ჯონ ბოგლი, რომელსაც ხშირად ჯეკს ეძახდნენ, იყო Vanguard Group-ის დამფუძნებელი და ინდექსური ინვესტირების მთავარი მომხრე. ჯონმა საფუძველი ჩაუყარა რევოლუციას ურთიერთდახმარების ფონდების სამყაროში ინდექსური ინვესტიციების შექმნით, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია ჩადონ ურთიერთდახმარების ფონდებში, რომლებიც ფართო ბაზრის წარმადობა მიჰყვება. მან ეს გააკეთა საერთო განზრახვით, რათა საშუალო დონის ინვესტორებისთვის ინვესტირება მარტივად და დაბალი დანახარჯებით ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
ჯონ ბოგლი 1929 წლის 8 მაისს მონკლერში, ნიუ ჯერსიში დაიბადა. იგი Blair Academy-ში სწავლობდა, რისი საფასურიც ბიძამისმა გადაიხადა, რადგან მისმა ოჯახმა სიმდიდრის უმეტესი ნაწილი 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის გამო დაკარგა. ჯონი ასევე სწავლობდა ეკონომიკას პრინსტონის უნივერსიტეტში.
კარიერის ადრეულ ეტაპზე, 1951 წელს, ის Wellington Management-ს შეუერთდა და ცდილობდა დაერწმუნებინა დაერწმუნებინა კომპანიის ხელმძღვანელობა, ერთი საინვესტიციო ფონდის ნაცვლად ბევრზე ფოკუსირებულიყვნენ. ჯონი საბოლოოდ Wellington-ის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ შერწყმის არასწორად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგ, 1974 წელს, მან საკუთარი საინვესტიციო ფირმა — Vanguard Group დააარსა.
მნიშვნელოვანი მიღწევები
Vanguard
Vanguard-თან ერთად, ბოგლმა გამოიყენა საკუთრების ახალი სტრუქტურა, რომლის შედეგადაც ურთიერთდახმარების ფონდების აქციონერები გახდნენ იმ ფონდების მფლობელები, რომლებშიც ისინი ინვესტიციას ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ფონდები ფლობს საინვესტიციო ფირმას, რაც ფონდის ინვესტორებს თავად ფირმის არაპირდაპირ მფლობელებად აქცევს. ეს ფირმას საშუალებას აძლევს, ჩართოს ნებისმიერი მოგება თავის საოპერაციო სტრუქტურაში, რაც ფონდის ინვესტორებისთვის საინვესტიციო ხარჯებს ამცირებს.
1976 წელს ბოგლმა წარადგინა Vanguard 500 ფონდი, რომელიც S&P 500-ის წარმადობას მიჰყვება და შექმნა პირველი საინდექსო ფონდი, რომელიც საცალო ინვესტორებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
როდესაც Vanguard 500 ფონდი ამოქმედდა თავდაპირველ მან მხოლოდ $11 მილიონი მოიზიდა, 2022 წლის 28 ივლისის მონაცემებით კი Vanguard $709 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავს.
ჯონ ბოგლი 1999 წელს ბოგლი Vanguard-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის თანამდებობებიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა. ინვესტორმა იმავე წელს დაწერა Common Sense on Mutual Funds: New Imperatives for the Intelligent Investor, რომელიც მას შემდეგ მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის კლასიკად იქცა.
მემკვიდრეობა
ჯონ ბოგლმა — პასიური ინვესტირების მამამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინდექსური ინვესტირების პოპულარიზაციაში. ჯონის ფილოსოფია ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ საშუალო დონის ინვესტორებს დროთა განმავლობაში ფართო ბაზრის დამარცხება გაუჭირდებოდათ. ამან მას უბიძგა, პრიორიტეტად ექცია ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.
პასიური ინვესტიციის ფილოსოფია ზოგადად ემყარება იმ აზრს, რომ ხარჯები, რომლებიც მაღალი საბაზრო შემოსავლების „დევნასთან“ არის დაკავშირებული, ანადგურებს იმ ზრდას, რომელსაც ინვესტორი სხვაგვარად მიაღწევდა პასიური სტრატეგიით, რომელიც ეყრდნობა სახსრებს დაბალი ბრუნვით, ასევე მართვის დაბალ საკომისიოებსა და ხარჯების კოეფიციენტებს.
პასიური ინვესტირება განსხვავდება აქტიურისგან, რომელიც, ბაზრის წარმადობის ჯობნის განზრახვით, მენეჯერების მხრიდან უფრო პრაქტიკული როლის შესრულებას მოითხოვს.
ჯონ ბოგლი 2019 წლის 16 იანვარს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ დროისათვის ინვესტორის ქონება დაახლოებით $80 მილიონს შეადგენდა. იგი არის ტიტანი ინვესტიციების მენეჯმენტის ისტორიაში. მან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციების მენეჯმენტ ფირმა — Vanguard Group შექმნა, რომლის მეშვეობითაც პოპულარიზაცია გაუწია პასიურ ინვესტირებას. შედეგად, ჯონმა საშუალო დონის ინვესტორებს გაუადვილა თავიანთი კაპიტალის ინვესტირება და დაბალი რისკის პირობებში შემოსავლის მიღება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.