• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საფონდო ბირჟაზე ფულის მარტივად გამომუშავების 3 საიდუმლო

აგვისტო 25, 2022
in ინვესტიციის ანბანი
საფონდო ბირჟაზე ფულის მარტივად გამომუშავების 3 საიდუმლო
გაზიარება

საფონდო ბირჟა შეიძლება ხანდახან შემაძრწუნებელი იყოს და თუ ინვესტირებაზე ნერვიულობთ, მარტო არ ხართ. ცვალებადობა შემაშფოთებელია და ამის ფონზე, შესაძლოა, რეცესია მოახლოვდეს, რადგან ბევრ ინვესტორს პანიკა აქციების გაყიდვისკენ უბიძგებს.

თუმცა, მომავალი კვირების ან თვეების განმავლობაში პოტენციური ცვალებადობის მიუხედავად, საფონდო ბირჟაზე ბევრი ფულის გამომუშავება მაინც შესაძლებელია – და ეს უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დღეს შემოგთავაზებთ 3 საიდუმლოს, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

  1. დაიწყეთ ინვესტირება ადრე

როდესაც საქმე საფონდო ბირჟაზე სიმდიდრის შექმნას ეხება, დრო თქვენი ყველაზე ღირებული რესურსია. რთული პროცენტის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, რომ ინვესტირებული ფული ექსპონენციურად გაზარდოთ.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით მეტი ფულის გამომუშავებას შეძლებთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო.

Power of Time

თუ ინვესტირებას გვიან დაიწყებთ, არა უშავს. ამ საქმეში ყოველი წელი მნიშვნელოვანია, თუმცა რაც უფრო მალე დაიწყებთ, მით უფრო ადვილი იქნება თქვენი შემოსავლის მაქსიმიზაცია.

  1. ნუ ინერვიულებთ ვარდნაზე

როდესაც ბაზარი არასტაბილურია, შესაძლოა, ინვესტირება საშიში ჩანდეს. მაგრამ ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოკლევადიან ცვალებადობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.

მართალია, ეს bear market შეიძლება მალე არ დასრულდეს და უახლოეს კვირებში ან თვეებში აქციების ფასები შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს, მაგრამ ისტორიულად, ბაზარმა ყოველგვარი ვარდნისგან აღდგენა მოახერხა. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ის მომავალი ვარდნისგან „გამოჯანმრთელებასაც“ შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ბაზრის ვარდნა რთული ასატანი იყოს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი და, ამასთან, დროებითი მოვლენაა. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ფასების ყოველდღიურ რყევებზე კონცენტრირებისგან თავის არიდება და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება.

  1. შეარჩიეთ სწორი აქციები

თუ საფონდო ბირჟაზე მაქსიმალურად მეტი ფულის გამომუშავება გსურთ, შესაძლოა მაღალი რისკისა და ჯილდოს მქონე ინვესტიციების არჩევა მაცდური იყოს. თუმცა ეს ინვესტიციები ყოველთვის არ ანაზღაურდება და შეიძლება იმაზე ბევრად მეტი დაკარგოთ, ვიდრე გამოიმუშავებთ.

ასე რომ, უფრო უსაფრთხო ვარიანტია ნელი ზრდის ტემპის მქონე, მაგრამ სტაბილურ აქციებში ინვესტირება. ასეთი ინვესტიციები ერთ ღამეში მილიონერად არ გაქცევთ, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მათგან დიდი სარგებელი მიიღოთ. საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიციები არის ის კომპანიები, რომლებსაც გააჩნია მყარი ბიზნეს საფუძვლები, როგორიც არის, მაგალითად, ძლიერი ფინანსები და კომპეტენტური მმართველი გუნდი.

თუ ინვესტირებისას ნაკლებად აქტიურ მიდგომას ანიჭებთ უპირატესობას, შეიძლება, S&P 500-ის საინდექსო ფონდი თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი იყოს. ამ ტიპის ინვესტიციით დროთა განმავლობაში თქვენ დიდი ალბათობით დადებით საშუალო ანაზღაურებას მიიღებთ. ამასთან, აქციების ინდივიდუალურად შერჩევა არ მოგიწევთ.

მოკლევადიანი ცვალებადობის მიუხედავად, საფონდო ბირჟა სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალებაა. დასაწყებად ბევრი ფული არ გჭირდებათ, მაგრამ აუცილებელია სტრატეგია. სწორი მიდგომის საშუალებით შეძლებთ დიდი ძალისხმევის გარეშე პოტენციურად ასობით ათასი დოლარი გამოიმუშაოთ.

წინა

შესაძლოა, საინდექსო ფონდში ინვესტირება დივერსიფიკაციისთვის საკმარისი არ იყოს

შემდეგი

2 მიზეზი Amazon-ის აქციების დღესვე შესაძენად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 მიზეზი Amazon-ის აქციების დღესვე შესაძენად

2 მიზეზი Amazon-ის აქციების დღესვე შესაძენად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved