• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 დიდი საინვესტიციო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ინანებთ

აგვისტო 23, 2023
in ინვესტიციის ანბანი
3 დიდი საინვესტიციო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად ინანებთ
გაზიარება

იმ ფულის ინვესტირება, რომელიც ახლო მომავალში არ დაგჭირდებათ, შესაძლოა, სიმდიდრის დაგროვების შესანიშნავი საშუალება იყოს, თუმცა აუცილებელია ამ სტატიაში მოცემულ ხაფანგებს თავი აარიდოთ, რათა წარმატების მიღწევა შეძლოთ.

  1. ბაზრის მოძრაობის გამოცნობის მცდელობა

თუ გარკვეული აქციების ფასის ყველაზე დაბალ წერტილში ჯადოსნურად მოპოვებას ახერხებთ, შეიძლება, მათი გაზრდილ ფასად გაყიდვით უზარმაზარი მოგება მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივად ჟღერს, ამ სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ რთულია.

თუ მოცემული აქციის ფასის დაცემას ელოდებით, შესაძლოა, მისი კარგ ფასად ყიდვის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ (თუნდაც ეს საუკეთესო ფასი არ იყოს). ამიტომ, უკეთესი მიდგომაა, ფინანსური ბაზრის გათვალისწინების გარეშე, ტოლი მოცულობის შენატანების პერიოდული განხორციელება,.

Investing Mistakes

თუ ამ სტრატეგიას მიჰყვებით, სავარაუდოდ, აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც მოცემული აქციების შესაძენად ხან მეტს იხდით, ხან – ნაკლებს. მაგრამ, დროთა განმავლობაში, თქვენ ალბათ თითო აქციაზე საშუალოდ უფრო დაბალ საფასურს გადაიხდით, ვიდრე ბაზრის მოძრაობის გამოცნობის მცდელობის შემთხვევაში.

  1. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის იგნორირება

შესაძლოა არსებობდეს ბაზრის გარკვეული სექტორი, რომლის შესახებაც ბევრი რამ იცით, მაგალითად, ტექნოლოგიური აქციები და, შეიძლება, ამ კონკრეტულ სექტორზე დიდ იმედებს ამყარებდეთ. თუმცა, რაც არ უნდა მაცდური იყოს თქვენი საინვესტიციო პორტფელის ერთი სექტორის აქციებით დატვირთვა, ეს, შეიძლება, სიმდიდრის ზრდის შესაძლებლობის შეზღუდვასა და საფონდო ბირჟის ცვალებადობის პერიოდში დიდი ზარალის განცდას ნიშნავდეს.

უკეთესი არჩევანია თქვენი ინვესტიციების სხვადასხვა სექტორებზე გადანაწილება. თუ ამ სამუშაოს შესრულება თავად არ გსურთ, შეგიძლიათ ინვესტიცია ფართო ბაზრის ETF-ში ჩადოთ. ETF-ები ინვესტირების პროცესს კვლევისა და გამოცნობის სამუშაოსგან ათავისუფლებს და სტრესის გარეშე დივერსიფიცირების მარტივ გზას წარმოადგენს.

  1. ინვესტირება იმ ბიზნესში, რომელშიც ვერ ერკვევით

თუ არ გესმით როგორ მუშაობს ბიზნესი, მასში ინვესტირება საზრიანი გადაწყვეტილება არ არის. როგორც წესი, ინვესტიცია უნდა ჩადოთ ისეთ კომპანიებში, რომელთა საქმიანობაშიც ერკვევით. ეს მხოლოდ ინდივიდუალურ ბიზნესებს არ ეხება. თავი უნდა აარიდოთ იმ ფართო საინვესტიციო შესაძლებლობასაც, რომელთა არსიც არ გესმით. ამის ნაცვლად, უნდა აირჩიოთ ინვესტიცია, რომლის რისკებსა და უპირატესობებს უკეთ გაუმკლავდებით.

ინვესტირება სასარგებლოა და სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ. ამ სტატიაში განხილულმა შეცდომებმა, შესაძლოა, სწორი კურსიდან გადაგახვევინოთ, ამიტომ მათ დაშვებას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ.

წინა

2 რამ, რაც ინვესტორებმა Spotify-ის აქციების შეძენამდე უნდა იცოდნენ

შემდეგი

ელექტრონული კომერციის 3 საუკეთესო აქცია მაისში შესაძენად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ელექტრონული კომერციის 3 საუკეთესო აქცია მაისში შესაძენად

ელექტრონული კომერციის 3 საუკეთესო აქცია მაისში შესაძენად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved