საკუთარ ფინანსებზე კონტროლის მოპოვებას, შეიძლება, მრავალი სარგებელი ჰქონდეს. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მნიშვნელოვან მიზნებს, შეამციროთ საკრედიტო დავალიანებაზე დამოკიდებულების შანსები ან სამუდამოდ გაუმკლავდეთ ამჟამინდელ ვალს და მშვიდად შეხვდეთ იმას, რასაც ცხოვრება მოგიტანთ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფულის ეფექტურად მართვას უპირატესობები აქვს, შეიძლება რთული იყოს იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა აამოქმედოთ ფულადი სახსრები თქვენთვის სასარგებლოდ. კარგი ამბავი ის არის, რომ საკუთარი ფინანსების საბოლოოდ გასაკონტროლებლად მხოლოდ 4 ნაბიჯი უნდა გადადგათ.
- შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა
თუ გსურთ ერთხელ და სამუდამოდ გააკონტროლოთ საკუთარი ფინანსები, როდესაც საქმე ფულს ეხება, უნდა იცოდეთ როგორია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. თუ ყურადღებით დააკვირდებით რას ხარჯავთ, რა მოცულობის დავალიანება გაქვთ, რა ფინანსური მიზნებისკენ მიისწრაფვით და მათ მისაღწევად რისი გაკეთება გჭირდებათ, მყარი გეგმის შედგენით წინ წასვლას შეძლებთ.
თქვენი მდგომარეობის შესაფასებლად:
- შეადგინეთ დავალიანებების სია.
- თვალი ადევნეთ თქვენს ხარჯებს მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, რათა ნახოთ, თუ სად მიდის თქვენი ფული.
- ყურადღებით დააკვირდით, თუ რამდენად შეესაბამება ხარჯები თქვენს ბიუჯეტს.
- გადახედეთ საკუთარ ფინანსურ მიზნებს და შეაფასეთ, რამდენად მიემართებით მათკენ.
- შეადგინეთ თქვენი აქტივების, მათ შორის ნებისმიერი დანაზოგის სია.
ეს ყველაფერი მოგცემთ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური ცხოვრების დიდ სურათს, ასე რომ, გეცოდინებათ, თუ რა ცვლილებები გჭირდებათ.
- შეადგინეთ ბიუჯეტი
თუ უკვე არ გაქვთ ბიუჯეტი, ფინანსების კონტროლისთვის მისი შექმნა გადამწყვეტია. ბიუჯეტის შემუშავებით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ პრიორიტეტულად განსაზღვრავთ მიზნებს და ხარჯავთ ფულს იმ მიმართულებით, რომლებიც თქვენი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბიუჯეტი თქვენი დანარჩენი ფინანსური გეგმის საფუძველი იქნება, რადგან შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ საკმარის თანხას გამოყოფთ ისეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიც არის ვალის დაფარვა და უსაფრთხო მომავლისთვის მზადება.
- შეადგინეთ ვალის გადახდის გეგმა
გარკვეული დაბალპროცენტიანი, ხანგრძლივი ანაზღაურების ვადის მქონე ვალების გადახდა, როგორიც არის იპოთეკური სესხი, ხშირად საუკეთესო იდეა არ არის. მაგრამ თუ გაქვთ მაღალპროცენტიანი დავალიანება, როგორიც არის სახელფასო სესხი, ის რაც შეიძლება მალე უნდა დაფაროთ.
იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, რომელი დავალიანების გადახდაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, განიხილეთ რა იქნება თქვენი ინვესტიციის ანაზღაურება. თუ თქვენი საპროცენტო განაკვეთი 3%-ს შეადგენს, მაშინ თქვენი ROI დაზოგილი პროცენტით არის ლიმიტირებული. იმის გამო, რომ შეგიძლიათ 3%-ზე მეტი სხვა ინვესტიციებით მიიღოთ, ვალი არ უნდა იყოს ჩართული თქვენს ადრეულ ანაზღაურების გეგმაში.
პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ დაფაროთ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები. გადაიხადეთ მინიმუმი თქვენს ყველა დავალიანებაზე და ყველაზე მეტი მაღალპროცენტიან დავალიანებაზე მანამ, სანამ მათ სრულად არ დაფარავთ.
- მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი დანაზოგის ღირებულება
და ბოლოს, უნდა დარწმუნდეთ, რომ მომავლისთვის საკმარისად დაზოგავთ. ეს ნიშნავს, რომ დაზოგვის კონკრეტული მიზნები უნდა გქონდეთ, მათ შორის, პენსიაზე გასვლისთვის ინვესტირება, დიდი შესყიდვები, როგორიც არის სახლი, მისი მოვლის ხარჯები ან შვებულება. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა მოცულობის ინვესტიცია უნდა ჩადოთ ყოველთვიურად, რათა თითოეულ მიზანს მიაღწიოთ.
ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ თითოეული ტიპის დანაზოგისთვის სწორი ანგარიში გაქვთ, მათ შორის, მაღალი შემოსავლის შემნახველი ანგარიში თქვენი საგანგებო ფონდისთვის, ასევე საგადასახადო შეღავათის მქონე საპენსიო ანგარიში.
ამ ოთხი ნაბიჯის გადადგმით, შეძლებთ საკუთარი ფინანსები სრულად აკონტროლოთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფული გონივრულად გამოიყენება და უსაფრთხო მომავლისკენ მიმავალ გზას დაადგეთ.