• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ

მაისი 16, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ
გაზიარება

სამწუხაროდ თქვენ არ შეგიძლიათ საბანკო ანგარიში სასწაულებრივად შეავსოთ, მაგრამ შესაძლებლობა გაქვთ დანერგოთ საინვესტიციო სტრატეგიები, რომელთა სწორად შესრულების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში იმავე შედეგს მიიღებთ. ფაქტი ასეთია, 1928 წლიდან პოპულარული ინდექსის – S&P 500-ის საშუალო წლიური შემოსავალი 11.9%-ს შეადგენს.

ამ სტატიაში მოცემულია სამი ჯადოსნური საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც თქვენი ფულის გაზრდაში დაგეხმარებათ.

  1. ნება მიეცით დროს თავისი ჯადოსნური სამუშაო შეასრულოს

ინვესტირებით სრულად სარგებლობისთვის, ინვესტორებმა დროის უზარმაზარი როლი უნდა გააცნობიერონ და რთულ პროცენტს თავისი სამუშაოს შესრულების ნება უნდა მისცენ. რთული პროცენტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ინვესტირებიდან მიღებული ფული თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. თუ თქვენ ერთჯერადად $10,000-ს დააბანდებთ ინვესტიციაში, რომლის ყოველწლიური ანაზღაურება 10%-ს შეადგენს, 25 წელიწადში, დამატებითი თანხების შეტანის გარეშე, $108,000-ზე მეტს დააგროვებთ.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, თუ დაახლოებით რამდენ თანხას დააგროვებდით ერთსა და იმავე ინვესტიციაში ყოველწლიურად $6,000-ის ჩადებით.

ინვესტირების წლების რაოდენობა პერსონალური შენატანები მთლიანი თანხა ანგარიშზე
15 $90,000 $190,000
20 $120,000 $343,000
25 $150,000 $590,000
30 $180,000 $986,000

„მთლიანი თანხა ანგარიშზე“ სვეტში ნაჩვენები ზრდა ნათლად გვიჩვენებს რთული პროცენტის ძალას. 15 წლის შემდეგ თქვენს მიერ შეტანილ წვლილზე $100,000-ით მეტი გექნებათ ანგარიშზე. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ამ პროცესს, მით უფრო უკეთესია. 30 წლის განმავლობაში თქვენი პირადი შენატანების ჯამი $180,000 იქნება, მაგრამ ანგარიშის ჯამი ამ რიცხვს დაახლოებით $800,000-ით გადააჭარბებს.

Earning Money
  1. საშუალო და მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციების ფაქტორი

კომპანიების ზრდასთან ერთად, სივრცე მათი ექსპონენციური ზრდისთვის მცირდება. დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს შეიძლება მეტი სტაბილურობა გააჩნდეთ, მაგრამ მათი ჰიპერგანვითარების შანსი, სავარაუდოდ, არ არსებობს. მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები კი უფრო სარისკოა, რადგან მათ მაღალი ცვალებადობა და ფინანსური პრობლემების დიდი ალბათობა ახასიათებს, მაგრამ ასეთი კომპანიები ინვესტორებს უფრო დიდი შემოსავლის მიღების შანსს აძლევს.

რაც შეეხება ზრდის პოტენციალსა და სტაბილურობას, ამ თვალსაზრისით, საშუალო კაპიტალიზაციის მქონე აქციები ერთგვარი ოქროს შუალედია. ისინი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ექსპონენციური ზრდისთვის კვლავ ჰქონდეთ სივრცე და საკმარისად დიდი იმისთვის, რომ პატარა კომპანიებზე მეტი რესურსი გააჩნდეთ. გონივრული არ იქნება საინვესტიციო პორტფელში მცირე და საშუალო კაპიტალიზაციის აქციების დომინირება (რისკიანობის გამო), მაგრამ სოლიდური პორტფელი მათ გარკვეულ წილსაც უნდა მოიცავდეს.

უფრო დიდი და დამკვიდრებული კომპანიები, უმჯობესია საინვესტიციო პორტფელის ბირთვს შეადგენდეს, მაგრამ ჰიპერმზარდ კომპანიებში ინვესტირების შესაძლებლობაც უნდა განიხილოთ. თუ ზოგიერთი რისკის მინიმუმამდე შემცირება გსურთ, მცირე და  საშუალო კაპიტალის საინდექსო ფონდები განიხილეთ, ამით თქვენ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებზე წვდომად მიიღებთ და დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგეცემათ.

  1. ფოკუსირდით დივიდენდ არისტოკრატებზე

დივიდენდების საშუალებით კომპანიები აქციონერებს თავიანთი მფლობელობების შენარჩუნებისთვის აჯილდოებენ. თუ ინვესტიციას დებთ ფინანსურად გამართულ დივიდენდების გამცემ კომპანიაში, თანმიმდევრული დივიდენდური შემოსავლების მიღების იმედი უნდა გქონდეთ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება კომპანიის აქციების ფასი.

დივიდენდ არისტოკრატები არიან კომპანიები, რომლებიც S&P 500-ს მიეკუთვნებიან და თავიანთი წლიური დივიდენდების გაზრდა ზედიზედ სულ მცირე 25 წლის განმავლობაში შეძლეს. ეს ინფორმაცია გვეუბნება, რომ კომპანიამ დროის გამოცდას გაუძლო, გადალახა კორექცია, ვარდნა და სხვა არაოპტიმალური ეკონომიკური პირობები.

ზემოაღნიშნული მაგალითის გათვალისწინებით, აი, როგორ გამოიყურება თქვენი მთლიანი თანხა ანგარიშზე, 2%-იანი დივიდენდური შემოსავლის რეინვესტირების შემთხვევაში:

ინვესტირების წლების რაოდენობა პერსონალური შენატანები მთლიანი თანხა ანგარიშზე (დივიდენდური შემოსავლის გარეშე) მთლიანი თანხა ანგარიშზე (დივიდენდური შემოსავლის ჩათვლით)
15 $90,000 $190,000 $233,600
20 $120,000 $343,000 $432,300
25 $150,000 $590,000 $800,000
30 $180,000 $986,000 $1.44 მილიონი

ერთი შეხედვით დაბალი დივიდენდური სარგებელიც კი, შეიძლება, დროთა განმავლობაში დიდ შემოსავლად იქცეს, თუ ის რთულ პროცენტთან იქნება კომბინირებული. ყველაფრის სწორად გაკეთების შემთხვევაში, შესაძლოა, დივიდენდებმა თქვენი საინვესტიციო შემოსავლის დიდი ნაწილი შეადგინოს.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?

როგორ შეიძლება მაღალი ინფლაცია სტაგფლაციად იქცეს?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved