კონვერტირებადი პრივილეგირებული აქცია ჰიბრიდული საინვესტიციო ფასიანი ქაღალდია. ის პრივილეგირებული აქციების ფიქსირებული შემოსავლის თვისებებს ჩვეულებრივ აქციებად გარდაქმნის ოფციასთან აერთიანებს. კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები ინვესტორებს სთავაზობს პოტენციალს, მიიღონ უფრო მაღალი მთლიანი შემოსავალი, სხვა ფიქსირებული სარგებლის მქონე ფასიან ქაღალდებთან შედარებით. ამასთან მათ ახასიათებს ნაკლები რისკი, ვიდრე — ჩვეულებრივ აქციებს.
რა არის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქცია?
ეს არის პრივილეგირებული აქციის სახეობა. მას გააჩნია ორი იგივე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც პრივილეგირებულ აქციას:
ფიქსირებული შემოსავალი: პრივილეგირებული აქციები ინვესტორებს რეგულარული დივიდენდებით უზრუნველყოფს.
უპირატესობა: პრივილეგირებული აქციების მფლობელები იღებენ ანაზღაურებას მანამ, სანამ კომპანია ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს დივიდენდებს გადაუხდის. პრივილეგირებული აქციების მფლობელები, როგორც წესი, უფრო მაღალ დივიდენდურ შემოსავალს იღებენ, ვიდრე ობლიგაციების ან ჩვეულებრივი აქციების მფლობელები. კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში, ჩვეულებრივი აქციების მფლობელების ვალდებულებები კმაყოფილდება მას შემდეგ, რაც კომპანია პრივილეგირებული აქციების მფლობელების წინაშე არსებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
კონვერტირებად პრივილეგირებულ აქციას კი დამატებითი სარგებელი აქვს. მფლობელს შეუძლია, წინასწარ განსაზღვრული თარიღის შემდეგ, თავისი პრივილეგირებული ინვესტიცია საერთო აქციების დადგენილ რაოდენობად გარდაქმნას.
როგორ მუშაობს კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები?
კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების გამოშვება არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც კომპანიებს, თავიანთი ოპერაციებისა და გაფართოების დასაფინანსებლად, კაპიტალის მოზიდვა შეუძლიათ. პრივილეგირებული აქციების გამოშვებით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, თავიდან აიცილონ ვალის აღება, ამასთან, დამატებითი ჩვეულებრივი აქციების გაყიდვით გამოწვეული წილების პოტენციური განზავების შესაძლებლობა შეზღუდონ.
მიუხედავად იმისა, რომ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელი, როგორც წესი, აკონტროლებს კონვერტაციის ვადებს, ემიტენტ კომპანიებს ზოგჯერ ამ პროცესის ფორსირების შესაძლებლობა გააჩნიათ. ჩვეულებრივ, ინვესტორები კონვერტაციის ვარიანტს იყენებენ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი აქციების ფასი კონვერტაციის ფასს აღემატება.