მიუხედავად პანდემიისა, Apple-ის მოგება იანვრის დასაწყისში $3 ტრილიონ საბაზრო ღირებულებამდე გაიზარდა, რისთვისაც მანამდე არცერთ კომპანიას არ მიუღწევია, თუმცა ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელდა და ახლა მისი ღირებულება $2.84 ტრილიონია. პროგნოზები ფასის ისევ გაზრდაზე მაღალია და ანგარიშებში გვეუბნებიან, რომ ის კვლავ გააკეთებს წარმატებულ ნახტომს.
ყოველ შემთხვევაში, ასე იტყობინება XTB, წამყვანი ევროპული სავალუტო საბროკერო კომპანია, რომლის ახალი კვლევა პროგნოზირებს, თუ რომელი კომპანია იქნება პირველი, ვინც 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. გასაკვირი არ არის, რომ ყველა მათგანი ტექნიკური ბიზნესია, რომელსაც თავად Apple ხელმძღვანელობს, რადგან მას შეუძლია გადალახოს ზღვარი მომდევნო ათწლეულში.
რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- Apple, 2028 წლისთვის
- Microsoft, 2035 წლისთვის
- Amazon, 2035 წლისთვის
- TESLA, 2066 წლისთვის
- Nvidia, 2066 წლისთვის
იმავდროულად, რამდენიმე დიდი სახელი Berkshire Hathaway, Visa, Samsung, Home Depot და LVMH უბრალოდ გამოტოვებს ამ სიას და მათი მაჩვენებელი 2100 წლისთვის 4 ტრილიონ დოლარზე ნაკლები იქნება.
სიას ასევე აკლია Netflix, რომელსაც როგორც XTB ამტკიცებს, ძალიან დიდი კონკურენცია აქვს სტრიმინგის სფეროში; ასევე სწრაფი კვების გიგანტები “მაკდონალდსი” და “სტარბაქსი”, რომელთა შესრულებაც არ ვარგოდა, მიუხედავად მათი პოპულარობისა.
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ 50 წელი დიდი დროა. ნახევარი საუკუნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ინტერნეტი მოიცავდა მსოფლიოს. კიდევ ამდენივე დროში არავინ იცის, იქნებ მსოფლიო იმართებოდეს ინდუსტრიით, რომელიც ჯერ არც არსებობს.
წყარო: fastcompany