მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დანარჩენი ნაწილი გაზრდილ და კიდევ უფრო მზარდ ფასებს ებრძვის, შვეიცარიაში ინფლაცია საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ზრდის ნაცვლად ზოგიერთი ხარჯი იკლებს კიდეც.
ჯანდაცვა – შვეიცარიის საყოფაცხოვრებო ბიუჯეტების დიდი ნაწილი – თებერვალში 0.5%-ით შემცირდა იმ წელთან შედარებით, როდესაც მთლიანმა ინფლაციამ 2.2%-ს მიაღწია. 2008 წლის შემდეგ, ეს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იყო, თუმცა თუ შევადარებთ დანარჩენ ქვეყნებს, ფაქტობრივად უმნიშვნელოა.
შვეიცარიის ამ მოკრძალებული ინლფაციის მიღმა ფაქტორების გარკვეული რიგი დგას: მომხმარებლები უკეთეს გარიგებებს ითხოვენ, ხელფასების შეზღუდვა, იმპორტის მაღალი ფასებისგან დამცავი ბერკეტის შემუშავება და ენერგეტიკა, რომელიც რომელიც ქვეყანას სხვებზე ნაკლებად ექვემდებარება ნავთობისა და გაზის მზარდი ხარჯების მიმართ.
რა თქმა უნდა, შვეიცარიის დაბალი ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ აქ ცხოვრების ღირებულება ძალიან მაღალია.
ნანეტ ჰეჩლერ-ფაიდჰერბემ, Credit Suisse-ის ეკონომიკისა და კვლევის გლობალურმა ხელმძღვანელმა განაცხადა:
„შვეიცარიის ერთ-ერთი ასპექტია ის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ფასები პრაქტიკულად ყველაფერზე, როცა მას ევროპის მეზობლებს ადარებთ“.
მაღალი ფასების თავიდან ასარიდებლად მოსახლეობამ გარკვეულ ხრიკებს მიმართა. მაგალითად, ციურიხიდან ერთი საათის სავალზე, გერმანიის საზღვრის გადაღმა, გაჩნდა კოტეჯის ინდუსტრია, რომელიც შვეიცარიელ კლიენტებს მცირე გადასახადს უხდის იმ საქონლის შესანახად, რომელიც მათ შეუკვეთეს გერმანული ფასით და მოგვიანებით დააგროვეს.
„ხალხი აქ იმიტომ მოდის, რომ მათ შეუძლიათ იყიდონ ხელსაყრელ ფასებში“, – თქვა მეწარმე მენდი კლეინმა, გერმანელმა, რომელმაც 2009 წელს სახლიდან დაიწყო მიწოდების ბიზნესი და ახლა აწარმოებს ორ საცავს გერმანიის სასაზღვრო ქალაქ კონსტანციაში.
სწრაფი მიწოდების ვაჭრობა კონსტანციაში გვიჩვენებს შვეიცარიის შინამეურნეობების სწრაფვას შეამცირონ ცხოვრების ხარჯები, სადაც ეს შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ევროსტატის მაჩვენებლები აჩვენებს, რომ შინამეურნეობების მოხმარების ხარჯების ფასების დონე 2020 წელს შვეიცარიაში კვლავ 60%-ით მაღალი იყო ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე. შედეგი არის ის, რომ მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც შეწუხებულნი არიან შვეიცარიის მაღალი ფასებით, ლობირებენ პოლიტიკური მოქმედებისთვის, რამაც გამოიწვია ორი საკანონმდებლო ცვლილება ამ წლის დასაწყისიდან, რათა ოჯახებს უკეთესი გარიგება მისცენ.
პირველ რიგში, გამკაცრდა შვეიცარიის კარტელის კანონი, რათა ხელი შეეშალა ბიზნესისთვის ბაზარზე ფასების ამაღლებაში.
შვეიცარიის ბაზრის მახასიათებლები და სამომხმარებლო ფასების ინდექსი დაგეხმარებათ იმის ახსნაში, თუ რატომაა ინფლაციის დაბალი დონე შვეიცარიაში.
მაგალითად, ჯანდაცვა, რომელსაც ახორციელებენ კერძო ფირმები, შეადგენს CPI ინდექსის 17%-ს, შეერთებულ შტატებში 7%-ს და გერმანიაში 5%-ს, როგორც გვიჩვენებს OECD-ის მონაცემები. მთავრობამ აიძულა ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიები, შეემცირებინა პრემიები.
შვეიცარიის ტბების, მდინარეებისა და მთიანი გეოლოგიის წყალობით, ჰიდროენერგეტიკა შეადგენს ქვეყნის ენერგიის წარმოების დაახლოებით 57%-ს, ამბობს ფედერალური ენერგეტიკული ოფისი, რაც შვეიცარიას სხვაზე ნაკლებად აქვემდებარებს ნავთობისა და გაზის სპირალურ ფასებს. შედეგად მიღებული ეფექტურობა ნიშნავს, რომ ენერგია შეადგენს შვეიცარიის CPI კალათის მხოლოდ 5%-ს, შეერთებულ შტატებში 7%-თან და გერმანიაში 10%-თან შედარებით, სადაც მომხმარებლები ბევრად უფრო ექვემდებარებიან წიაღისეული საწვავის ფასების ზრდას.
რაც შეეხება ხელფასებს, ისინი აქ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში. თავის მხრივ, ვალუტაც ეხმარება. ფრანკი ძლიერია და ამ თვეში მან თავის 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ვალუტის მსყიდველობითი უნარი აძლევს შვეიცარიას გარკვეულ დაცვას იმპორტის მაღალი ხარჯებისგან და მიეწოდება სტაბილურ შიდა ფასების გარემოს, რაც ექსპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ უპირატესობა უცხოელ კონკურენტებთან შედარებით მაღალი ინფლაციის წინაშე.
ჟან-ფილიპ კოლი, Swissmem-ის ვიცე დირექტორი და ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სექტორის ექსპორტის ნახევარი მიდის ევროზონაში, სადაც ინფლაცია 6%-მდეა.
„ადრე თუ გვიან, შვეიცარიული კომპანია, რომელიც აქ აწარმოებს პროდუქტს და ყიდის მას ევროზონაში, შეძლებს მის გაყიდვას უფრო მაღალ ფასად”.
წყარო: finance yahoo