აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება. ინფლაციის დადებითი ანგარიში და უმუშევრობის დაბალი დონე ბევრ ადამიანს ოპტიმისტურად განაგრძობს და აფიქრებინებს, რომ ყველაზე უარესმა უკვე ჩაიარა.
თუმცა, ბევრი ამერიკელი კვლავ გრძნობს მძიმე მდგომარეობას და პოტენციური რეცესია ჯერ კიდევ აქტუალურია. გასაგებად რომ ვთქვათ, აშშ ოფიციალურად რეცესიაში არ არის. ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროს, ორგანიზაციას, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად არ განუცხადებია.
დადგება თუ არა რეცესია ამ წლის ბოლოს, გაურკვეველია. მაგრამ თუ არის ვინმე, ვინც იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკურ ვარდნას, ეს ცნობილი ინვესტორი – უორენ ბაფეტია. ამ სტატიაში კი გაეცნობით მის რჩევებს რეცესიის გადასალახად.
- შეინარჩუნეთ გრძელვადიანი მიდგომა
დანამდვილებით არავინ იცის, დადგება თუ არა რეცესია ან რამდენს ხანს შეიძლება გაგრძელდეს ის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკა და საფონდო ბირჟა აღდგება.
მოკლევადიანი ცვალებადობა ნორმალურია და არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკა შენელდეს და აქციების ფასები შემცირდეს. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, თქვენმა ინვესტიციებმა უახლოეს პერიოდში ღირებულება დაკარგოს. თუმცა, ყველაზე უარესი რეცესიაც კი მხოლოდ დროებითია და დროთა განმავლობაში ყველაფერი გაუმჯობესდება.
ჯერ კიდევ 2008 წელს, დიდი რეცესიის მწვერვალზე უორენ ბაფეტმა The New York Times-ს გაუზიარა მოსაზრება: „რეცესიის ფონზე ბიზნესის შემოსავალი, როგორც ყოველთვის, შეფერხდება, მაგრამ მსხვილი კომპანიების უმეტესობა მოგების ახალ რეკორდებს 5, 10 და 20 წლის შემდეგ დაამყარებს.“
- ჩადეთ მეტი ინვესტიცია
ინვესტირების გაგრძელება მაშინ, როდესაც მომავალი გაურკვეველია, შეიძლება შემაძრწუნებელი იყოს, მაგრამ ახლა მეტი აქციის შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბაზარი გაუმჯობესდა, ზოგადად, აქციების ფასები წლის დასაწყისიდან ჯერ კიდევ საკმაოდ არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ხარისხიანი აქციები ფასდაკლებით – რაც დროთა განმავლობაში პოტენციურად დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ეს სტრატეგია ასევე შეიძლება წარმოუდგენლად მომგებიანი იყოს მაშინ, როდესაც ინვესტიციებს ეკონომიკური კრიზისის დროს დებთ. ბაზრის აღდგენის შემდეგ თქვენ მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებთ. მაგალითად, 2009 წლის მარტში S&P 500-მა დიდი რეცესიის დროს მინიმუმს მიაღწია, მაგრამ მომდევნო წელს მისმა ანაზღაურებამ 70%-ს მიაღწია.
ბაფეტის თქმით, მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ინვესტირების დროს უნდა გვახსოვდეს შემდეგია: „იყავით ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავით ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ.“ რეალურად, რეცესია შესანიშნავი შანსია, რომ ის ხარისხიანი აქციები, რომლებიც მოგვწონს შემცირებულ ფასებად შევიძინოთ.
- ხარისხიან ინვესტიციებზე ორიენტირება
საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ინვესტიციები რეცესიას გადაურჩეს, არის საინვესტიციო პორტფელის ძლიერი აქციებით შევსება. რთულ ეკონომიკურ პერიოდს ყველა ბიზნესი ვერ გადალახავს, მაგრამ ჯანსაღ კომპანიებს აქვს საუკეთესო შანსი განიცადოს მუდმივი ზრდა, მიუხედავად არასტაბილურობისა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გვახსოვდეს მაშინ, როდესაც აქციების ფასები უფრო დაბალია. ზოგჯერ შეიძლება მაცდური იყოს ფასდაკლებული აქციის შეძენა, მაგრამ ცუდი ინვესტიცია მაინც ცუდი ინვესტიციაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. ორიენტირდით ხარისხიან აქციებზე, რათა ბაზრის აღდგენით სარგებლობა შეძლოთ. როგორც ბაფეტი ამბობს, „სჯობს იყიდო მშვენიერი კომპანია სამართლიან ფასად, ვიდრე კარგი კომპანია შესანიშნავ ფასად.“
ვერავინ იტყვის, ზუსტად როგორ იმუშავებს ბაზარი ან ეკონომიკა მომდევნო თვეებში და ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ აშშ ოფიციალური რეცესიის წინაშე აღმოჩნდება. რაც არ უნდა მოხდეს, სწორ სტრატეგიას შეუძლია თქვენი ფული მაქსიმალური უსაფრთხოებით უზრუნველყოს.