• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

28 წლის თვითშემდგარი მილიონერის პრინციპები სიმდიდრის დასაგროვებლად

თებერვალი 14, 2023
in ადამიანები
28 წლის თვითშემდგარი მილიონერის პრინციპები სიმდიდრის დასაგროვებლად
გაზიარება

ლორენ სიმონსის ცხოვრება მრავალ განსხვავებულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, დაწყებული ბრენდებთან თანამშრომლობით, დამთავრებული უოლ სტრიტით. ბიზნეს ოსტატობის, შრომისმოყვარეობისა და ჭკვიანური ფინანსური გადაწყვეტილებების წყალობით, 2022 წელს 28 წლის გოგონამ თავისი ფინანსური იმპერიის შენებაში ახალ ეტაპს მიაღწია და წელიწადში $1 მილიონი გამოიმუშავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის (NYSE) ყოფილი ტრეიდერისთვის.

დღეს შემოგთავაზებთ პრინციპებს, რომელთა საშუალებითაც ლორენ სიმონსმა საოცნებო ცხოვრება შეიქმნა.

ფულისა და საქმის მიმართ მიზანმიმართულობა

ამერიკელები ძალიან დააზარალა ზედმეტად მაღალმა ინფლაციამ, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, არასტაბილურმა საფონდო ბირჟამ და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა, რომლებიც მოთხოვნა-მიწოდების ციკლს არღვევს. სიმონსი ამბობს, რომ 2023 წლისთვის ის ხელახლა აფასებს რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონეს და გაურკვევლობის წინააღმდეგ სხვებსაც სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ლორენი ასევე გვირჩევს, რომ კარიერასთან დაკავშირებით იმპულსური გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, მაგალითად, სამსახურიდან არ უნდა წავიდეთ მანამ, სანამ სათადარიგო ვარიანტი არ გვექნება. ამასთან, საჭიროა დამატებით საქმიანობაზე ორიენტირება, რათა შემოსავალი გავზარდოთ.

Lauren Simmons at NYSE

ინვესტირება

თითოეული ადამიანი, საკუთარი შემოსავლიდან და სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე, ინვესტიციებს განსხვავებული მეთოდებით ახორციელებს, თუმცა დივერსიფიკაცია უნივერსალური გაკვეთილია. ამასთან, პორტფელის დივერსიფიკაციის საჭიროება არა მხოლოდ საფონდო ბირჟაზე, არამედ ყველა სახის ინვესტიციებზე ვრცელდება.

ლორენ სიმონსი მომხრეა, რომ ადამიანმა კარგად შეისწავლოს საკუთარი თავი, პიროვნული თვისებები, გაიაზროს, რა არის მისთვის მისაღები, რა არის მიუღებელი და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ამ მახასიათებლებზე დაყრდნობით მიიღოს.

ლორენი ასევე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ფინანსური ტენდენციების ფეხი ავუწყოთ, მეტი ცოდნა დავაგროვოთ, რადგან, ადამიანმა ზრდა და განვითარება არასოდეს უნდა შეწყვიტოს.

კარიერა

ლორენი გვირჩევს, რომ ახალი შესაძლებლობების მიმართ ღია ვიყოთ. იგი კოლეჯში გენეტიკას სწავლობდა, მანამდე კი — არქიტექტურულ ინჟინერიას. არასოდეს უფიქრია, რომ მისი ცხოვრება ფინანსების სამყაროს დაუკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ერთი პროფესიით არ შევიბოჭოთ და ახალმა შესაძლებლობებმა არ უნდა შეგვაშინოს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Apple-ის აქციების ფასი?

შემდეგი

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Epoint

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Epoint

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი Epoint

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved