უორენ ბაფეტს უყვარს მსხვილი შესყიდვები, რომელიც მის Berkshire Hathaway-ის იმპერიას მეტი ღირებულებას სძენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არ გამოჩენილა ბევრი, ბაფეტისთვის მოსაწონი შესყიდვის კანდიდატი, თუმცა მან სწორედ ახლახან იპოვა ერთი. გასულ კვირას, Berkshire-მა სადაზღვევო კომპანია – Alleghany-ის შესყიდვის გეგმის შესახებ გამოაცხადა.
შეიძლება ისე ჩანდეს, რომ Berkshire-სა და Alleghany-ის შორის დადებული დიდი შეთანხმება, ჩვეულებრივი ინვესტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან არანაირ კავშირშია, მაგრამ ასე არ არის. ამ სტატიაში მოცემულია სამი გაკვეთილი, რომელიც შეგიძლიათ ბაფეტის $11.6 მილიარდიანი შესყიდვიდან მიიღოთ.
- გააცნობიერე რას ყიდულობ
კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ინვესტორმა – პიტერ ლინჩმა გაუწია პოპულარიზაცია ამ იდეას. ბაფეტიც ამ პრინციპს იცავს და გვირჩევს, რომ ჩავდოთ ინვესტიცია იმაში, რაც გვესმის. ის ნამდვილად ერკვევა Alleghany-ის მუშაობის სპეციფიკაში. კომპანიის ქონებისა და უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის ოპერაციების მშვენივრად შეესაბამება Berkshire-ის საკუთარ დაზღვევისა და გადაზღვევის ბიზნესს. ბაფეტი დიდი ხნის განმავლობაში იყო მზღვეველების მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადების გულშემატკივარი.
ბაფეტმა პრესრელიზში განაცხადა, რომ Alleghany-ის 60 წლის განმავლობაში გულდასმით აკვირდებოდა. მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – ჯო ბრენდონი, დიდი ხნის მეგობრად მოიხსენია.
რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდეთ ბიზნესს ან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თქვენი მეგობარი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ძირითადი ბიზნესი, სანამ მასში ინვესტიციას ჩადებთ.
Berkshire-ის აქციონერებისადმი მიწერილ თავის ბოლო წერილში ბაფეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ბიზნეს პარტნიორი – ჩარლი მენგერი ირჩევენ ბიზნესს და არა აქციებს. ამ ფილოსოფიის კარგად გააზრება ყველა ინვესტორს წაადგება.
- ნუ გადაიხდით ზედმეტს
ბაფეტი აღარ არის ისეთი უკიდურესად კონსერვატორი ინვესტორი, როგორიც წლების წინ იყო. თუმცა გაკვეთილები, რომლებიც მან ბენჟამინ გრეჰემის მენტორობით ისწავლა, მასში დარჩა. მას არ უყვარს შესყიდვისას ზედმეტი თანხის გადახდა.
შესყიდვის ფასით თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ Berkshire Alleghany, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე აქციების 30 დღის საშუალო ფასთან შედარებით 29%-იანი პრემიით შეიძინა. გადახდილი თანხა ასევე 16%-ით მეტი იყო, ვიდრე 52-კვირიანი პიკის დახურვის ფასი. ბაფეტმა ზედმეტი გადაიხადა? სულაც არა. ფასი მხოლოდ 1.26 ჯერ აღემატება Alleghany-ის 2021 წლის ბოლოს დაფიქსირებულ ძირითადი კაპიტალის სანაშთო ღირებულებას. როგორ ჩანს, Berkshire იღებს იმას, რაც მოსწონს – „მშვენიერ კომპანიას სამართლიან ფასად“.
ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩვეულებრივმა ინვესტორებმაც უნდა გაითვალისწინონ. დიდი ბიზნესიც კი, შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტად იყოს შეფასებული.
- დაელოდეთ შესაფერის შესაძლებლობას
რატომ არ განახორციელა აქამდე ბოლო დროის განმავლობაში Berkshire-მა მსხვილი შესყიდვა? იმიტომ რომ ბაფეტმა და მისმა მენეჯერებმა ვერ იპოვეს მათთვის შესაფერისი შესაძლებლობა, რომელიც მათ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა.
უორენ ბაფეტს ნამდვილად არ მოსწონს ამდენი ხნის განმავლობაში ნაღდი ფულის დაყოვნება. მან Berkshire-ის აქციონერებისადმი მიწერილ უახლეს წერილში განაცხადა, რომ ამას ურჩევნია მთელი ბიზნესი ან აქციები შეიძინოს. ბაფეტმა ასევე დასძინა, რომ მას და ჩარლი მენგერს წარსულში დროდადრო ჰქონიათ ჭარბი ნაღდი ფულადი სახსრებით დატვირთული პერიოდები. მისი შეფასებით, ეს არც სასიამოვნოა და არც მუდმივი.
მოთმინება არის ღირსება, რომელიც ყველა ინვესტორს უნდა ჰქონდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ბოლო დროინდელმა მასიურმა გაყიდვებმა აქციების ფასები უფრო მიმზიდველი გახადა, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ბაფეტისგან განსხვავებით, თქვენ არ გმართებთ მსხვილი შესყიდვის შესაძლებლობას დაელოდოთ.