• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რამდენად ღირს ინვესტირება თუ ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება?

აგვისტო 12, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რამდენად ღირს ინვესტირება თუ ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება?
გაზიარება

Bear market-ის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ Dow Jones Industrial Average-მა, Nasdaq-მა და S&P 500-მა ღირებულების ნაწილი დაიბრუნა. ზოგიერთი ინვესტორი იმედოვნებს, რომ ბაზრის გამოცოცხლება გაგრძელდება, რაც მათ საინვესტიციო პორტფელებს წლის დასაწყისში მიღებული დარტყმისგან გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს.

სამწუხაროდ, ძალიან ადრეა იმის დადგენა, მართლა დასრულდა თუ არა bear market და, შესაძლოა, უახლოეს კვირებში აქციების ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, წინ კლება მოგველის, თუ აღდგენა, ინვესტირება ნებისმიერ შემთხვევაში გონივრულია.

რატომ ღირს ინვესტირება როგორც კარგ, ასევე ცუდ პერიოდებში?

ადვილია ინვესტირების შეწყვეტა მაშინ, როდესაც ბაზრები იზრდება ან ეცემა. პირველ შემთხვევაში, შესაძლოა, თავი შეიკავოთ ინვესტირებისგან, რადგან გსურთ აქციები დაბალ ფასებში შეიძინოთ. ხოლო რაც შეეხება bear market-ს, ამ დროს შეიძლება არ გსურდეთ ინვესტირების გაგრძელდება, რადგან ბაზარი განსაკუთრებით არასტაბილურია და ზარალის განცდის გეშინიათ.

თუმცა, სინამდვილეში, გონივრული იქნება გარკვეული განრიგის შედგენა და თანმიმდევრულად ინვესტირება. ეს კი ნიშნავს ინვესტირებას ორივე შემთხვევაში – კარგ და ცუდ პერიოდებში.

Investor

დოლარის ღირებულების გაშუალედება არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. ამ სტრატეგიის მიზანია თავიდან აიცილოთ ის ზარალი, რომელიც ბაზართან სინქრონიზების მცდელობას მოაქვს.

ინვესტორები, რომლებიც დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიას იყენებენ, როგორც წესი, თითო აქციისთვის უფრო დაბალ საშუალო ღირებულებას იხდიან, ვიდრე ისინი, ვინც ბაზართან სინქრონიზებას ცდილობენ. ასე რომ, ამ სისტემაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

აი როგორ მუშაობს ეს სტრატეგია პრაქტიკაში: დავუშვათ, თქვენ არ ხართ ინდივიდუალურ აქციებზე ორიენტირებული ინვესტორი, და ამის ნაცვლად უპირატესობას საფონდო ინდექსებს ანიჭებთ. თუ გადაწყვეტთ, რომ ყოველთვიურად S&P 500-ში $500-ის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება გსურთ, შეგიძლიათ უბრალოდ თარიღი აირჩიოთ და ეს განრიგი დაიცვათ. როდესაც ნებისყოფას გამოიჩენთ და ამ სტრატეგიას შეუფერხებლად მიჰყვებით, საშუალება მოგეცემათ, რომ მოკლევადიან პერიოდებში საფონდო ბირჟის მდგომარეობა უგულებელყოთ, ამით კი თქვენი სტრესის დონეც საგრძნობლად შემცირდება.

გეგმას მიჰყევით

განსაზღვრული თანხის თანმიმდევრულად ინვესტირება სიმდიდრის დასაგროვებლად და თქვენი ფინანსური მიზნების მისაღწევად შესანიშნავი გზაა. ასე რომ, იმაზე ფოკუსირების ნაცვლად, თუ რამდენად კარგი წარმადობით ხასიათდება მოცემულ მომენტში საფონდო ბირჟა, დაიცავით რეგულარულად ინვესტირების გრაფიკი და გჯეროდეთ, რომ ეს მიდგომა იმუშავებს.

წინა

რამდენად შესაფერისი დროა ახლა აშშ-ის ბანკების აქციების შესაძენად?

შემდეგი

რატომ იზრდება ამ კომპანიის დივიდენდური ანაზღაურება ასეთი ნელი ტემპით?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ იზრდება ამ კომპანიის დივიდენდური ანაზღაურება ასეთი ნელი ტემპით?

რატომ იზრდება ამ კომპანიის დივიდენდური ანაზღაურება ასეთი ნელი ტემპით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved