როდესაც დივიდენდური აქციებით შემოსავლის ნაკადს ქმნით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის. შესაძლოა, ზოგიერთი კომპანია, წყვეტილი დივიდენდების წყალობით, ინვესტორებს განსაკუთრებით მაღალ დივიდენდურ ანაზღაურებას სთავაზობდეს, ვიდრე ამას რეგულარულად აკეთებს, ხოლო სხვებს, შეიძლება, ფულადი სახსრების არამდგრადი ოდენობა ახასიათებდეს.
თუ გსურთ, რომ თქვენი პასიური შემოსავალი პასიურთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული, უნდა შეარჩიოთ ისეთი კომპანიები, რომლებსაც თქვენი უზრუნველყოფა კვარტლიდან კვარტლამდე თანმიმდევრულად შეეძლებათ. ამ სტატიაში მოცემულია 3 საიდუმლო რომელიც თქვენი პასიური შემოსავლის ინვესტიციებს მომგებიანად და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად აქცევს.
- შემოსავლიანობა არასაკმარისი საზომია
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პასიურ შემოსავალზე ორიენტირებულმა ინვესტორმა უნდა იცოდეს არის ის, რომ დივიდენდების შემოსავლიანობა არ არის მეტრიკა, რომლითაც შეპყრობილნი უნდა გახდნენ. მაგალითად ავიღოთ Abbott Laboratories, მისი ფორვარდული დივიდენდური სარგებელი 1.8%-ზე ოდნავ მეტია და ეს კომპანია ერთიანდება დივიდენდ მეფეების რიგებში. შეხედეთ ამ სქემას:
როგორც ხედავთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში Abbott-ის შემოსავლიანობა დაეცა, ხოლო მისი დივიდენდური გადახდები და მთლიანი შემოსავალი გაიზარდა. აქციების ხუთი წლის წინ ყიდვა კარგი ინვესტიცია იქნებოდა, მაშინაც კი, როცა შემოსავლიანობა შემცირდა, რადგან ეს აქციების ფასის ზრდის შედეგი იყო.
ამ პერიოდის განმავლობაში კი, თითო აქციაზე შემოსავლის ოდენობა გაიზარდა. ასე რომ, თუ დღეს მის დივიდენდურ შემოსავლიანობას შეხედავთ და შეამჩნევთ, რომ ის შემცირდა, ნუ განმარტავთ ამას, როგორც პრობლემას, რადგან ეს ასე არ არის.
დაიმახსოვრეთ, დივიდენდური საპროცენტო შემოსავალი არის მხოლოდ იმის საზომი, თუ რამდენი აქციის შეძენა შეგიძლიათ ერთი წლის დივიდენდური ანაზღაურების მიღების შედეგად. შემოსავლიანობის ზრდა, შესაძლოა, აქციების ფასის მკვეთრი ვარდნით იყოს გამოწვეული, ამიტომ ამას ეჭვის თვალით მოეპყარით.
- თანმიმდევრული ზრდა მნიშვნელოვანია
კომპანიები, რომლებიც დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად ზრდის ფულადი სახსრების ნაკადებს, არის უკეთესი პასიური შემოსავლის წყარო ვიდრე ის, რომელიც ამას არ აკეთებს. და იმისთვის, რომ კომპანიამ, ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, მოახერხოს ფულადი ნაკადების ზრდა, აუცილებელია, რომ მას გააჩნდეს ეფექტური ბიზნეს მოდელი, რომელიც ადეკვატურად დივერსიფიცირებული და მომგებიანი იქნება. პასიური შემოსავლის დაგროვება გრძელვადიანი თამაშია და გაცილებით რთულია მოგების მიღება მაშინ, როდესაც თქვენს საინვესტიციო პორტფელში არსებული კომპანიები განიცდის სერიოზულ წარუმატებლობას, რომლისგან აღდგენაც საკმაოდ რთულია.
- მოთმინება და რეინვესტირება აუცილებელია
პასიური შემოსავლების დაგროვებას დრო სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, რომ დიდი სარგებლის გამოსამუშავებლად მოთმინება შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, ერთ-ერთი დიდი საიდუმლო დივიდენდების რეინვესტირებაში მდგომარეობს – ეს მომავალში კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ. თუ თქვენს დივიდენდურ შემოსავალს უბრალოდ დახარჯავთ, ვერ მიიღებთ სარგებელს, რომელიც, შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში დიდ სარგებლად იქცეს.