ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს იმ აქციების ყიდვას, რომელთა საბაზრო ფასიც მათ შინაგან ღირებულებაზე დაბალია. აქციების შინაგანი ღირებულების დასადგენად ინვესტორები სხვადასხვა მეტრიკას იყენებენ. შინაგანი ღირებულება არის ფინანსური ანალიზისა (კომპანიის ფინანსური წარმადობის, შემოსავლების, მოგების და ფულადი ნაკადების შესწავლა) და ფუნდამენტური ფაქტორების, მათ შორის კომპანიის ბრენდის, ბიზნეს მოდელის, სამიზნე ბაზრისა და კონკურენტული უპირატესობის შესწავლის ერთობლიობა.
ამ სტრატეგიას მრავალი ცნობილი ინვესტორი იყენებს, მაგალითად, უორენ ბაფეტი. დღეს კი შემოგთავაზებთ საუკეთესო წიგნებს ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ.
Value Investing: From Graham to Buffett and Beyond
ეს ალბათ ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ ყველაზე სრულყოფილი წიგნია. ის მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან კონცეფციას და მკითხველს სთავაზობს შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, რომლებიც ადაპტირებულია დღევანდელ რეალობასთან.
Beating The Street
ეს დამწყები ინვესტორებისთვის შესანიშნავი წიგნია. პიტერ ლინჩი გასაგებად გადმოსცემს, რა არის ინვესტირება და რატომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს უკეთესი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი, ვიდრე უოლ სტრიტის პროფესიონალები არიან. Beating The Street დეტალურად აღწერს პიტერის მეთოდს ინვესტირებისა და საიმედო ინვესტიციების შერჩევის შესახებ.
Once Up On Wall Street
ამ წიგნში პიტერ ლინჩი ადვილად წასაკითხი და იუმორისტული ტონით განმარტავს საკუთარ სტრატეგიებს ინვესტირების შესახებ და გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ინვესტიციები წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად.
წიგნში გაიგებთ, თუ როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია იმ ცოდნით, რომელიც უკვე გაგაჩნიათ. აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს რთული პროცესი, საჭიროებდეს საათობით მუშაობას ან განსაკუთრებულ უნარებს. დააკვირდით პროდუქტებს, რომლებსაც უკვე იყენებთ, კომპანიებს, რომლებსაც უკვე იცნობთ. წიგნში დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
The Intelligent Investor
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა. თუ გსურთ, კარგი ინვესტორი გახდეთ, ბენჟამინ გრეჰემის ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია.
წიგნში მრავალ საინტერესო ციტატას აღმოაჩენთ, რომლებიც დაფიქრებისა და არსებული მოსაზრებების გადაფასებისკენ გიბიძგებთ. The Intelligent Investor მარტივი წასაკითხი არ არის, ადამიანები მას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში სწავლობენ. თუმცა როდესაც საბოლოოდ გაიაზრებთ მას, თქვენს წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება.
Berkshire Hathaway Letters to Shareholders
ამ წიგნის წაკითხვა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ როგორ ახერხებდა უორენ ბაფეტი, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების საშუალებით, მთელი ამ წლების განმავლობაში საოცარი შემოსავლის გამომუშავებას.
Common Stocks and Uncommon Profits
უორენ ბაფეტი ასახელებს ორ ძირითად მენტორს თავისი საინვესტიციო სტილისთვის, ესენი არიან: ბენ გრეჰემი და ფილიპ ფიშერი. ეს წიგნი შეუფასებელია ნამუშევარია, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა. განახლებული ვერსია მოიცავს ორიგინალური გამოცემის საინვესტიციო სიბრძნეს და ავტორის შვილის — კენ ფიშერის პერსპექტივებს წინასიტყვაობაში. კენიც, მამის მსგავსად, ინვესტირების გურუა.
Richer, Wiser, Happier
ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, რომელშიც უილიამ გრინი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა ისწავლა 25 წლის განმავლობაში 40-ზე მეტ საუკეთესო ინვესტორთან ინტერვიუს ჩატარების შედეგად.
მის მიერ გამოკითხული ინვესტორები არიან: სერ ჯონ ტემპლტონი, ჩარლი მანგერი, ჯონ ბოგლი, მოჰნიშ პაბრაი, ჯოელ გრინბლატი და ა. შ. Richer, Wiser, Happier გვეხმარება გავიგოთ, რა თვისებები გააჩნიათ ღირებულებაზე ორიენტირებულ საუკეთესო ინვესტორებს.