• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 რამ, რაც მხოლოდ ყველაზე წარმატებულ ინვესტორებს ესმით

აგვისტო 3, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 რამ, რაც მხოლოდ ყველაზე წარმატებულ ინვესტორებს ესმით
გაზიარება

მოდით ვაღიაროთ – ზოგიერთი ინვესტორი უბრალოდ უფრო წარმატებულია, ვიდრე სხვები. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს, უმაღლესი შედეგების მისაღებად, უფრო მეტი დრო ან მრავალი წინაღობის გადალახვა დასჭირდეს. წარმატების მისაღწევად საჭიროა გარკვეული მექანიზმების გააზრება და სწორი ჩვევების გამომუშავება. აქედან გამომდინარე, ამ სტატიაში მოცემულია სამი საიდუმლო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორებს კარგად ესმით.

  1. ინვესტირებაში ნაკლები მეტს ნიშნავს

ეს უკვე გაცვეთილი, თუმცა აბსოლუტურად მართალი კლიშეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება.

თუმცა, შესაბამისი ახსნის გარეშე ეს მოსაზრება გაუგებარია. აი რას ნიშნავს სიტყვები „ნაკლები მეტს ნიშნავს“ ინვესტირების სამყაროში: იყიდეთ და გაყიდეთ ნაკლებად ხშირად და შეინახეთ მეტი აქცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქნილობის უნარი უნდა დაკარგოთ და აქციები მაშინაც უნდა შეინარჩუნოთ, როდესაც გარკვეული კომპანიის ბიზნეს საფუძველი გაუარესდება, არამედ, როგორც წესი, აქციების ყიდვისას მათი მინიმუმ 5 წლით შენარჩუნებაზე უნდა იფიქროთ.

მედიისა და ინტერნეტში ინფორმაციების მუდმივი განახლებები ისე ჟღერს, თითქოს აქციების ხშირი ყიდვა-გაყიდვა სიმდიდრის დასაგროვებლად საუკეთესო გზაა, თუ ეს სიმართლე არ არის. ასეთი ახალი ამბები ხშირად მიზნად ისახავს რეკლამის მისაწოდებლად ხალხის მოზიდვას. თუმცა, კარგი საინვესტიციო რჩევა, ზოგადად, ხალხის მასებში ინტერესსა და აღფრთოვანებას არ იწვევს. ეს პრობლემა იმიტომ ჩნდება, რომ ინვესტორები ხშირად იღებენ მოკლევადიან ყიდვა-გაყიდვის გადაწყვეტილებებს და დიდი, სტაბილური მოგების მიღების შანსს ხელიდან უშვებენ.

  1. სიმარტივე უმჯობესია

რაც უფრო დიდხანს იქნებით ინვესტორი, მით უფრო მეტ საინვესტიციო პერსპექტივას წააწყდებით გზად. როდესაც საფონდო ბირჟაზე რთული მდგომარეობაა, ისეთი საქონელი, როგორიც არის ოქრო და ფიზიკური უძრავი ქონებაც კი, როგორც ჩანს, ხალხის ყურადღებას ციკლურად იპყრობს. თუმცა, ბევრი ასეთი მანია არის ხრიკი, რომელიც სწორედ მაშინ ქრება, როდესაც ხალხმა მისგან სარგებელი უნდა მიიღოს.

უფრო მარტივი არჩევანია აქციებზე ორიენტირება. ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელმაც დროს გაუძლო. მოკლე ვადაში აქციები ყოველთვის კარგი წარმადობით არ ხასიათდება, მაგრამ, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.

  1. დრო თქვენი საუკეთესო მოკავშირეა

და ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ინვესტორებს ესმით, რომ სიმდიდრის დასაგროვებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დროა. რთული პროცენტის მექანიზმის საშუალებით, თქვენი ინვესტიცია ექსპონენციურად გაიზრდება და ფული, რომელიც დააბანდეთ თავად დაიწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად არის ნაჩვენები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი ინვესტირების სამყაროში.

Time Is Our Best Asset

ამ ისტორიის მორალი ის არის, რომ დაიწყოთ ინვესტირება რაც შეიძლება მალე, ჩადოთ ინვესტიცია თანმიმდევრულად და შეინარჩუნოთ პოზიციები მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა გექნებათ. ამ მიდგომის საშუალებით შეძლებთ, რომ მნიშვნელოვანი სიმდიდრე დააგროვოთ.

წინა

სად იქნება Alphabet ერთ წელიწადში?

შემდეგი

როგორ გავხდეთ Tesla, Google, Apple და სხვა ცნობილი კომპანიის აქციონერი

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გავხდეთ Tesla, Google, Apple და სხვა ცნობილი კომპანიის აქციონერი

როგორ გავხდეთ Tesla, Google, Apple და სხვა ცნობილი კომპანიის აქციონერი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved