გლობალურ მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევდა.

წინა

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში McCormick-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა მარტში Apple-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა მარტში Apple-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა მარტში Apple-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved