• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 მიზეზი, რის გამოც ბაზრის კრახზე არ უნდა იდარდოთ

მაისი 19, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 მიზეზი, რის გამოც ბაზრის კრახზე არ უნდა იდარდოთ
გაზიარება

შესაძლოა, უახლოეს თვეებში საფონდო ბირჟამ კვლავ ვარდნა განიცადოს. ეს შეიძლება ძალიან ცუდ სიახლედ ჟღერდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი შრომით გამომუშავებული ფულის დიდი ნაწილი ინვესტიციებში გაქვთ ჩადებული და საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირება გაშინებთ.

მაგრამ ბაზრის კრახი არ არის ის, რისიც უნდა გეშინოდეთ. სინამდვილეში, არსებობს 3 მიზეზი, რის გამოც არ უნდა ინერვიულოთ, თუ ისეთი კომპანიების წილს ფლობთ, რომელთა წარმატებისაც გჯერათ.

  1. ბაზრის კრახი გარდაუვალია

საფონდო ბირჟის კრახზე ღელვა არაფრისმომცემია, რადგან ეს ბუნებრივი ეკონომიკური ციკლის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ რადგან კრახზე ფიქრი არ ღირს ეს არ ნიშნავს, რომ თავის დაზღვევის ზომებს არ უნდა მიმართოთ. ამის გაკეთება გულისხმობს საზრიანი სტრატეგიების გამოყენებას, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირებას და საინვესტიციო პორტფელის შექმნას, რომელიც აქტივების მრავალფეროვანი ნაზავისგან შედგება.

  1. კრახს მუდამ აღდგენა მოჰყვება

ბაზრის კრახს თქვენი ინვესტიციების ღირებულების შემცირება შეუძლია, მაგრამ, თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ ვარდნას ყოველთვის აღდგენა მოჰყვება.

შესაძლოა, აღდგენას თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს. თუმცა, დროთა განმავლობაში ბაზარი მუდმივად იზრდება და მას არასოდეს განუცდია კრახი, რომელიც საბოლოოდ აღმასვლით არ შეიცვალა.

თუ ფლობთ ინვესტიციებს, რომელთა რწმენაც გაგაჩნიათ, უბრალოდ მოითმინეთ და თქვენი აქციების ფასის მატებას დაელოდეთ. თუ ინვესტიციას გონივრულად ჩადებთ, დადებითი ანაზღაურების მიღებას შეძლებთ.

  1. ვარდნას ყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობები მოაქვს

ბაზრის კრახზე ნერვიულობის ნაცვლად, ეს მოვლენა დიდ შესაძლებლობად უნდა განიხილოთ. ასეთ დროს შესაძლებლობა გეძლევათ, რომ შესანიშნავი კომპანიების აქციები ძალიან ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ.

პოზიციების ყველაზე დაბალ ფასად შესაძენად ბაზართან სინქრონიზების მცდელობა საჭირო არ არის, რადგან ზუსტად ვერავინ გეტყვით, თუ როდის დასრულდება ვარდნა და დაიწყება აღმასვლა.

რა უნდა გააკეთოთ ღელვის ნაცვლად?

თუ ბაზრის კრახის გადალახვა გსურთ, რამდენიმე ძირითადი რამ უნდა გააკეთოთ.

უპირველეს ყოვლისა, ნუ ჩადებთ ინვესტიციას ისეთ აქციებში, რომელთა შესანარჩუნებლად მზად არ იქნებით მაშინ, როდესაც ბაზრის ვარდნის ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით. თუ მოკლევადიანი ინვესტიციით სწრაფი ფულის გამომუშავებას ცდილობთ და არ გჯერათ, რომ კომპანიას რთულ ეკონომიკურ პირობებში გადარჩენის ძალა შესწევს, შეიძლება დაზარალდეთ, თუ პოზიციებს სწორედ ბაზრის დაცემის პროცესის შეიძენთ.

გარდა ამისა, აუცილებელია გქონდეთ გარკვეული ფინანსური სახსრები ინვესტირებისთვის, რადგან თუ ბაზარი კრახს განიცდის, თქვენ დაგჭირდებათ ფული, რათა ძლიერი კომპანიების აქციების შემცირებული ფასებით სარგებლობა შეძლოთ.

ასევე, არასოდეს გაყიდოთ პანიკის საფუძველზე, რადგან ამის გაკეთება უბრალოდ ზარალს იწვევს. კრახის დროს მოერიდეთ პორტფელის მუდმივად შემოწმებას და თქვენი საინვესტიციო თეზისის მიმართ მეტი რწმენა იქონიეთ. მშვიდად დაელოდეთ ბაზარზე მდგომარეობის გამოსწორებას.

თუ ამ სტატიაში განხილულ საკითხებს ითვალისწინებთ, ბაზრის კრახი თქვენთვის რაიმე შეშფოთების მიზეზი არ იქნება.

წინა

როგორ შევინარჩუნოთ ინვესტიციები ბაზრის რთულ პირობებში?

შემდეგი

კვლავ იმეორებენ ინვესტორები 2020 წლის შეცდომებს?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
კვლავ იმეორებენ ინვესტორები 2020 წლის შეცდომებს?

კვლავ იმეორებენ ინვესტორები 2020 წლის შეცდომებს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved